Friday, October 26, 2012

"Before and After Death" by Walters Schels



 სიკვდილამდე და სიკვდილის შემდეგ

ფოტოგრაფმა უოლტერს შელზმა და ჟურნალისტმა ბიტ ლაკოტამ ერთ წელზე მეტი გაატარეს ჩრდილოეთ გერმანიის ერთ-ერთ დავრდომილთა თავშესაფარში, რათა მოემზადებინათ გამოფენა. მათ 26 სიკვდილის პირას მყოფი ავადმყოფი გადაიღეს სიკვდილამდე და სიკვდილი შემდეგ. გამოფენა ერთგვარი ფორმულირებაა მომაკვდავი ადამიანების განცდების, იმედების თუ შიშების.
ფოტოგრაფი უოლტერს შელზი ლანდშუტში დაიბადა 1936 წელს. ის ფანჯრების დეკორატორად მუშაობდა ბარსელონაში, კანადაში და ჟენევაში. 1966 წელს, კი ნიუ იორკში წავიდა და ფოტოგრაფი გახდა. 1970 წელს შელზი გერმანიაში დაბრუნდა  და პოპულარობა მოიპოვა მხატვრების, პოლიტიკოსების, ცნობილი ადამიანების და ასევე ცხოველების პორტრეტების გადაღებით.
მის კარიერაში გარდამტეხი აღმოჩნდა 1975 წელი, როცა თხოვეს ბავშვის დაბადება გადაეღო ჟურნალისთვის "Eltern"
„მაშინ პირველად ვნახე ახლაშობილის სახე. მაგრამ ეს არ იყო უსახო არსება; მას ქონდა ასაკოვანი ყოვლისმცოდნე სახე წარსულით.“
ამის შემდეგ შელზი ფოკუსირებული იყო  სახეზე და აკვირდებოდა ადამიანის ყოფას ექსტრემალურ პირობებში.“
უოლტერს შელზს უამრავი ჯილდო აქვს მიღებული თავისი ფოტროგრაფიისთვის. მათ საერთაშორისო ჯილდოებიც როგორიცაა სააგენტო "Zeitenspiegel"-ის "Hansel-Mieth-Prize" სერიისთვის, რომელიც მან მომაკვდავ ადამიანებს გადაუღო სიკვდილამდე და სიკვდილის შემდეგ.
ჟურნალისტი ბით ლაკოტა 1965 წელს დაიბადა. ის ჟურნალ Der Spiegel-ის მეცნიერული ნაწილის რედაქტორია. ცხოვრობს ჰამბურგში,  გერმანია.




ჰაინერ შმიტცი
ასაკი : 52
დაიბადა: 1951 წლის 26 ნოემბერს
პირველი პორტრეტის გადაღებულის თარიღი: 19 ნოემბერი. 2003 წელი
გარდაცვალების თარიღი:14 დეკემბერი. 2003 წელი.

ჰაინერ შმიტცმა ტვინის დაზიანებული ნაწილი მაგნიტო რეზონანსული სკანირების შედეგად ნახა  და მიხვდა, რომ დიდი დრო აღარ ქონდა დარჩენილი. შმიტცი სწრაფი მოსაუბრე, უაღრესად ჩამოყალიბებული, გამჭრიახი და ღრმა ადამიანია. ის რეკლამაზე მუშაობს. ჰაინერის მეგობრებს არ უნდათ ის დადარდიანდეს. ისინი ცდილობენ, რომ მან ცუდ რამეებზე არ იფიქროს. ჰოსპიტალში მასთან ერთად უყურებენ ფეხბურთს, როგორც ადრე. ლუდი, სიგარეტი, პატარა წვეულებები ეწყობოდა მის ოთახში.  გოგონებს, სააგენტოდან, მისთვის ყვავილები მოჰქონდათ. ბევრი მათგანი ორ-ორად მოდიოდა, მასთან მარტო დარჩენა არ უნდოდათ. რა უნდა უთხრა ადამიანს, რომელსაც გარდაუვალი სიკვიდლი ელის. ზოგი მათგანი ამასაც კი ეუბნებოდა: „მალე გამოჯანმრთელდი!“  ან „იმედია, მალე დაუბრუნდები ჩვეულ რიტმს, მეგობარო!“
„არავინ მეკითხება, რას ვგრძნობ“ - ამბობს ჰაინერ შმიტცი. „ეს იმიტომ, რომ შიშით კვდებიან. მაღიზიანებს, როგორ სასოწარკვეთილად ცდილობენ ისინი თავი აარიდონ ამ თემას და ათას სხვა რამეზე საუბრობენ. ნუთუ ვერ გაიგეს? მე ხომ ვკვდები! ეს არის რაზეც  გამუდმებით ვფიქრობ, ყოველ წამს, როცა კი მარტო ვრჩები.“


ედელგარდ კლავეი
ასაკი : 67
დაიბადა:29 ივნისი. 1936 წელი.
პირველი პორტრეტის გადაღებულის თარიღი: 5 დეკემბერი. 2003 წელი
 გარდაცვალების თარიღი: 4 იანვარი. 2004 წელი. ჰელენშიფტის ჰოსპიტალი. ჰამბურგი.

