Thursday, August 23, 2012

Key Shots in the History of Photography


ყველაზე მნიშვნელოვანი კადრები ფოტოგრაფიის ისტორიაში

1. 1825 წელს, ჯოზეფ ნისეფორ ნიეპსმა მიიღო ეს სურათი ჩვეულებრივი გრავიურით. ეს არ არის ფოტო, ის ჰელიოგრაფიაა. 2002 წლის შემდეგ ის საფრანგეთის ეროვნულ ბიბლიოთეკაშია დაცული.


2. ერთი წლის შემდეგ, ნიეპსმა შექმნა რეალური გარემოს ფოტო - ეს იყო ხედი მისი ფანჯრიდან. ფოტო რვა საათიანი ექსპოზიციის შედეგად მიიღო.


3. 1838 წელს მეორე ფრანგმა, ლუი ჟაკ მანდე დაგერი დაგეროტიპის შექმნის საკუთარი მეთოდით გახდა პირველი კადრის ავტორი, რომელზეც ადამიანი იყო აღბეჭდილი. თუ კარგად დააკვირდებით დიუ ტამპლის ბულვარის კუთხეში დაინახავთ ადამიანის ფიგურას, რომელიც სავარაუდოდ, ფეხსაცმელს უნდა იპრიალებდეს.


4. პირველი პორტრეტი ამერიკელი ფოტოგრაფის და გამომგონებლის რობერტ კორნელიუსის ავტოპორტრეტია. ფოტოს ზუსტი თარიღი ცნობილი არ არის, თუმცა დაზუსტებით, შეიძლება ვთქვათ, რომ ის 1839 წლის შემოდგომაზეა გადაღებული.


5. პირველი ქალი, რომელიც ფოტოზე გამოჩნდა იყო დოროთი კეთრინ დრეიპერი. ფოტო მას  ძმამ, ცნობილმა ამერიკელმა ფოტოგრაფმა ჯონ დრეიპერმა გადაუღო. ეს კადრიც 1839 წელს შეიქმნა.



6. პირველი ეროტიკული ფოტო 1850 წლით თარიღდება. მისი ავტორი, ფრანგი ფელიქს ჟაკ ანტუან მულენია.




7. ბრიტანელი როჯერ ფენტონი ბრიტანეთში ფოტოხელოვნების ერთ-ერთ პირველ დამაარსებლად და მსოფლიოში პირველ ომის ფოტოგრაფად ითვლება. 1855 წელს ის ასისტენტთან ერთად გაემართა ყირიმის ომში გამომცემლობის დავალებით. ეს მისი ფურგონია. ამ ომში ფენტონმა 300 ნეგატივი გადაიღო.




8. 1850 წელს გადაღებულმა ამ ფოტომ, კი ფოტოგრაფიაზე დიდი გავლენა მედიცინაზე მოახდინა. ფინეას გეიჯი რიგითი რკინიგზის მშენებელი იყო, რომელსაც სამსახურებრივი ავარიის დროს რკინის ძელმა თავის ქალაში გაუარა. ფინეასის ისტორია, რომელიც ასეთ ტრამვას გადაურჩა და კიდევ 12 წელი იცოცხლა, ითვლება მედიცინის პირველ სამეცნიერო ექსპერიმენტად, რომელიც თავის ქალის წინა მხარეზე განხორციელდა. ფინეასის თავის ქალა დღემდე ჰარვარდის უნივერსიტეტის ექსპონატია.



9.შემდეგი ორი სურათი ერთმანეთს აზიაში გადაღებული პირველი ფოტოს ტიტულს ედავება.პირველ ფოტოზე აღბეჭდილია პონტონის ხიდი მდინარე ინდიზე, რომელიც თანამედროვე ინდოეთისა და პაკისტანის ტერიტორიებს ერთმანეთთან აკავშირებდა, ქალაქ ატოკში. დაუდასტურებელი მონაცემებით ფოტო გადაღებულია 1861 წელს.


10. მეორე ფოტოზე, კი ასახულია ლახორის ფორტი, რომელიც ასევე პაკისტანშია. გადაღების თარიღი, 1864 წელი, ისტორიკოსებს შორის დავის საკითხია.


11. 1865 წელს უილიოამ ტომპსონმა გადაიღო პირველი წყალქვეშა ფოტო დიდ ბრიტანეთში.


12.1861 წელს ფიზიკოსმა ჯეიმს კლერკ მაქსუელმა  გადაიღო პირველი ფერადი ფოტო.


13. 1893 წელს გადაიღეს პირველი ფოტო პროფესიულ ფოტოსტუდიაში. ადგილი და ავტორი უცნობია.


14. პრეზიდენტის  ინაუგურაციის ამსახველი პირველი ფოტო. სურათი გადაღებულია 1864 წელს აბრაამ ლინკოლნის მეორე ინაუგურაციაზე.


15. რეალური ობიექტების პირველი ფერადი ფოტო. „სამხრეთ საფრანგეთის პეიზაჟი“ (დიქრომატული მეთოდი) -  ფოტო გადაიღო ლუი დიუკო დიუმ 1877 წელს.


16.პირველი აერო ფოტო გადაიღო გასპარ-ფელიქს ტურნაშონმა 1858 წელს. ეს იყო პარიზის პანორამა.


17. უფრო ხარისხიანი კადრის მიღება შეძლო ჯეიმს ბლეიკმა ბოსტონის პანორამის გადაღებისას 1860 წელს.


18. პირველი ფოტო კოსმოსიდან გადაიღეს ხომალდ V-2 24-დან 1946 წლის ოქტომბერში. ფოტოზე აღბეჭდილია მექსიკა. ხომალდი ამერიკელებმა გაუშვეს.


19. პირველი ციფრული გამოსახულება შეიქმნა 1957 წელს ამერიკელი რასელ კირშის მიერ. სინამდვილეში ეს ელექტრონულ ფორმატში დასკანერებული ჩვეულებრივი ფოტო იყო.




წყარო: http://www.nikonclub.ru/blog/sobytiya/872.html



No comments:

Post a Comment