Thursday, July 12, 2012

JULY 12 - PHOTOGRAPHERS' DAY


12 ივლისი -ფოტოგრაფის დღე.
ფოტოგრაფიის მფარველის, წმინდა ვერონიკას დღე


წმინდა ვერონიკა, რომლის სახელთანაც იესო ქრისტეს ხელთუქმნელი ხატია დაკავშირებული, ერთ-ერტი პოპულარული წმინდანია ქრისტიანულ სამყაროში, თუმცა, ზოგიერთი საეკლესიო ინსტანცია და კრიტიკული მკვლევარი ვერონიკას და მასთან დაკავშრებული ლეგენდის ნამდვილობას ეჭვქვეშ აყენებს. ლეგენდის თანახმად კი, როცა გოლგოთას მთაზე მიმავალი იესო ძალაგამოცლილი ძირს დაეცა, ბრბოს ახალგაზრდა ქალი გამოეყო, მასთან მივიდა წყალი დაალევინა და სახიდან ოფლი მოწმინდა. სახლში დაბრუნებულმა ვერონიკამ აღმოაჩინა, რომ ქსოვილზე ქრისტეს სახე აღბეჭდილიყო. დროთა განმავლობაში, ეს ტილო რომში მოხვდა და ცნობილი გახდა იესოს ხელთუქმნელი ხატის სახელით.
ვარაუდობენ, რომ სახელი ვერონიკა, ლათინური გამოთქმის vera icon- დან მომდინარეობს, რაც სიტყვასიტყვით ითარგმნება, როგორც  „ნამდვილი , ჭეშმარიტი გამოსახულება“ ფოტოგრაფიის გამოგონების შემდეგ, რომის პაპის დეკრეტის თანხმად, წმინდა ვერონიკა ფოტოგრაფების მფარველად გამოცხადდა. მიუხედავად იმისა, რომ ახალი სტილით ეს დღე 25 ივლისს ემთხვევა, ფოტოგრაფები მას მაინც ძველი სტილით აღნიშნავენ, რაც ალბათ იმით არის განპირობებული, რომ ამ დღეს ჯორჯ ისტმანი, მსოფლიოში ცნობილი კომპანიის Kodak-ს დამაარსებელი დაიბადა. 
  
 მსოფლიო ფოტოგრაფიის დღე (World Photography Day) ყოველწლიურად 19 აგვისტოს აღინიშნება, რაც ფრანგი ქიმიკოსისა და გამომგონებლის ლუი ჯაკ მანდე დაგერის სახელთანაა დაკავშირებული. 1839 წლის 9 იანვარს, საფრანგეთის სამეცნიერო აკადემიამ გამოაცხადა დაგეროტიპის შექმნის პროცესის შესახებ. 1839 წლის 19 აგვიტოს, კი საფრანგეთის მთავრობამ გამოგონება გამოაცხადა, როგორც „საჩუქარი კაცობრიობისადმი.“








No comments:

Post a Comment