ედელგარდ კლავეი იყო უნივერსიტეტის  ფსიქიატრიული კლინიკის ადმინისტრატიული ასისტენტი. ის მარტო ცხოვრობდა, მას შემდეგ რაც 80 წელს გადასცილდა და მეუღლეს გაეყარა. მას შვილები არ ყოლია. ბავშვობიდანვე პროტესტანტული ეკლესიის აქტიური წევრი იყო.  ბოლო რამდენიმე კვირის მანძილზე ის საწოლს მიჯაჭვული იყო. „სიკვდილი ადამიანის მოწიფულობის ტესტია. ყველას მოგვიწევს მისი გავლა“ - ამბობს ფრაუ კლავეი. „მე ძალიან მინდა სიკვდილი. მინდა გავხდე უზარმაზარი უჩვეულო ნათების ნაწილი. მაგრამ სიკვდილი რთული საქმეა. სიკვდილი თავად აკონტროლებს ამ პროცესს და მე ვერ მოვახდენ გავლენას მის განვითარებაზე. ერთადერთი რაც შემიძლია ეს ლოდინია. მე მომეცა სიცოცხლე და მე ის განვლე და მე ახლა მას უკან ვაბრუნებ.
მე ყოველთვის მძიმედ ვშრომობდი, ჩემი ცხოვრება მონაზვნისას გავდა: სიღარიბე, უმწიკვლობა, მორჩილება. ახლა, მე უკვე აღარ შემიძლია რაიმე სასარგებლო გავაკეთო საზოგადოებისთვის და ეს საშინლად მტკენს გულს. მე არ მინდა ვიყო ფინანსური რესურსების გადინების მილი, ცოცხალი გვამი, რომელიც მხოლოდ ტვირთია. მინდა წავიდე, სასურველია ახლავე. ყოველთვის მზად უნდა იყო, როგორც ბოი-სკაუტი.“



ვოლფგანგ კოტზანი
ასაკი : 57
დაიბადა: 19 იანვარი. 1947 წელი.
პირველი პორტრეტის გადაღებულის თარიღი: 15 იანვარი. 2004 წელი.
გარდაცვალების თარიღი: 4 თებერვალი. 2004 წელი.

 ღამის მაგიდას ფერადი ტიტები ანათებს. მედდამ მოამზადა ფოდნოსი შამპანურის ჭიქებით და ტორტით. დღეს ვოლფგანგ კოტზანის დაბადების დღეა. „დღეს 57 წლის გავხდი. არასოდეს მიგრძვნია, რომ ვბერდებოდი, მაგრამ მე არც სიკვდილზე მიფიქრია, რადგან ჯერ კიდევ ახლაგაზრდა ვარ. თუმცა სიკვდილი დარტყმაა ნებიმიერ ასაკში.
ექვსი თვის წინ, კარჩაკეტილი ბუღალტერი შოკში ჩააგდო დიაგნოზმა: ბრონქიალური კარცინომა, ოპერაციას არ ექვემდებარება. „ეს ძლიერი შოკი იყო. მე არასდროს მიფიქრია სიკვდილზე, მხოლოდ სიცოცხლე.“ ამბობს ჰერ კოტზანი. მიკვირს რომ ასე ადვილად შევურიგდი მას. ვწევარ ახლა აქ სიკვდილის მოლოდინში. ყოველ დღე ვცდილობ სრულად განვიცადო სიცოცხლე. მაგალითად,  ღრუბლებისთვის ყურადღება არასდროს მიმიქცევია. ახლა ყველაფერს სრულიად განსხვავებული  თვალით ვუყურებ: ღრუბლის ყოველ ფთილას ფანჯრის იქით, ყვავილის ყოველ ღერს ვაზაში. უეცრად, ყველაფერი მნიშვნელოვანი გახდა.“

 


მარია ჰაი-ან ტიუეტ ცაო
ასაკი : 52
დაიბადა: 26 აგვისტო. 1951 წელი
პირველი პორტრეტის გადაღებულის თარიღი: 5 დეკემბერი. 2003 წელი
გარდაცვალების თარიღი: 15 თებერვალი. 2004 წელი.

