Tuesday, September 4, 2012

Wim Wenders's best shot


ვიმ ვენდერსის საუკეთესო კადრი



ვაღიარებ, რომ სამუშაოს მიჯაჭვული ადამიანი ვარ. და რადგან ფილმის გადაღებას ჩემი ცხოვრების ერთი ან ორი წელი მიაქვს, ძალიან მიხარია, რომ მათ შორის დროს ფოტოების გადაღებით ვავსებ.
ეს ფოტო 1978 წლის ზაფხულზე გადავიღე, როცა სან ფრანცისკოში ვცხოვრობდი და ვმუშაობდი ფილმზე „Hammett“ ფრენსის ფორდ კოპოლას ზოოტროპული სურათებისთვის. ერთ უიკენდზე, ძალიან მოკლე შეტყობინებით მაცნეს, რომ შემეძლო კინო რეჟისორ აკირა კუროსავასთან ერთად გავმგზავრებულიყავი ფრენსისის სახლში ნაპა ველიში. კუროსავა ქალაქში იყო, რომ განეხილა ფილმი, რომლის აღმასრულებელი პროდიუსერები ფრანსისი და ჯორჯ ლუკასი იყვნენენ და რომელიც შემდეგ ერთ-ერთი მისი ბოლო უდიდესი შედევრი აღმოჩნდა - Kagemusha.
ფრენსისმა  თავისი დიდებული მერსედეს 600 ლიმუზინი(რომელიც მანამდე პაპს ეკუთვნოდა, თუ სწორად მახსოვს)გამოგზავნა, კუროსავას,  მისი მთარგმნელის და  ტომ ლადის (Tom Luddy) Pacific Film Archive-დან სოფელში წასაყვანად. მანქანას მე გზაში უნდა ავეყვანე.  ქუჩაში ვიდექი და  მათ გამოჩენას ველოდებოდი, როცა უცებ გავაცნობიერე, რომ კამერა აუცილებლად უნდა წამეღო. გავიქეცი ბინაში და ავარჩიე ჩემი ძველი რუსული Horizon -ი. ეს იყო 35 მმ-იანი პანორამული აპარატი, რომელიც ძალიან მომწონდა იმის გამო, რომ მსუბუქი და მარტივი იყო.
მგზავრობა ნამდვილ თავგადასავლად იქცა. ძველი მერსედესი სადღაც გაჩერდა და ძრავამ კვამლი გაუშვა. მძღოლი აზრზე არ იყო, როგორ დაექოქა ის ისევ. ასე რომ დავიწყეთ სოფლის  ბაზრობაზე ხეტიალი, რომ ჩრდილი და ცივი სასმელები მაინც მოგვეძებნა. მახსოვს რამდენიმე ფოტო გადავუღე კუროსავას, ერთ-ერთზე ის ლუიზიანელი პლეიბოიების, კაჯუნების ჯგუფს შორისაა.
ბოლოს მხსნელი მოგვევლინა დოკუმენტური ფილმების შემქმნელი ლეს ბლანკის სახით, რომელმაც თავისი დანჯღრეული ძველი ფურგონით გამოიარა და დაგვთანხმდა წავეყვანეთ. ფურგონი ერთგვარი ჰიპური ტრანსპორტი იყო ადგილების გარეშე, საზურგედ მხოლოდ მატრასები იყო წამოსაწოლად. ასე რომ, შეგიძლიათ წარმოიდგინოთ ფრენსის გაოცება, როცა ეს ბეხრეკი გაჩერდა მისი ვილის წინ და იქედან აკირა კუროსავა გადმოძვრა.
მცხუნვარე დღე იყო და ფრენსისმა სტუმრები ტყეში, პატარა ტბასთან წაგვიყვანა, რომელიც მისი საკუთრების უკან იყო. სწორედ მაშინ გადავიღე ეს სურათი, ზარმაც კვირა დღეს სამოთხეში. სურათზე ფრანსისი წყალშია, ტომ ლუდი კი დიდ ქვაზე ზის ფრანსისის ცოლთან ელეონორთან და მის ქალიშვილ სოფიასთან ერთად, რომელიც მაშინ ჯერ კიდევ პატარა გოგონა იყო. იქვეა კუროსავას თარჯიმანიც. თავად კუროსავა ჩრდილში ზის. წყალში ჩასვლაზე, ის, რა თქმა უნდა, ვერ დავიყოლიეთ. ის ფაქტი, რომ ის ექსკურსიაზე პერანგითაა,  საკმაო კონსესუსი იყო უკვე.
ერთადერთი შანსი მთელი ჯგუფი გადამეღო წყლიდან იყო, ამიტომ გავცურე ჩემი ჰორიზონით - თქვენ ჩემს ფეხს ხედავთ წინა პლანზე- და გადავიღე ეს სურათი. ექსპოზიცია გამოვიცანი. კარგა ხანს ერთი სიტყვა არ გვითქვამს, თითქოს ყველამ გავაცნობიერეთ ნეტარების ეს წამი: მზე ხეებიდან ანათებდა, ჭრიჭინების ხმა მოდიოდა, სრული სიმშვიდე მომენტისა, რომელიც ფილმების შემქმნელების სხვადასხვა თაობებს აერთიანებდა. ცხოვრება მშვენიერია - და ფოტოგრაფიას შეუძლია ამის ჯეროვნად დაფასება.



Curriculum vitae

   ვიმ ვენდერსი

დაბადების ადგილი: დიუსელდორფი, 1945 წელი.

განათლება:  „ფოტოგრაფია არასოდეს შემისწავლია, მაგრამ სურათების გადაღება 7 წლისამ დავიწყე, მამაჩემი მასწავლიდა რა და როგორ.“

გავლენა: სებასტიო სალგადო, ანდრეას გურსკი და ჯოელ მეიეროვიტსი. ჩემი პირველი გმირები, კი უოლკერ ევანსი და აუგუსტ სენდერი იყვნენ.“

წარმატება: „როცა ჩემი საყავრელი Plaubel Makina 6x7 აღმოვაჩინე მეორადი აპარატების მაღაზიაში.“

წარუმატებლობა: “ როცა ყველა ჩემი აპარატი მომპარეს მამაჩემის ნაჩუქარი ლეიკას ჩათვლით.“

 ოცნების ობიექტი:   „მე ადგილების ფოტოგრაფი ვარ, ადამიანების იმდენად არა.“




 წყარო: http://www.guardian.co.uk/artanddesign/2009/mar/12/photography#

No comments:

Post a Comment