Sunday, June 3, 2012

Vanessa Winship: "Georgia"


ვანესა უინშიპი: "საქართველო"


 Georgia, like so many places with a sense of an ancient past, was a place that seemed to be in love with its own idea of self. It is a place where people seem comfortable in celebrating their good fortune at the lush beauty of the land they, by chance, inhabit. The density of texture of the forests and mountains at first sight transport you to a reality that might have been created by some alchemist’s brew. It is the same with the features of the people who occupy this place, faces ancient and distinct, somehow complete.” — Vanessa Winship
 
"საქართველო, როგორც  ბევრი სხვა ქვეყანა, უძველესი წარსულის განცდით, იყო ადგილი, რომელიც სჩანდა, რომ  საკუთარი თავის იდეაზეა შეყვარებული. აქ, ადამიანები თითქოს, სიამოვნებას განიცდიან, იზეიმონ  თავიანთი კარგი იღბალი, იმ ნაყოფიერი, ლამაზი მიწის გამო, რომელზეც  ისინი შემთხვევით ბინადრობენ. ამ ტყეების სიხშირე და მთების ფაქტურა ერთი ნახვით გადაგიყვანთ რეალობაში, რომელიც ალბათ ალქიმიკოსებმა შექმნეს თავიანთი ჯადოქრობით. იგივე შეიძლება ითქვას ადამიანებზეც, რომლებიც აქ ცხოვრობენ, მათ სახეები უძველესი და სხვებისგან გამორჩეულია, როგორღაც სრულყოფილი."  -  ვანესა უინშიპი



  
 
სამოთხის პატარა ნაწილი, საქართველო.
ადგილი, სადაც მე ვიღაც მაცნისგან ვყიდულობ  მარცვლებს ჩემი წარმოსახვისათვის.
აქ, ისინი პაწაწინა, ძველი მუსიკალური ხელნაწერის ნაფლეთებში შეფუთული იყიდება.
ყველგან, ქუჩებში მე ვხედავ ამ წარმოსახვების ნარჩენებს,
სანამ ქარი ან წვიმა არ წაიღებს სადღაც შორს.
ეს რათქმა უნდა მზესუმზირის ცარიელი ჩენჩოებია, რომლებსაც მოხუცი ქალები ყიდიან ქუჩებში, და რომელიც მთელ რეგიონში ვაჭრობის მთავარი საგანია.
საქართველოში, პირველად 2003 წელს ჩავედი, დიდი დრო არ იყო გასული ეგრეთ- წოდებული ვარდების რევოლუციისგან.
მე იქ არ ჩავსულვარ რევოლუციის გადასაღებად, როგორც ასეთი.  მე იქ სხვა კონტექსტში აღმოვჩნდი.
მე ვიყავი ფოტოგრაფიასთან დიალოგისა და თხრობის გზაზე.
საქართველო, როგორც სხვა ბევრი ქვეყანა უძველესი წარსულის განცდით, იყო ადგილი, რომელიც სჩანდა, რომ  საკუთარი თავის იდეაზეა შეყვარებული.
აქ, ადამიანები, თითქოს, სიამოვნებას განიცდიან იზეიმონ  თავიანთი კარგი იღბალი, იმ ნაყოფიერი, ლამაზი მიწის გამო, რომელზეც  ისინი შემთხვევით ბინადრობენ.
ამ ტყეების სიხშირე და მთების ფაქტურა ერთი ნახვით გადაგიყვანთ რეალობაში, რომელიც ალბათ ალქიმიკოსებმა შექმნეს თავიანთი ჯადოქრობით.
იგივე შეიძლება ითქვას ადამიანებზეც, რომლებიც აქ ცხოვრობენ, მათ სახეები უძველესი და სხვებისგან გამორჩეულია, როგორღაც სრულყოფილი.
ხშირად საკუთარი თავის გამოსახულების ასახვასთან დაპირისპირებულნი; უძველესი ეკლესიებისა და ტაძრების კედლებიდან დაწყებული, პეიზაჟში აღმართულ საყვარელი ადამიანების რეალური ზომის პორტრეტებამით დამთავრებული, რომლებიც მხატვარ ხელოსანთა მიერ არის შესრულებული სიცოცხლის უკვდავსაყოფად.
როცა ამ სახეებს ვუყურებ ხატებსა და სურათებზე, ვხედავ ორივეს, აღმოსავლურ და დასავლურ ტიპაჟებს.  დროის ულმობლობის გაცნობიერბით შექმნილი მდიდარი, მუქი ფერები,  არ ხუნდებიან.
ყოველი შესაძლებლობისთანავე  მიწვევენ, რომ განვიცადო ის გამოხატულება, თუ რა გადაწყვიტეს ამ ადმაინებმა, ვინ და როგორები არიან.
ცეკვით, სიმღერით, ფიზიკური სიმარდით, უხვად გაწყობილ მაგიდებთან მოთხრობილი ისტორიებით, რომელსაც ყველას უზიარებენ, ვინც მოსმენას ისურვებს.
გადმოცემულია ბუნებრივად, სიამოვნებითა და კეთილგანწყობით.
რა თმქა უნდა, ერთგვარი ფანტაზიით.
მაგრამ, არის რაღაც მელონქოლია, დაუცველობა, რაც უპირობოდ მოდის წინააღმდეგობაში ამ სიუხვესთან.
ეს არის ადგილი, რომელიც ფაქტიურად ინგრევა ამ შეუქცევადი რომანტიზმის სიმძიმით.
საქართველოში 2008 წელს დავბრუნდი, თავის ძლიერ მეზობელთან ომის შემდეგ.
ჩემი მეგობრები ძალიან გამოფიტულები დამხვდნენ, მაგრამ გაცილებით უფრო ცოცხლები, ისეთი სიცოცხლით სავსენი, როგორიც მხოლოდ სიკვდილთან ახლოს მდგომი ადამიანი შეიძლება იყოს.
2009 წელს, ზაფხულის მიწურულს ისევ დავბრუნდი, ამ კონფლიქტიდან წელიწადზე ცოტათი ნაკლები იყო გასული.
მინდოდა, მომეძებნა ისეთი ადამიანები, რომლებიც, ვთვლიდი, რომ საუკეთესოდ წარმოაჩენდნენ ამ კოლექტიური წარმოსახვის არსს, ორივეს, მათსაც და ჩემს საკუთარსაც.
მე ავარჩიე მოცეკვავეები, მომლოცველები, ქორწილების სტუმრები და ახალგაზრდა ძიუდოს მოთამაშეები.
ეს სამუშაო დასრულებული არაა. მე კიდევ დავამატებ ამ პორტრეტებს ადამინების სახეებს, ამ მიწის პორტრეტების სერიას, მიწისა, რომელიც ასე ახლოს დგას მათი მონათხრობი ისტორიების დასაბამთან.

წყარო: http://www.vanessawinship.com/












 

























No comments:

Post a Comment