Tuesday, July 10, 2012

Interview with Helmut Newton(2002)


ინტერვიუ ჰელმუტ ნიუტონთან
(მაიკლ კაპლანი, Graphis, სექტ/ოქტ 2002)


ფოტოების გადაღება  Brownie box კამერით დაიწყეთ 12 წლის ასაკში. რას იღებდით?
ჩემი პირველი ფოტო რადიოს კოშკი იყო ბერლინში, რომელიც ეიფელის კოშკის მინი ვერსიაა. ის კბილის საჩიჩქნს გავს და ვთვლიდი, რომ ძალიან მაგარი რამ იყო.  შემდეგ საკუთარ თავს ვიღებდი, ჩემს ძაღლს და ჩემს მეგობარ გოგონებს.  მეგობარ გოგონებს რეგულარულად ვიღებდი. მოგვიანბით, როცა 15-16 წლის ვიყავი, ვიშოვე 200 ვატიანი პროჟექტორი, მარტივი, გლობუსის მსგავსი რამ იყო. ახლაც კი, ძალიან იშვიათად, როცა ხელოვნურ განათებას ვიყენებ, ისევ იმავე ტიპის პროჟექტორით  ვსარგებლობ.

ვინ მოახდინა თქვენზე გავლენა ადრეულ პერიოდში?

მაშინ, 30-იანი წლების ევროპაში, ყველაფერი ალექსანდრე როდჩენკოსგან მომდინარეობდა. ყველაფერი დიაგონალური იყო და მე ეს მომწონდა და დღესაც მომწონს.


გვითხარით, როგორი იყო თქვენი განვითარების გზა ადრეული პერიოდის შემდეგ.

ტექნიკური თვალსაზრისით დიდად არ შევცვლილვარ. ჰკითხეთ ჩემს ასისტენტებს და ისინი გეტყვიან, ჩემთან ძალიან ადვილია მუშაობა. მე არ ვიყენებ მძიმე აღჭურვილობას. ერთი ჩანთა მაქვს.


ანუ, თქვენ მოდელებთან საუბარს მეტ დროს უთმობთ, ვიდრე ტექნიკურ ასპექტებს?

არა, არა, არა. მე დიდ დროს მომზადებას ვუთმობ.  ბევრს ვფიქრობ იმის შესახებ, რისი გაკეთებაც მინდა. მაქვს მოსამზადებელი წიგნები, ბლოკნოტები, რომლებშიც ყველაფერს ვიწერ. წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიძლება დამავიწყდეს ჩემი იდეები.

ჩემთვის თქვენი ფოტოებიდან ძალიან გამორჩეულია სურათი, რომელზე ქალი სასტუმროში საწოლზე წევს ზურგზე უნაგირით,  ცხენის მსგავსად. როგორ გადაიღეთ ის?

 
ძალიან დაინტერესებული ვიყავი სადომაზოხიზმით. ეს სავსებით კანონიერია. ფოტო პარიზის ლამაზ სასტუმროში გადავიღე მამაკაცთა ჟურნალისთვის „Adam“, რომელსაც „Vogue“ გამოსცემდა მაშინ. ყოველთვის ვთვლიდი, რომ „ჰერმესი“ მსოფლიოს უდიდესი  სექს მაღაზია იყო, სადაც ყველაფერს იპოვიდით, მათრახებს,  უნაგირებს თუ წკეპლებს. ჩვენ მთელი  შუადღე იქ გავატარეთ და ავარჩიეთ ბევრი რამ გადაღებისთვის. როცა სასტუმროში დავბრუნდით გადავიღე ერთი გოგონა მეორეზე მოჯირითე. ამ  კონკრეტულ ფოტოზე ერთ-ერთ გოგონას კბილებით მათრახი უჭირავს. ის არაჩვეულებრივად გამოიყურებოდა, ვფიქრობ ბატონ ჰერმესს შეტევა მოუვიდოდა, ამ ფოტოს რომ ნახავდა. და არა მარტო მას - ბევრი რეკლამების შემქმნელი ხდებოდა ცუდად, როცა ხედავდნენ, რას ვუშვებოდი მათ პროდუქციას. ჩემი საყვარელი კადრია,რომელზეც ქალბატონი ბულგარის ძვირფასეულობით, ქათამს ამზადებს სატენით. რა თქმა უნდა ბულგარიმ ჩათვალა, რომ მე საშინლად მოვექეცი მის ძვირფასეულობას.

