Tuesday, August 14, 2012

Abbas Kiarostami's best shot


აბას კიაროსტამის საუკეთესო კადრი



ფოტოგრაფია არასოდეს შემისწავლია. 1979 წლის რევოლუცცის პერიოდში, ფილმების გადაღება შეუძლებელი გახდა, ქალაქი დავტოვე, თავი სოფელს შევაფარე და ფოტოების გადაღება დავიწყე. როცა ქალაქში ჩავდიოდი ეს სურათები საჩურებად მიმქონდა ახლობელბისთვის. ფოტოგრაფიის საშუალებით  მათ იქაურ პეიზაჟებს ვუზიარებდი. ქალაქს სოფელი მირჩევნია, ეს ჩემს ფილმებსაც ეხება: მე უფრო მეტი ფილმი მაქვს გადაღებული ქალაქგარეთ, სოფლებში, ვიდრე ქალაქებში.
სურათების სერია“წვიმა“ ძველი იდეა იყო.  მრავალი წლის მანძილზე აღტაცებული ვუყურებდი ჩემი მანქანის საქარე მინიდან სოფლის პეიზაჟებს, წვიმის წვეთებს და მათზე არეკლილ შუქს. შევეცადე ფოტოები გადამეღო მანქანიდან, მაგრამ იმ პერიოდში ფირის კამერას ვიყენებდი და ფაქტიურად ვერ ვახერხებდი სასურველი შედეგის მიღებას.
როცა ციფრული აპარატები შემოვიდა, ვიფიქრე: ახლა შემიძლია ჩემს იდეას მივუბრუნდე.  მე შემეძლო დაბალ განათებაზე, მანქანის ტარებისას გადამეღო სურათები. ცალი ხელით რულს ვატრიალებდი, მეორეთი, კი სურათებს ვიღებდი. თუმცა ამას შეიძლება არ უნდა ვამბობდე, ამით მანქანის მართვის ცუდ მანერას ვუკეთებ რეკლამას,
ხშირად მიფიქრია, რომ  ვერ ვხედავთ რა არის ჩვენს წინაშე, სანამ მას ჩარჩოში მოქცეულს არ ვნახავთ. საქარე მინა ჩემთვის ერთგვარი ჩარჩო იყო, მე ვთიშავდი მინის საწმენდებს, რომ წვეთები არ ჩამორეცხილიყო. ყველაფერი რასაც ვხედავთ ფოტოზე - ყვითელი, ყავისფერი, მწვანე, შავი - სინათლის დამსახურებაა. წვიმის წვეთებზე არეკლილი სინათლეა, რაც ფოტოს სინატიფეს მატებს და ნიუანსებით ამდიდრებს.
რა თქმა უნდა, ციფრულ კამერებს აქვთ ისეთი ტექნიკური მხარეები, რაც მათ გამოყენებას აადვილებს და ზოგადად ისინი გმატებენ გაბედულებასაც ფოტოების გადაღებისას.
ციფრული ფოტოგრაფია, თავისი არსით უსასრულოა - ყოველი 24 ან 36 კადრის შემდეგ არ გიწევს ფირის გამოცვლა - იცი რომ, შეგიძლია უსასრულობამდე გააგრძელო. შედეგსაც იქვე ხედავ და საზღვრავ, ღირს თუ არა იდეა, რომ განავითარო, რაც არ მოგეწონება შეგიძლია შეასწორო და გააუმჯობესო. ფირით გადაღება უფრო დასაფიქრებელი და სააზროვნოა: სანამ მუშაობას დაიწყებ, დარწმუნებული უნდა იყო, რომ სწორად განსაზღვრე დრო.
ამბობენ, რომ პირველად იყო სიტყვა, მაგრამ ჩემთვის საწყისი ყოველთვის გამოსახულებაა. როცა მე ვფიქრობ საუბარზე,  ყოველთვის გამოსახულებებით ვიწყებ. და ფოტოგრაფიაში რაც მიყვარს, არის ის რომ,   ის ერთი წამის აღბეჭდვაა, ის სრულიად ეფემერულია. იღებ სურათს და მეორე წამში ყველაფერი სხვანაირადაა.

Curriculum vitae

აბას კიაროსტამი

 
დაბადების ადგილი: თეირანი, 1940 წელი.
განათლება: სახვითი ხელოვნება თეირანის უნივერსიტეტში.

კარიერა: ფილმები, Close Up (1990), A Taste of Cherry (1997) და Ten (2002). მიღებული აქვს 70-ამდე ჯილდო, 1997 წელს კანის ფესტივალზე Palme d'Or.

შთაგონება: „შუქი - ყველაზე დიდი მხატვარი და ფოტოგრაფი. ჩვენი ცხოვრების ყოველ წამს ვხედავთ სხვადასხვა გამოსახულებებს, სხვადასხვა სურათებს.“

ოცნება: „ამ ეტაპზე ფილმზე ვმუშაობ იტალიაში. როცა მასზე მუშაობას დავასრულებთ, მე ავიღებ კამერას და წავალ სასეირნოდ, გადავიღებ გორაკებს, სინათლეს.“

წყარო: http://www.guardian.co.uk/artanddesign/2009/jul/29/photography-abbas-kiarostami-best-shot

No comments:

Post a Comment