Thursday, June 7, 2012

Taryn Simon - The Innocents


         ტარინ საიმონი "უდანაშაულონი"

 ტარინ საიმონი ტანამედროვე ამერიკელი ფოტოგრაფია. ის 1975 წელს დაიბადა ნიუ იორკში. მან ბრაუნის უნივერსიტეტი (Brown University) დაამთავრა და  გუგენჰეიმის პრემიის მფლობელიც გახდა. მისი ფოტოები და წერილები იბეჭდება ისეთ გამოცემემბში როგორიცაა:



პროექტი „უდანაშაულონი“ (The Innocents) არის დოკუმენტური ისტორია ადამიანებზე, რომელთაც სასჯელი იმ ძალადობრივი დანაშაულების გამო მოიხადეს, რომელიც არასოდეს ჩაუდენიათ. საქმე ეხება, ფოტოგრაფიის, როგორც სარწმუნო თვითმხილველისა და სასამართლო  არბიტრის ფუნქციას.
არასწორი ბრალდების ძირითადი მიზეზი მცდარი იდენტიფიკაცია იყო. მსხვერპლმა ან თვითმხილველმა უნდა ამოიცნოს ეჭვმიტანილი სამართალდამცავების მიერ მიწოდებული ფოტოს ან შედგენილი სურათის საფუძველზე. ეს პროცედურა ეყრდნობა ზუსტი ვიზუალური მეხსიერების სავარაუდო იდეას. მაგრამ,  სკეჩების, პოლაროიდების და შედგენილი ფოტოების ნახვის შემდეგ თვთმხილველის მეხსიერება შეიძლება შეიცვალოს. ამ საქმეების ისტორიაში ფოტოგრაფიამ მიაწოდა სისხლის სამართალს იარაღი, რამაც ეს უდანაშაულო მოქალაქეები დამნაშავეებად აქცია. ფოტოები დაეხმარა ოფიცრებს მოეპოვებინათ თვითმხილველთა იდენტიფიკაციები და დაეხმარა  ბრალმდებლებს გამოეტანათ განაჩენი.
ტარინ საიმონმა გადაიღო ეს ადამიანები იმ ადგილებზე, რომლებმაც განსაკუთრებული მნიშვნელობა იქონიეს მათ არასწორ განაჩენზე: არასწორი იდენტიფიკაციის სცენები, დაპატიმრების ადგილი, დანაშაულის ადგილი ან ალიბის ადგილები. ყველა ამ ადგილს ურთიერთგამომრიცხავი მნიშვნელობა ჰქონდა სუბიექტებისთვის. დაკავების ადგილი აღნიშნავს ფიქციაზე დაყარებული რეალობის საწყის წერტილს. დანაშაულის ადგილი ერთდროულად დაუსაბუთებელი და გადამწყვეტია: ეს არის ადგილი, სადაც ისინი არასოდეს ყოფილან, მაგრამ რომელმაც სამუდამოდ შეცვალა მათი ცხოვრება. ამ ფოტოებით საიმონი უპირისპირდება ფოტოგრაფიის უნარს ერთმანეთში არიოს სიმართლე და ფიქცია. ორაზროვნება, რომელსაც მძიმე და სასიკვდილო შედეგებიც, კი შეიძლება მოყვეს.



პირი: ჩარლზ ირვინ ფეინი
დანაშაულის ადგილი: სნეიკ რივერი, მელბა, იდაჰო
ისტორია:  მიესაჯა სასიკვდილო განაჩენი გატაცების, გაუპატიურებისა და მკვლელობისთვის 2002 წელს. პატიმრობაში გაატარა 18 წელი.



 პირი:  ლარი მაიზი
დაკავების ადგილი: სასტუმრო „The Royal Inn“ გერი, ინდიანა.
პოლიციამ მაიზი მატრასებს შორის დამალული იპოვა ამ ოთახში.
ისტორია:  მიესაჯა  80 წლიანი პატიმრობა, გაუპატიურების, ძარცვისა და უკანონო, ნორმიდან გადახრილი ქცევის გამო 2002 წელს. პატიმრობაში გაატარა 18,5 წელი.