პროექტი „ჰერმესი“ ერთგვარი ჰარდკორი იქნებოდა გამომცემლობებისათვის.  ჟურნალები გზღუდავდნენ თქვენი თამამი იდეებისათვის?

მხოლოდ ფრანგული Vogue არ მზღუდავდა. ეს ჟურნალი არაჩვეულებრივი იყო, ღვთაებრივი. ჩემთვის, როგორც მოდის ფოტოგრაფისთვის, უბედნიერესი ხანა იყო ფრანგულ Vogue-ში გატარებული წლები. იქ მუშაობა 1961 წელს დავიწყე და 85-ში დავასრულე. ფული არ იყო. ლანჩზე მხოლოდ ლუდით და სენდვიჩით გვიმასპინძლდებოდნენ, ჟურნალი ვერასოდეს გვიხდიდა ბინისა  და სხვა ხარჯებისთვის. ადამიანები ყველაფერს უფასოდ გვითმობდნენ. ფირების რაოდენობა შეზღუდული იყო, მაგრამ შეუზღუდავი იყო ჩვენი შემოქმედობითობა.  მინდა გითხრათ, რომ ისინი საშუალებას გვაძლევდნენ გარეული ძაღლებივით თავისუფლად გვეხეტიალა პარიზის ქუჩებში.



და თქვენი იმ პერიოდის, 60-80-იანი წლების ფოტოებს დრომ ვერაფერი უყო. მახსენდება ვერსაჩეს ბოლო სარეკლამო კამპანიის ფოტოები, რომლებიც საოცრად გავდა თქვენსას.

ისინი შარშანდელებია და ჩემი 1975 წლის ფოტოების კოპიო გეგონებათ. ასეთ რაღაცეებთან დაკავშირებით შერეული გრძნობები მაქვს. თუ ეს კეთდება ახალგაზრდა, საინტერესო ადამიანების მიერ, ვფიქრობ ნორმალურია. მაგრამ, როცა 40 წელს გადაშორებული, დამკვიდრებული ფოტოგრაფები მბაძავენ და დიდ ფულს იღებენ, ვფიქრობ, ეს სისულელეა.

Conde Nast-თან მუშაობის პერიოდში თქვენ ახლო ურთიერთობები გქონდათ ალექსანდერ ლიბერმანთან. როგორი ადამიანი იყო ის?

ის იყო საინტერესო და შიშისმომგვრელი პიროვნება. ის ყველაზე ახლოს იყო Conde Nast-ს ღმერთთან.  როცა შემოგხედავდა და გეტყოდა : „ძვირფასო მეგობარო“, უნდა გცოდნოდა, რომ პრობლემები გქონდა. ერთხელ მაუიში ვიყავი და მისთვის საცურაო კოსტიუმების გადაღებებზე ვმუშაობდი, მთელი დღე გადაუღებლად წვიმდა. დავურეკე ალექსს და ვუთხარი, რომ საშინელი ამინდი იყო. მან მიპასუხა: „ჰელმუტ, მე ამინდი არ მაინტერესებს, მე მხოლოდ სურათები მაინტერესებს და მათ გარეშე არ დაბრუნდე ნიუ იორკში.“ ასე მომახალა და მართალიც იყო. შინ  არც თუ  ურიგო ფოტოებით დავბრუნდი. ეს გაკვეთილი არასოდეს დამავიწყდება.



რას ფიქრობთ  ახალ გრაფიკულ ჟურნალებზე, როგორიცაა Purple და Tank. ისინი იგივე როლს ასრულობენ, რასაც ფრანგული Vogue ოდესღაც,  მინიმუმ უახლესი მოდის ფოტოგრაფიის თვალსაზრისით.

