Sunday, September 2, 2012

John Minihan's best photograph


ჯონ მინიჰენის საუკეთესო კადრი


სემუელ ბეკეტის შესახებ არაფერი ვიცოდი, სანამ ნობელის პრემია არ მიიღო 1969 წელს. შემდეგ მის რამდენიმე შოუს დავესწარი და უმალვე მოვიხიბლე  პარიზში მცხოვრები ამ ირლანდიელით მწერლით. 1980 წელს ის ლონდონში ჩამოვიდა, რომ „Endgame“ დაედგა. სემი ნამდვილი განდეგილი იყო და ჟურნალისტების ატანა რ ქონდა, მაგრამ ჰაიდ პარკის ირლანდიელმა  პორტიემ  მაცნობა, რომ ის მის სასტუმროში შეჩერებულიყო. მე მას წერილი დავუტოვე და მეორე დღეს, როცა სასტუმროში დავრკე პირდაპირ მასთან შემაერთეს.
ჩვენი პირველი შეხვედრისას,  მას  ერთი ქალის სურათები ვაჩვენე, რომელიც  ატიში გადავიღე, ირლანდიულ ქალაქში, სადაც მე გავიზარდე. მას ქეთი ტირელი ერქვა და მე მას და მის ოჯახს სამი დღისა და ორი ღამის განმავლობაში ვუღებდი სურათებს.  საათები გაჩერებული იყო, ცეცხლი ჩამქრალი და სარკეები ზეწრებით დაფარული. ის ძალიან დაინტერესდა. შემდეგ  მას თავადაც გადავუღე ფოტოები. სემმა ალბათ იფიქრა რომ უკანასკნელად მხედავდა, მაგრამ მე ასე მუშაობას არ ვაპირებდი. ჩემი აზრით, წამის მეთექვსმეტედი ვინმეს ცხოვრებიდან არაფერს ნიშნავს.
ამის შემდეგ მე ვიღებდი მისი ყველა პიესის დადგმას, ვარსკვლავების,პატრიკ სტიუარტიდან იან მაკ’კელენის მონაწილეობთ დამთავრებული. მსახიობები ყველაფერზე თანახმა იყვნენ, სამუშაო ისეთი ლამაზი იყო შესასრულებლად. ასევე მშვენიერი იყო ის შავ-თეთრი ფოტოგრაფიისთვის. შემდეგ სემს  ვუგზავნიდი ყველა ფოტოს და ის მადლობის ბარათებს მწერდა.
1985 წელს, მისი  80 წლის იუბილემდე ცოტათი ადრე, სემმა პარიზში დამპატიჟა. ჩევნ შევთანხმდით, რომ მონპარნასზე კაფეში შევხვდებოდით, კვირას, სამ საათზე. მე ორ საათზე მივედი და განცალკავებული პატარა მაგიდა ამოვარჩიე ფანჯარასთან კარგი განათებით. ახლაც თვალწინ მიდგას სემი, რომელიც გაღიმებული სახით ჩემსკენ მოემართება - ის ზუსტად მიხვდა, რატომ ავირჩიე მე სწორედ ეს ადგილი.
ჩვენ ვისაუბრეთ 4.50-მდე. მან მე დამაჰიპნოზა. დღის შუქი სწრაფად იკლებდა და ვიფიქრე, რომ  მომენტი ხელიდან გავუშვი. შემდეგ სემმა მკითხა: „ჯონ, გინდა ფოტო გადამიღო?“  ამოვიღე ჩემი როლეიფლექსი და სამი კადრი გადავიღე. ისინი უკეთესები აღმოჩნდა, ვიდრე ველოდი, რადგან სემმა დადგა მთელი სცანა. ამით უნდოდა ეთქვა: „აი, ასეთი ვარ მე.“
იმ ღამით ისეთი აღელვებული ვიყავი, რომ სემუელ ბეკეტი, პარიზში, მის რჩეულ ქალაქში გადავიღე,   გამოვედი და უგონოდ დავთვერი.


Curriculum vitae



ჯონ მინიჰანი
 
დაბადების ადგილი: დუბლინი, 1946 წელი.

განათლება: ლონდონის ბეჭდვისა და გრაფიკული ხელოვნების სკოლა.

გავლენა: " სესილ ბიტონი, ი.ო ჰოპე (E.O. Hoppé) , ანდრე კერტესი.


წარმატება: „შეგირდად მუშაობა Daily Mail-ში, სადაც ვამჟღავნებდი სურათებს და ვხედავდი, როგორ ჩნდებოდნენ ისინი ჩემს თვალწინ.“

წაუმატებლობა: „როცა ვკარგავ ჩემს საყვარელ თემას, მაგალითად, როგორიც ბეკეტი იყო.


სასარგებლო რჩევა: „იკვლიეთ თქვენი გადაღების საგანი. თუ ეს მწერალია, წაიკითხეთ მათი წიგნები - ისინი გეტყვიან  ვისთან გაქვთ საქმე.“


 წყარო: http://www.guardian.co.uk/artanddesign/2012/aug/15/john-minihan-best-photograph#

No comments:

Post a Comment