Saturday, July 28, 2012

ბესო ჩანგელიას საუკეთესო კადრი


                 ბესო ჩანგელიას საუკეთესო კადრი




ჩემი თეატრში მუშაობის დროს არაერთ სახელოვან პიროვნებას შევხვედრივარ. რამდენიმე მათგანთან დღემდე ვმეგობრობ, როგორც ქუთაისელ , ასევე თბილისელ თეატრალებთან, რომლებიც გასტროლებზე საკმაოდ ხშირად სტუმრობდნენ ჩვენს ქალაქს. სამწუხაროდ, ზოგიერთები დღეს ჩვენს გვერდით აღარ არიან.
ეს ფოტო რუსთაველის თეატრის გასტროლის დროს გადავიღე. მათ არაჩვეულებრივი სპექტაკლი „მოხუცი ჯამბაზები“ წარმოადგინეს, რომელიც გოჩა კაპანაძის რეჟისორობით დაიდგა.  მონაწილეობდნენ ქართული თეატრის ყველაზე თვალსაჩინო წარმომადგენლები: კახი კავსაძე, გურამ საღარაძე, მედეა ჩახავა, ზაზა ლებანიძე, ჯემალ ღაღანიძე, მარინა ჯანაშია და მარინა კახიანი.  ყველა მათგანს პირადად ვიცნობდი, მაგრამ ბატონ კახი კავსაძესა და ბატონ ჯემალ ღაღანიძეს ჩემს პირად მეგობრებად ვთვლი. ბატონის კახის სცენაზე ნახვა და მით უმეტეს მისი გადაღება დიდი ბედნიერებაა.  ნამდვილად შემიძლია ვთქვა, რომ როგორც მაყურებელს და როგორც ფოტოგრაფს ძალიან გამიმართლა. ამ სპექტაკლზე გადაღებული კადრები ჩემთვის  ძალიან ძვირფასია, ეს პორტრეტი , კი განსაკუთრებით საყვარელი.
                ერთს დავამატებდი,  ჩემი აზრით, ფოტოგრაფია შეჩერებული წამია და ფოტოგრაფი, კი  არის ის, ვინც ამ წამს სამუდამოდ რეალობად აქცევს და შეძლებს მის საუკეთესოდ აღბეჭდვას.



Curriculum vitae

 ბესო ჩანგელია

 დაბადების ადგილი:   ქალაქი ზუგდიდი, 26.11.1969 წელი

განათლება: მოსკოვის ხელოვნების უნივერსიტეტი.
(დაუსწრებელი ფაკულტეტი)

შთაგონება:  თეატრი, ქალაქი და მისი სიძველეები.

წარუმატებლობა:  რიგი პრობლემების გამო თეატრიდან წამოსვლა 2004 წელს.

წარმატება:  ჩემი პროფესიის გამო სახელოვან ადამიანებთან ურთერთობა.

სასარგებლო რჩევა:  ყველას, დამწყებსაც და პროფესიონალსაც ვურჩევ დააფასოს საკუთარი შრომა, მით უმეტეს ქუთაისში.

ოცნება:  მინდა ქუთაისში პროფესიონალური ფოტო სტუდია დავაარსო და გარშემო თავისი საქმის მცოდნე ადამიანები შემოვიკრიბო.

No comments:

Post a Comment