ვფიქრობ, ისინი ძალიან კარგი ჟურნალებია ახალბედა ფოტოგრაფებისთვი. ისინი ხშირად მთხოვენ მათთვის გადავიღო, მაგრამ მე უარს ვამბობ. ვფიქრობ, ჩემნაირმა ძველმა ფოტოგრაფებმა არ უნდა წაართვან, გვერდები ახალგაზრდებს, რომელთაც ასე სჭირდებათ ექსპოზიცია. მე ვმუშაობ ამერიკული Vogue, The New Yorker Vanity Fair -თვის. ესენი საჩემო გამომცემლობებია.

სარედაქციო და სარეკლამო სამუშაობის გარდა, თქვენ კერძო დაკვეთბიც გაქვთ.  რა არის საჭირო, იმისთვის, რომ ჰელმუტ ნიუტონი დაიქირავო ფოტოების გადასაღებად?

ჰმ... საჭიროა გარკვეული თანხა. და მე პიროვნების ფოტოები წინასწარ უნდა ვნახო, თუ  არ მომეწონა მისი გარეგნობა, არ გადავიღებ. იგივე ეხება სარედაქციო სამუშაოსაც. მე ხშირად ვიღებდი ახალგაზრდა მსახიობებს ჰოლივუდში, სადაც ჩვეულებრივ ზამთრებს ვატარებდი. მაგრამ  უარი ვთქვი ეს საქმე წლების მანძილზე მეკეთებინა. მე არ მეყოლება PR ქალი, რომელიც ჩემი მხრების უკან დადგება,  ამაზე ზედმეტია საუბარი.  ჰოლოვუდში ძირითადად  ნაცნობ მამაკაცებს და მსახიობ ქალებს ვიღებ. ახალგაზრდა მსახიობები მოსაწყენები არიან თუ ძალიან არ ბრწყინავენ ნიჭით.  მაგრამ ძალიან მიყვარს სიგურნი უივერი, მე ის ბევრჯერ გადავიღე.  



 კარლ ლეგერფელდზე წიგნიც გავაკეთე. წლების მანძილზე ვიღებდი პალომა პიკასოს. მომწონს იმ ადამიანების გადაღება, რომლებიც მიყვარს, რომლებიც ჩემს აღტაცებას იწვევენ, განსაკუთრებით არაცნობილების.  ჩემი ბოლო არაპოპულარული მოდელი იყო ექსტრემალური მემარჯვენე ფრანგი პოლიტიკოსი ჟან-მარი ლე პენი. მაშნაც კი, თუ მე სიმპატიით არ ვარ განწყობილი პიროვნების მიმართ, მე ის უნდა მიყვარდეს,  როცა პორტრეტს ვუღებ. ლე პენი მაღმერთებდა,(ყოველ შემთხვევაში იქამდე, სანამ მისი ფოტო ჰიტლერის გვერდით არ დაბეჭდეს Le Monde-ში.) და ჩვენ ძალიან კარგად ვეწყობოდით ერთმანეთს.



და რა ხდება როცა მოდას იღებთ? არის მოდელის განსაკუთრებული ტიპი, როგორსაც ეძებთ?

მომწონს გოგონები, რომლებიც იწყებენ კარიერას. ისინი არ არიან ფორმირებულები, მათ არ აქვთ რუტინა. მათ არ უპოზირიათ კამერის წინ.

მიუხედავად იმისა, რომ თქვენ ცნობილი ხართ შავ-თეთრი ფოტოგრაფიით, ფერად ფოტოებსაც იღებთ. მოგვიყევით ამის შესახებ.