 
 პირი: ფრედერიკ დაიე
დანაშაულის ადგილი:  American Legion Post 310, სან დიეგო, კალიფორნია. სადაც 13-მა მოწმემ „ნახა“ დაიე
ისტორია:  მიესაჯა სამუდამო პატიმრობა გაუპატიურების, ბავშვების გატაცებისა და მანქანების ქურდობისათვის. პატიმრობაში გაატარა 10 წელი.



  პირი: ტროი ვები
დანაშაულის ადგილი: პაინსი, ვირჯინია ბიჩი, ვირჯინია.
ისტორია: მიესაჯა 47 წელი გატაცების, გაუპატიურების დაძარცვისათვის 2002 წელს. პატიმრობაში გაატარა 7 წელი.


 პირი:  ტიმ დურჰემი
ალიბის ადგილი: სროლა ტირში, ტულსა ოკლაჰამა. 11 მოწმემ ნახა ტიმი ტირში სროლაში შეჯიბრზე დანაშაულის მოხდომის დროს.
 ისტორია: მიესაჯა 3220 წელი გაუპატიურებისა და ძარცვისათვის 2002 წელს. პატიმრობაში გაატარა 3.5 წელი.


პირი: რონალდ ჯონსი
დაკავების ადგილი: საუტ-საიდი, ჩიკაგო, ილინოიზა.
ისტორია: მიესაჯა სასიკვდილო განაჩენი მკვლელობისა და გაუპატიურებისათვის. პატიმრობაში გაატარა 8 წელი.



პირი:  უილიამ გრეგორი
ადგილი:  Wick's Parlor, ლუივილი, კენტუკი. ფოტოზე არის საცოლესთნ ერთად, რომელთანაც შეხვედრა ჰქონდა დანიშნული დაპატიმრების დღეს.
ისტორია: მიესაჯა 70 წელი გაუპატიურებისა და ყაჩაღობისთვის. პატიმრობაში გაატარა 7 წელი.




 პირი: კალვინ უაშინტონი
ადგილი: მოტელი C&E, ოთახი ნომერი: 24, უეიკო, ტეხასი, სადაც ინფორმატორი ირწმუნებოდა, რომ გაიგონა უაშინტონის აღიარება.
ისტორია: მიესაჯა სამუდამო პატიმრობა სამართალ დამცავის განზრახ მკვლელობისათვის 2002 წელს. პატიმრობაში გაატარა 13 წელი.



 პირი:  ლარი იანგბლადი
ალიბის ადგილი: ტუსონი, არიზონა
ისტორია: მიესაჯა 10.5 წელი სექსუალური ძალადობის და ბავშვებზე თვდასხმისათვის. პატიმრობაში გაატარა 8 წელი, სანამ მისმა მეგობარმა ქალბატონმა ვერ შეძლო დაემტკიცებინა, რომ დანაშაულის ჩადენის დროს ისინი ერთად იყვენენ და ფოტოგრაფმა სურათები გადაუღოთ.




პირი: რონ უილიამსონი
ადგილი: ბეიზბოლის მოედანი, ნორმანი, ოკლაჰამა. უილიამსონს Oakland Athletics -ი ავარჯიშებდ, სანამ სასიკვდილო  განაჩენს გამოუტანდნენ.
ისტორია:  პირველი ხარისხის მკვლელობისთვის პატიმრობაში გაატარა 11 წელი.



  პირი: კლაიდ ჩარლზი
ადგილი: ტერებონის სისხლის სამართლის კომპლექსური დაწესებულება, ლუიზიანაში, სადაც ახლა დაკავებულია კლაიდის ძმა, მარლო. კლაიდი აქ იმყოფებოდა და იყო ბრალდებული იგივე დანაშაულის ჩადენაში.
  ისტორია: მიესაჯა სამუდამო პატიმრობა დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი გაუპატიურებისათვის. პატიმრობაში გაატარა 17 წელი.





 პირი: ჯეფრი პირსი
ადგილი: ტბა ჰურონი, პორტ ჰურონი, მიჩიგანი
ისტორია: მიესაჯა 65 წლიანი პატიმრობა  გაუპატიურებისა და ძარცვისათვის 2002 წელს. პატიმრობაში გაატარა 15 წელი.



წყარო:  http://tarynsimon.com/works_innocents.php


No comments:

Post a Comment