Saturday, June 2, 2012

Vanessa Winship's best shot


                 ვანესა უინშიპის საუკეთესო კადრი




არ ვიცი რატომ, მაგრამ ამ ორმა გოგონამ ძალიან ამაღელვა. ეს ფოტო სკოლის ეზოში გადავიღე ყარსში, სომხეთის საზღვართან ახლოს, აღმოსავლეთ თურქეთში, გასულ ზაფხულს.  სტამბულში ხუთი წელი ვცხოვრობდი და ქვეყანას საკმაოდ კარგად ვიცნობდი, მაგრამ ამ პროექტის გადაღება, მაშინ დავიწყე, როცა სამშობლოში დაბრუნება გადავწყვიტე. ეს ჩემთვის, როგორც ფოტოგრაფისთვის, გადამწყვეტი მომენტს წარმოადგენს.
მე ძალიან ფორმალურ კამერას ვიყენებდი და როცა გადასაღებად მივდიოდი,ყველა ძალიან მშვიდად იყო. მაგრამ გადაღებამდე რამდენიმე წუთით ადრე და გადაღების შემდეგ ნამდვილი ორომტრიალი იყო. ბიჭები გარშემო დახტოდნენ და აინტერესებდათ რატომ მათ არ ვიღებდი. ეს გოგონები არ არიან მდიდარი ოჯახებიდან. ტრადიციულად, გოგონები თურქეთის პერიფერიულ ნაწილებში სკოლაში არ დადიან. მინდოდა, მათთვის მეგრძნობინებინა, რომ მნიშვნელოვნები არიან.
დაგეგმილი მქონდა ვწვეოდი სხვადასხვა სოფლის სკოლებს. ეს პირველი იყო. მე,  7-11 წლამდე გოგონებს ვთხოვდი მოსულიყვნენ დებთან ან მეგობრებთან ერთად. ისინი ძალიან დაინტერესებულები და აღელვებულები იყვნენ, უამრავ კითხვას მისვამდნენ, აინტერესებდათ ვინ ვიყავი და ხშირად მეუბნებოდნენ ასეთ რამეებს: „რა კარგად გამოიყურები“ ან „ რა კარგი თმები გაქვს.“ 
ჩვენ ძალიან ცოტა ხანს ვიყავით ერთად. შეიძლება ასე იმიტომ ამაღელვეს, რომ ასეთი გამოუცდელები იყვნენ. ისინი საერთოდ არ პოზირებდნენ და ეს ძალინ იშვიათია. ჩემთვის ისინი უმწიკლოების ხორცშესხმაა.


Curriculum vitae

 ვანესა უინშიპი


დაბადების ადგილი: ლინკოლნშირი,1960 წელი

განათლება: სამაგისტრო დიპლომი ფოტოჟურნალისტიკაში, ვესტმინსტერის უნივერსიტეტი. თუმცა ჩავიჭერი.

შთაგონება: „რობერტ ფრანკი და იოზეფ კოუდელკა. ასევე თანამედროვე ფოტოგრაფები  ჰელენ ვან მეენე და პოლ გრეჰემი.

უმაღლესი წერტილი : „წიგნების შექმნა ჩემი ნამდვილი სიყვარულია.“

მარცხი: „ასობით - მაგრამ დროა წუწუნი შევწყვიტო.“

მძულს : „როცა მითითებენ რა გავაკეთო. ფოტოგრაფი იმიტომ არ გავმხდარვარ, რომ ვინმემ  მიკარნახოს, რა მიაჩნია, რომ მე უნდა ვთქვა.“ 

წყარო: http://www.guardian.co.uk/artanddesign/2009/feb/26/vanessa-winship-best-shot#

No comments:

Post a Comment