თავიდან ფერადი ფოტოგრაფია მძულდა,  ვერ ვიტანდი ტრანსპარანტული ფირებს. ფერად ფოტოებს ისე ვიღებდი არც კი ვინტერესდებოდი, რომელი ფირი იდო აპარატში, განსხვავებას ვერ ვხედავდი. მაგრამ  როცა ფირი  ნეგატივის გამოყენება დავიწყე, ფერადი ფოტოები ძალიან მომეწონა. ხანდახან ერთდაიმავე კადრს  ორივენაირად ვიღებ და გვერდიგვერს ვკიდებ გამოფენაზე. ეს ძალიან საინტერესოა.

საბოლოო ჯამში, როგორ წყვეტთ, რომელი უკეთესია?

მაგალითად, მე გავაკეთე სერია „Domestic Nudes“  ფოტოები ჰოლივუდში გადავიღე რამოდენიმე წლის წინ, ყველა ეზოებში, სახლებში და სასტუმროებში. მთელი სერია შავ-თეთრი იყო, ამიტომ როცა მორიგი ქალის გადასაღებად წავედი თან მხოლოდ შავ-თეთრი ფირი მქონდა.  მას მოწითალო თმა ჰქონდა და ძალაინ ლამაზი იყო.  შემდეგ მან ტანსაცმელი გაიხადა და ცეცხლისფერი წითელი თმები მისი სქესისთვის დამახასიათებელ ადგილზეც გამოჩნდა. ,. „რა სულელი ვარ, თან მხოლოდ შავ-თეთრი ფირი მაქვს“ - ვიფიქრე მე. გოგომას ვკითხე იქნებ შემთხვევით ფერადი ფირი ქონოდა სახლში. „სადღაც უნდა იყოს ძცელი ფირე, მგონი.“ - მიპასუხა მანსამზარეულოში მართლაც ვნახეთ, ძველი, ვადაგასული ფირი, მზეზე გამომცხვარი თუ სუპში მოხარშული არა. საბოლოო  ჯამში,  ფერები ცოტა გახუნებული იყო, მაგრამ ეს უკეთესიც,  კი გამოვიდა. 

 











რის გადმოცემას ცდილობთ ქალების საშუალებით?

არაფრის გადმოცემას არ ვცდილობ, მაგრამ ეს კარგი თემაა.  ჩემზე დიდ გავლენას ახდენს მსახიობები ფილმებიდან და ლიტერატურა კიდევ სხვა გავლენაა. თავიდან ადამინები ჩემს ფოტოებს სექს სიმბოლოებს და მსგავს სისულელეს ეძახდა. რა თქმა უნდა, მე მიყვარს ქალები, წინააღმდეგ შემთხვევაში მე არ გავატარებდი ამხელა დროს მათ გადაღებაში და ჰომოსექსუალისტი ვიქნებოდი.

თქვენ ძალიან ბევრს იღებთ სასტუმროებში.  რით გიზიდავთ სასტუმროს ნომრები?

ეს იმიტომ რომ მე არ მიყვარს თეთრი ქაღალდის ფონები.  ქალი არ  ცხოვრობს თეთრი ქაღალდის ფონზე. ის ცხოვრობს ქუჩაში, დადის ავტომობილით, სასტუმროს ნომრებში ჩერდება.  ძალიან მომწონს სასტუმროს ოთახების განათება. მე არ მიყვარს სტრობები, გარდა ამისა ნომერში გემსახურებიან.  სტუდიას ყველაფერი სჯობს.  თანაც მე მომწონს, როცა გარკვეულ ნივთებს ვხედავ ფოტოზე: ელეკტრო ჩამრთველებს, მავთულებს,ტელეფონებს, ტელევიზორებს.



ეს თქვენი ესთეტიკის ნაწილია.

მე არ მაქვს ესთეტიკა.

მაგრამ თქვენი ფოტოები ძალიან კარგად დაგეგმილს გავს.

