Tuesday, June 12, 2012

Hellen van Meene's best shot


ჰელენ ვან მეეენეს საუკეთესო კადრი

 
 ხშირად ინსტიქტით ვმოქმედებ. რაღაც მომენტში მივხვდი, რომ თუ მოვლენებს ნებაზე მიუშვებ და გახსნილი ხარ ახალი განცდებისთვის, კარგ შედეგებს მიიღებ. როგორც ეს ამ ფოტოს შემთხვევაში მოხდა, რომელიც ძალიან ახლოა ჩემთვის.  2007 წელი იყო  და მე ჩემს მეუღლესთან და ორ შვილთან ერთად ლუიზიანაში ვიყავი. ჩვენ საბანაკო ფურგონი დავიქირავეთ და ჩემი იდეა იყო გვემოგზაურა ამერიკის ამ ნაწილში ორ კვირა ნახევრის მანძილზე - შვებულების გასატარებლად, მაგრამ ასევე მინდოდა გადამეღო პორტრეტები ჩემი პანორამული კამერით.
ამერიკაში ჩვეულებრივი რამ არ არის მოზარდთან მიხვიდე და პოზირება თხოვო. ჩემი გამოცდილების თანახმად, ეს ადამიანებს ძალიან აშინებდათ. ასე რომ, მე მივედი ამ ტრაილერების პარკირების ადგილას, იმ იმედით, რომ შევხვდებოდი  ერთ ქალს, რომელმაც თავისი შვილების გადაღების უფლება დამრთო. მაგრამ ვიღაც ბიჭმა მითხრა, რომ ის შინ არ იყო. მე მას ძალიან უშუალოდ ვკითხე, ხომ არ ისურვებდა მისთვის სურათი გადამეღო.  ეს ამბავი სწრაფად გავრცელდა და მალე უამრავი ადამიანი მოვიდა გადასაღებად. საერთო ჯამში მე იქ ექვსი თუ შვიდი საათი გავატარე ფოტოების გადაღებაში.
ბავშვები განსაკუთრებით კარგები იყვნენ. იქ ეს ძველი შევროლეტი იყო და მე ვთხოვე გოგონებს მასზე აცოცებულიყვნენ. ვფიქრობ, ჩემი, როგორც ფოტოგრაფის მოვალეობაა ადამიანებს ვაგრძნობინო, რომ ისინი კარგები არიან - სიძლიერის გადაღება გაცილებით უფრო საინტერესოა. მე ვთხოვე მათ ამაყად დამდგარიყვნენ. მაგალითად, წითელ მაისურიანი გოგონა შუაში, მას ვუთხარი წელში გამართულიყო და ეს გლამურული გამომეტყველება მიეღო.
პატარა ბიჭი შემთხვევით შემოეხეტა კადრის მარცხენა ნაწილში და მიეყრდნო მანქანას. ვფიქრობ, მე ის დავინახე, მაგრამ იმდენად ვიყავი კონცენტრირებული, ვერ აღვიქვი. ფოტო კარგი იქნებოდა, ის რომ იქ არ იდგეს, მაგრამ მან ეს კადრი სრულყოფილი გახადა. და ის ქალი, რომ მენახა, რომელთანაც შეხვედრა  მქონდა დაგეგმილი, ამ ბავშვებს საერთოდ ვერ ვნახავდი.

წყარო: http://www.guardian.co.uk/artanddesign/2009/may/21/hellen-van-meene-best-shot

No comments:

Post a Comment