Saturday, June 23, 2012

Pietro Masturzo's best shot


პიეტრო მასტურცოს საუკეთესო კადრი


                     ეს ფოტო თეირანში გადავიღე გასულ წელს, საპრეზიდენტო არჩევენების შემდეგ.  ეს იმ ისტორიის ნაწილია, რომელსაც მე ვამზადებდი სახურავების პროტესტის შესახებ: ყოველ ღამე, 10 საათზე, ადამიანები ადიოდნენ სახურავებზე და რეჟიმის საწინააღმდეგო სლოგანებს ყვიროდნენ.  30 წლის წინ, ზუსტად რევოლუციის წინა პერიოდში, ადამიანები ამ სახურავებზე იგივე მიზნით ადიოდნენ.
                      კონტაქტების საშუალებით, ერთ ექიმს შევხვდი, რომელიც იტალიაში ცხოვრების შემდეგ ირანში დაბრუნდა. მან თავის მეგობრებთან ერთად სადილზე მიმიწვია. მოგვიანებით ყველა სახურავზე გავედით და პროტესტს შევუერთდით. საოცარი ატმოსფერო იყო. ექიმი ტიროდი და მითხრა, რომ ბედნიერი იყო, რომ ჩვენ იქ ვიყავით ამ ისტორიულ მომენტში.
                      გადავწყვიტე სახურავის ყველაზე მაღალ ნაწილზე ავმძვრალიყავი.  სანახევროდ ასული ვიყავი, როცა მოვბრუნდი და დავინახე ექიმი და მისი და ერთმანეთს ეხვეოდნენ. ის კანადაში ცხოვრობდა ირანში მრავალი წლის მანძილზე არ იყო ნამყოფი, მაგრამ არჩევნებისთვის ჩამოვიდა. ეს მშვენიერი წამი იყო - სწრაფად უნდა მემოძრავა და ისინი გადამეღო.
                       ეს ფოტო გადღაბნილია, რადგან ხანგრძლივი ექსპოზიციით მომიხდა გადაღება. ღამე იყო და მე ვერ გამოვიყენებდი ვერც შტატივს და ვერც მაშუქს - პროტესტანტები ძალიან ღელავდნენ, არ უნდოდათ ვინმეს კამერიანი ადამიანის კომპანიაში დაენახათ. ასევე ძალიან მნიშვნელოვანი იყო მათი სახეები ვერავის ამოეცნო: ფაქტიურად, ძალიან რთული იყო მათი დარწმუნება, რომ ფოტოს გადაღების ნება მოეცათ, მაგრამ მე ვუხსნიდი, რომ მათ ვერავინ იცნობდა.
                     მე განსაკუთრებით მომწონს ეს ფოტო, რადგან მიყვარს სახურავზე გატარებული ეს ღამე. ძალიან დიდი ემოცია იყო და ჩემთვის ეს ფოტო არის ისტორიული მონეტის და იმ ადამინების  სინთეზი, რომელთაც ეს გადაიტანეს. მე დღემდე ვღებულობ ემაილებს ირანელებისაგან, რომლებიც მადლობას მიხდიან, რომ მათი პროტესტი მთელს მსოფლიოს ვაჩვენე. მე ისევ მაქვს კონტაქტი იმ ადმაინებთან , რომლებიც ფოტოზე არიან, ვიცი, რომ მათ არაფერი ემუქრებათ.

Curriculum vitae 

 პიეტრო მასტურცო

დაბადების ადგილი: ნეაპოლი, 1980 წელი.

შთაგონება: „იოზეფ კოუდელკა, პაოლო პელეგრინი.“

წარმატება:World Press Photo-ს ჯილდოს მოპოვება.

წარუმატებლობა: „ ბირმაში ორი კვირა ველოდებოდი აუნგ სან სუ კისთან ინტერვიუს ჩაწერას, ბოლოს დავნებდი. და როცა ბანგკოკში დავბრუნდი, ემაილი მივიღე, სადაც მატყობინებდნენ, რომ საღამოს შემეძლო ინტერვიუსთვის მივცულიყავი.“

სასარგებლო რჩევა:  ყურადღება არ მიაქციოდ ხმებს, რომ ფოტოჟურნალისტიკა მკვდარია - ის უბრალოდ იცვლება.“ 

წყარო: http://www.guardian.co.uk/artanddesign/2010/dec/08/photography-pietro-masturzo-best-shot

No comments:

Post a Comment