როცა აპარატს ვუმიზნებ, დიდად არ ვფიქრობ  გეგმაზე.  და მე მონტე კარლოში ვცხოვრობ. ეს არ არის ესთეტიური ადგილი, მაგამ მე აქ ძალიან ბედნიერი ვარ. განათება დიდებულია, ბევრი მზე და არავითარი გადასახადები. ძალიან მიყვარს პარიზი, იქ 27 წელი ვციხოვრე და ვიხადე საშინლად ბევრი გადასახადი, შემდეგ, როცა გარკვეულ ასაკს მივაღწიე, აღარ მინდოდა ამდენი მეხარჯა რეკლამებზე და 70% მთავრობისთვის მეხადა. ამიტომ იქედან წამოვედი. ახლა ზღვასთან ვცხოვრობთ, მიყვარს ზღვა.

კვირის ბოლოს (2001 წლის დეკემბერი) თქვენი შოუ იხსნება Mary Boone Gallery-ში. მას თქვენ „სექსი და პეიზაჟები“  (Sex and Landscapes) უწოდეთ. ვფიქრობ, პეიზაჟებისთვის თქვენი შთაგონება მონტე კარლო და მისი სანაპირო ზოლი გახდა.

ეს წლების მანძილზე მოხდა. უამრავი ზღვის პეიზაჟია, მაგრამ ასევე თვითმფრინავიდან ფოკუსირებულები, აფრენისას, დაშვებისას და ჩრდილები. ამ ნამუშევრების ჩვენება მანამდეც მინდოდა, მაგრამ ჩემმა წინა არტ დილერმა მითხრა, რომ არავინ მოისურვებდა მსგავსი რამის ყიდვას. მე მის შეხედულებას არ ვენდე და ჩემს ძველ მეგობარს სიმონ დე ბურის მივმართე, რომელიც მნიშვნელოვანი ფიგურაა თანამედროვე ხელოვნებაში და რომელსაც ყოველთვის მოსწონდა ეს ნამუშევრები. მინდოდა ეს პეიზაჟები გამომეფინა. ვფიქრობ, ისინი საკმაოდ საინტერესოა.




ვხედავ, დილერები მიდიოდნენ და ოდიოდნენ, ერთადერთი, ვინც თქვენთან მუდმივად იყო, თქვენი მეუღლე ჯუნია. 53 წელია თქვენ ერთად ხართ და ის გახდა  კლასიკური ნიუტონის ფოტოს თემა. იმას ვგულისხმობ, რომელზეც ის მაგიდასთან ზის, პერანგს იხსნის და მკერდს აჩვენებს.  როგორ გადაიღეთ ეს ფოტო?

სამზარეულოს მაგიდასთან ვისხედით. მან ის-ის იყო დაასრულა სადილის მომზადება. ჯუნი წინ გადმოიხარა და მას შესანიშნავი მკერდი აქვს. ,ე ჩემს 35მმ-იან აპარატს დავწვდი და ვუთხარი: „გაიხსენი პერანგი.“  ეს სადილის დროს გადაღებული ფოტოა.



თქვენი ყველაზე ცნობილი ბოლო პროექტია „Sumo“ , თქვენი ფოტოების უზარმაზარი წიგნი, რომელიც იმხელაა, რომ საკუთარი მაგიდით იყიდება, რომელიც ფილიპ სტარკმა შექმნა. ეს თქვენი იდეა იყო?

ეს ბენედიქტ ტაშენის იდეა იყო. ჩვენ ჰოლივუდში შევხვდით და მან მე და ჯუნს გვთხოვა ვწვეოდით მას სასტუმროში, რადგან სურდა რაღაც ეჩვენებინა. ის ძალიან თეატრალური პიროვნება იყო. მის ოთახში რაღაც დიდი, ყავისფერ ქაღალდში შეფუთული პაკეტი იყო. მან ქაღალდი შემოახია და იქ სუმოს მაკეტი იყო, ფილიპ სტარკის მაგიდაზე დადებული. რვა გვერდი შევსებული იყო და ბენედიქტი ძალაინ ჭკვიანურად არჩევდა იმ ფურცლებს, რომლებიც უნდა ეჩვენებინა. მან მითხრა: „მინდა ასეთი წიგნი გააკეთოდ.“ ერთ-ერთი სურათი ჯუნის იყო, სასადილო მაგიდასთან, გახსნილი პერანგით. თავიდან ვმერყეობდი. ეს ისეთი საქმეა, თუ კარგი არ გამოვიდა ძალიან პრეტენზიული ჩანხარ. ცოტა შევშინდი, მაგრამ გადავწყვიტე  ერთი წელი გამეტარებინა ამ წიგნზე მუშაობაში ჯუნთან და ჩემს გუნდთან ერთად, როგორც არტ დირექტორს.

