Friday, June 1, 2012

Lawrence Schiller's best photograph


 ლოურენს შილერის საუკეთესო კადრი


პირველად მერლინ მონრო 1960 წელს გადავიღე.  მაშინ 23 წლის ვიყავი და ჯერ არც ისე კარგი ფოტოგრაფი. 1962 წელს, კი როცა ჟურნალმა Paris Match მთხოვა ისევ გადამეღო მერლინი, უკვე ჯილდოები მქონდა მიღებული და გაცილებით უკეთესი ფოტოგრაფი ვიყავი - თუმცა, უფრო დიდი ეგოც მქონდა.
მას ფილმში იღებდნენ, რომელიც მისთვის უკანასკნელი აღმოჩნდა,“Something's Got to Give.“  სცენარი წინასწარ წავიკითხე და აღმოჩნდა, რომ ერთ-ერთ სცენაში ის საცურაო აუზში უნდა ჩამხტარიყო და შემდეგ თავი ისე წარმოეჩინა, თითქოს შიშველი იყო. მერლინს გადაღებამდე შევხვდი და ის ძალიან განაწყენებული იყო, რომ ფილმში მას 100.000  უხდიდნენ, მაშინ, როცა ელიზაბეტ ტეილორი მეტს იღებდა იგივე კინო სტუდიისგან. მან რაღაც ასეთი თქვა: „ რა მოხდება თუ საცურაო კოსტიუმით ჩავხტენი და მის გარეშე ამოვალ? „ხუმრობ ალბათ“ -უთხრა პრესს აგენტმა.  მაგრამ მერლინი არ ხუმრობდა. მე მაშინ ძალიან თავდაჯერებული ვიყავი და ვუთხარი: „შენ  უკვე ცნობილი ხარ და ახლა აპირებ მე გამხადო პოპულარული.“ მან, კი მიპასუხა: „ ფოტოგრაფის შეცვლა ყოველთვის შეიძლება, ლარი.“
როდესაც წყალში ჩახტა თავის საცურაო კოსტიუმით, ისე ვუყურებდი, თითქოს სპორტსმენი იყო. ადრენალინის მოზღვავება ვიგრძენი. ისე სწრაფად მოძრაობდა , კამერის ფოკუსირების დროც არ მქონდა. ისღა დამრჩენოდა, ამომეცნო, რას  გააკეთებდა შემდეგ. უამრავ სურათში, რომლებიც მერლინს გადავუღე, მისი სხეული კადრის ცალ მხარესაა მოქცეული, რადგან  ვტოვებდი ადგილს, იმისთვის, რაც შეიძლებოდა მას კადრის დანარჩენ ნაწილში გაეკეთებინა. ეს  ფოტო ყოველთვის ჩემი ფავორიტი იყო. შინაგანად,  ცოტათი სულ მეცინება, როცა ამ ფოტოს ვუყურებ.
როცა გადაღება დამთავრდა, მე ჟურნალში დავრეკე და უცებ გავაცნობიერე: ვაუ, მან ეს გააკეთა! იმ წუთში მივხვდი, რა სასოწარკვეთილი იყო ის. მას სხვა აღრაფერი დარჩენოდა, იმის დასამტკიცბლად, რომ ჯერ კიდევ შეეძლო სხვებზე მეტი საზოგადოებრივი ყურადღების დამსახურება და ასე მოიქცა.
მერლინ მონროს მოეწონა რამდენიმე სურათი და ისინი მთელმა მსოფლიომ ნახა. მე არ მქონია ეთიკური ეჭვი, რომ ის შეიცვლიდა აზრს. მაგრამ არ მქონდა იმის  განცდა, რომ ეს სურათები ისტორიის ნაწილი იყო  და ისინი სადღაც მოვისროლე.
მოგვიანებით მერლინი ფილმიდან გააგდეს და ის რამდენიმე თვეში გარდაიცვალა. ამის დაჯერება მიჭირდა. სასწრაფოდ გავიქეცი სახლში მასთან, შემდეგ მორგში და გადავერთე ჟურნალისტურ რეჟიმში რომ ყველაფერი გადამეღო.  ჩემმა 10 წლის გოგონამ თქვა ამ ფოტოზე: „ის ყველაფერს ამბობს, ისე რომ, არაფერს აჩვენებს.“ ბავშვმაც, კი იგრძნო ის გულუბრყვილობა და სასოწარკვეთილება, რაც იქ არის დაჭერილი.



Curriculum vitae


დაბადების ადგილი:  ბრუკლინი, ნიუ იორკი, 1936 წელი.

განათლება: არქიტექტურა და ბიზნესი კალიფორნიაში. თვით-ნასწავლი ფოტოგრაფი.

გავლენა: „იოუზუფ კარში, იუჯინ სმიტი, ელიოტ ერვიტი“

 უმაღლესი შეფასება: როცა რეჟისორი გავხდი და გადავიღე ფილმი,  „ჯალათის სიმღერა“  (The Executioner's Song)

წარუმატებლობა:  „1990 წელს, მთელი ჩემი ფული წავაგე  ჩერნობილის შესახებ ფილმის გამო და დავკარგე ყველაფერი, ჩემი ცოლის ჩათვლით.“

სასარგებლო რჩევა:  „ნუ იქნებით სხვა მაიმუნებივით. იპოვეთ  თქვენი საკუთარი გზა საკუთარი თავის გამოსახატად.“

წყარო: http://www.guardian.co.uk/artanddesign/2012/may/30/lawrence-schiller-marilyn-monroe-photography

No comments:

Post a Comment