მარია ჰაი-ან ტიუეტ ცაოს სიკვდილის განცდა ნამდვილად სხვანაირი იქნებოდა რომ ის მთლიანდ შთანთქმული არ ყოფილიყო უმაღლესი მოძღვრის ჩინგ ჰაის სწავლებებეში. მოძღვარი ამბობს: „ყველაფერი რაც სამყაროს მიღმაა, უკეთესია ვიდრე ჩვენი სამყარო. ის იმაზე გაცილებით უკეთესია ვიდრე ჩვენ შეგვიძლია ან არ შეგვიძლია წარმოვიდგინოთ.“
ფრაუ ცაო მოძღვრის სურათს ყელზე ატარებს. მისი ხელმძღვანელობით მან უკვე იხილა ცხოვრების შემდგომი სიცოცხლე მედიტაციის გზით. მას ლოდინი დიდხანს არ მოუწევს: მისი ფილტვების ავლეოლი(ფილტვის სტრუქტურაში შემავალი ბუშტუკები) ძალიან სუსტდება.თუმცა ის მაინც მშვიდად და მხნედ გამოიყურება. „სიკვდილი არაფერია“ - ამბობს ფრაო ცაო. მე ვღებულობ სიკვდილს. ის არ არის მარადიული. შემდეგ, როცა ღმერთს შევხვდებით, ჩვენ ლამაზები ვხდებით. დედამიწაზე მხოლოდ მაშინ დავბრუნდებით თუ ბოლო წუთებში ჯერ კიდევ ძალიან მიჯაჭვულები ვიქნებით სხვა ადამიანზე.“ ის ყოველდღიურად ემზადება ამ მომენტისათვის. მას სურს სრულ  განცალკავებას მიაღწიოს სიკვდილის მომენტში.


 

კლარა ბეჰრენსი
ასაკი : 83
დაიბადა: 2 დეკემბერი. 1920 წელი
პირველი პორტრეტის გადაღებულის თარიღი: 6 თებერვალი. 2004 წელი
გარდაცვალების თარიღი: 3 მარტი. 2004 წელი

კლარა ბეჰრენს შეუძლია თქვას რომ დიდი დრო აღარ დარჩა. „ხანდახან, ისევ იმედი მაქვს, რომ უკეთ გავხდები“ - ამბობს ის. „მაგრამ შემდეგ როცა თავს ისევ საშინლად ვგრძნობ აღარ მინდა სიცოცხლის გაგრძელება. არადა ახლახან ვიყიდე მაცივარი-საყინულე. ეს რომ მცოდნოდა...
თებერვლის ბოლო დღეა. მზე ანათებს, ეზოში პირველი ცისთვალები ყვავიან. „რაც ნამდვილად მინდა, ეს გარეთ გასვლა და მდინარე ელბას სანაპიროზე ჩასვლაა. მინდა ქვიან სანაპიროზე დავჯდე და ფეხები მდინარეში ჩავდო. ასე ვიქცეოდი ბავშვობაში, როცა მდინარის ნაპირზე შეშის მოსაგროვებლად ჩავდიოდით. სიცოცხლის ხელახლა განვლის შანსი რომ მომეცეს, ყველაფერს სხვანაირად გავაკეთებდი. ნეტა შესაძლებელია სიცოცხლის მეორე შანსი მოგვეცეს? არა მგონია. ბოლობოლო, ჩვენ მხოლოდ იმის გვჯერა, რასაც ვხედავთ და მხოლოდ იმას ვხედავთ, რაც აქაა. მე სიკვდილის არ მეშინია მე ერთ-ერთი ვიქნები მილიონიდან, უდაბნოს ქვიშის მილირდ მარცვალში. ერთადერთი რაც მაშინებს, სიკვდილიდ პროცესია, ფაქტიურად არავინ იცის როგო ხდება ეს.“





უოლტერ ვეგნერი
ასაკი : 81
დაიბადა: 1923 წლის 18 დეკემბერს.
პირველი პორტრეტის გადაღებულის თარიღი: 1 დეკემბერი. 2003 წელი
გარდაცვალების თარიღი: 13 მარტი. 2005 წელი.
2003 წლის ნოემბერში ვეგნერი ჰოსპიტალში გადავიდა. მას აღარ უნდოდა ტვირთად დაწოლოდა თავის მეგობარ ქალბატონს სახლში. მან თან ელექტრო ორღანი მოიტანა: „არ ღირს საშობაო სიმღერისთვის ვარჯიში:  შობამდე მაინც მოვკვდები.“ მაგრამ მოვლენები სხვაგვარად განვითარდა. ის იქ იყო ახალი წლის ღამესაც.
„მე აქ მოვედი, რომ მომკვდარიყავიდა რატომ ვარ ისევ ცოცხალი? „ კითხულობს ის გაბრაზებული.
ვეგნერმა გადაიტანა გაზაფხულიც და შემდგომი შემოდგომაც. მისი მეგობარი ქალბატონი მას უფრო და უფრო იშვიათად სტუმრობს. შობის ღამეს ის ასრულებს  “Silent Night“-ს სხვებისთვის. 2005 წლის მარტის ერთ ორშაბათს მედდა მას ეუბნება: „შენ აქ უკვე ერთ წელზე მეტია ხარ და უკვე ისე კარგად ხარ, რომ შენი აქ ყოფნა საჭირო აღარ არის. მალე აქედან გაგიშვებთ.“ ვეგნერი ჰოსპიტალში თითქოს ხელახლა დაიბადა, მას ეშინია ჩვეულებრივ ზრუნვის ქვეშ, სახლში დაბრუნება. „ ის ეკითხება თავის მეგობარ ქალს: „შეიძლება სახლში წამოვიდე?“  ის უარს ეუბნება.
მედდასთან საუბრიდან ხუთი დღის შემდეგ ვეგნერი კვდება.

წყარო: http://www.lensculture.com/schels.html


No comments:

Post a Comment