სუმოს გარეკანზე არის ერთ-ერთი თქვენი  Big Nudes ფოტოებიდან, ერთ-ერთი იმ მცირე რაოდენობიდან, რომელიც თქვენ უხილავ თათრ ფონზე გადაიღეთ. ადრე თქვენ აღნიშნეთ, რომ არ მოგწონთ სტუდიის სტერილურობა და  ერთსახოვნება. დარას იტყვით ამ ფოტოებზე?

ეს ფოტოები ბადერ მაინჰოფის ბანდამ(Bader Meinhoff Gang) შთამაგონა გერმანიაში. პოლიციას ქონდა ბანდის წევრების რეალური ზომის ფოტოები, რა თქმა უნდა ჩაცმულების. მე ისინი გაზეთში ვნახე, ამოვჭერი  და ასე გაჩნდა სერიის იდეა. მიუხედავად იმისა, რომ სურათებს სხვადასხვა ქალაქებში ვიღებდი, ვიყენებდი თეთრ ფონს. სერია რომ გამეერთიანებინა, ვიყენებდი მხოლოდ  ერთი სტრობის განათებას, ხან მარჯვნიდან, ხან მარცხენა მხრიდან და ვცდილობდი, განათება, რაც შეიძლება მარტივი ყოპილიყო. ისინი პასპორტის ფოტოების მსგავსი უნდა ყოფილიყო.

არის ისეთი თანამედროვე მოდის ფოტოგრაფი, რომელიც თქვენ მოგწონთ?

კი, არიან. დევიდ ლაშაპელს კარგი იუმორის გრძნობა აქვს და კომპიუტერსაც ძალიან გონივრულად იყენებს. მე ყოველთვის მეცინება, მის ფოტოებზე. მისგან განსხვავებით, მე არასოდეს ვიყენებ კომპიუტერს, მაშინაც კი, როცა კოლაჟებს ვაკეთებ, მხოლოდ მაკრატელი და წებოა ჩემი იარაღები. და როგროც კი, ნეგატივი მჟღავნდება, ის იბეჭდება  ჩვეულებრივ სრული კადრი. სხვა შემთხვევაში, ვისაც არ უნდა გაეკეთებინა Diesel-ს კომპანია, ის  დიდებული იქნებოდა.... რაც შეეხება ტერი რიჩარდსონს, მას საინტერესო ხელწერა აქვს. ის ბობ რიჩარდსონის შვილია, რომელმაც არაჩვეულებრივი სამუშაო შეასრულა ფრანგული ვოგისთვის სამოციან წლებში.

თქვენი მოდის ფოტოები სექსუალურობით დამუხტულია. მაგრამ ტანსაცმელი თავის როლს მაინც  თამშობს.  დღვანდელ მოდის ბევრ  ფოტოში კი, ტანსაცმელი თითქოს შემთხვევითია. რას ფიქრობთ ამაზე?

ეს არ არის სწორი. როცა მოდის ფოტოგრაფიას ქმნი, რაღაც უნდა აჩვენო. ვფიქრობ, დღეს ბევრი ამას ვერ ახერხებს. გინდა , რომ ფოტო დამაჯერებელი იყოს, მაგრამ ასევე უნდა აჩვენო დიზაინიც. მე მიყვარს , როცა ორივე გამოწვევას ვუმკლავდები. არ ვიცი, იქნებ,  მე ერთი ძველმოდური ბიჭი ვარ.

წყარო: http://www.americansuburbx.com/2010/08/interview-interview-with-helmut-newton-2002-2.html















  








No comments:

Post a Comment