Sunday, August 19, 2012

Chuck Close's best shot


ჩაკ კლოუზის საუკეთესო კადრი



ლორნა ერთ-ერთი ჩემი მეგობართაგანია. მას ძალიან გადამდები სიცილი და ძალიან მგრძნობიარე ტუჩები აქვს - კედელზე ძალიან დიდხანს მეკიდა მისი ტუჩების სურათი. მომწონს როგორ იხატება მისი სახე სიბნელიდან და ტივტივებს ზედაპირზე, ისე რომ მისი კისერი და მკერდი ფოკუს გარეთაა. მომწონს მისი მზერის მანერა - მისი სახის ნაკვთები. არის მასში რაღაც ქანდაკების მსგავსი, ბრანკუზის მსგავსი.
სურათი დაგეროტიპია. დაგეროტიპებს „სინათლის  მცველებს" ეძახდნენ. მათი დიაპაზონი ღრმა ბარხატის შავიდან კაშკაშა ტონებს მოიცავდა, რომელიც თვალებში ირეკლებოდა. ყველა ფოტოს წარმოუდგენელი დეტალიზაცია და ძალიან პატარა სიმკვეთრის სიღრმე აქვს. ფოტოები ხშირად იმდენად დიდია, რომ ერთდროულად 20-30 ადამიანს შეუძლია მათი ნახვა, მაგრამ დაგეროტიპი ყველაზე ინტიმური გამოსახულებაა, რაც კი კამერას შეუქმნია, რადგან ის პატარაა და მხოლოდ ერთ ადამიანს შეუძლია მისი დათვალიერება.
მისი შექმნის პროცესი ძალიან ნელია. ფირფიტის მომზადების შემდეგ, მოდელი შესაბამის პოზაში დგება და ექსპოზიციას ზუსტად ისე აყენებთ, როგორც ფირის შემთხვევაში, ერთადერთი განსხვავება ისაა, რომ ის სარკული გამოსახულებაა. რაღაც მხრივ, დაგეროტიპი მენატურისთვის არის შექმნილი - რადგან მენატურე  ყოველთვის სარკეში იხედება, ამიტომ ის სწორად მხოლოდ მას უყურებს.
შემდეგ ფირფიტა მიდის დაკრუმში(ბნელ ოთახში), სადაც ის ჩერდება ვერცხლისწყლის ორთქლში, მოგვიანებით ის ჩვეულებრივ სინათლეს უბრუნდება და ირეცხება. ასე რომ, მე მის ყოველ დეტალს ვუყურებ, სანამ ისევ გადაადგილდება. ბოლოს ფირფიტას წყლიან თასში ვდებ და ჩემს ფეხებთან ვათავსებ, სანამ მორიგ კადრს გადავიღებ.
მე არ ვარ დაინტერესებული დაგეროტიპით, იმიტომ, რომ ის ანტიკვარული პროცესია; მე ის მომწონს, რადგან, ჩემი აზრით, ფოტოგრაფია არასოდეს ყოფილა უკეთესი, ვიდრე ის 1840 წელს იყო.


წყარო: http://www.guardian.co.uk/artanddesign/2007/apr/19/photography

No comments:

Post a Comment