Friday, June 22, 2012

Ellen von Unwerth's best shot


           ელენ ფონ უნვერტის საუკეთესო კადრი


ეს ფოტო ალბათ სამი წლის წინ გადავიღე, როცა იტალიური ვოგისთვის ვმუშაობდი. ჩვენ რომანტიკული ისტორიაც ავაგეთ, რომელიც მას უხდებოდა: ქალი ბრუნდება იმ ადგილზე სადაც გაიზარდა, და აღმოაჩენს, რომ იქ ყველაფერი მტვრიანი და გადადგურების პირასაა. ჩვენ ეს შატოში გადავიღეთ პარიზში. ეს გოგონა მოდელი იყო და ისე გამოვიდა, რომ მხოლოდ ერთხელ მომიხდა მასთან მუშაობა. ამის შემდეგ ის გაუჩინარდა. ის აღმოსავლეთ ევროპიდან იყო, მგონი რუმინეთიდან და მისმა სააგენტომ ის ვეღარ იპოვა. ასე რომ, ის მართლაც მოჩვენებასავით იყო და ფოტოსაც აშკარად აქვს ეს განწყობა.
მიყვარს სურათები, რომლებიც გაოცებას იწვევს: ცდილობ ყველაფერი სრულყოფილი იყოს, მოგვიანებით კი აღმოჩნდება, რომ რაღაც ისე არ არის. აი, ამიტომ მიყვარს ეს ფოტო. ის პოლაროიდით გადავიღე, ისეთი არაჩევულებრივი მოდელით, რომელიც უკვე აღარ არსებობს. განათებამ გამოიწვია გადღაბვნა, რამაც დამატებითი ემოცია შესძინა ფოტოს. არის რაღაც  ამაფორიაქებელი ამ ფოტოში, გოგონას გამომეტყველება ერთდროულად დაუცველიც არის და ძლიერიც.
სანამ ფოტოგრაფი გავხდებოდი, ათი წელი მოდელი ვიყავი და ეს ძალიან მეხმარება  ახლა. კამერის წინ თავს ყოველთვის ცუდად ვგრძნობდი, ამა თუ იმ პოზაში უნდა ვმდგარიყავი, მაშინ როცა, ერთადერთი, რაც მონდოდა, სისულელეების კეთება იყო. ასე რომ, მიყვარს, როცა მოდელები მოძრაობენ, საკუთარ თავს გამოხატავენ, თამაშობენ.
მე მიყვარს ლამაზი ქალები. მიყვარს მათი პიროვნულობის, სექსუალურობის წარმოჩენა.  ჩემს ეროტიკულ სურათებში მოდის მხარეც ჩანს: მიყვარს ლამაზი ფეხსაცმელები და ძვირფასეულობა. თუმცა ჩემს მიერ შექმნილი ეროტიკული ნამუშევრები ძალიან გამბედავი და პროვოკაციულია მოდის ჟურნალისათვის. ისინი  უფრო მხიარულია და თუ შესაფერისი გოგონაც მყავს, ამაღელვებელიც, კი. ეს მოდის ფოტოგრაფიაა, ოღონდ ნაკლები ტანსაცმელით.

Curriculum vitae       

   ელენ ფონ უნვერტი

დაბადების ადგილი: ფრანკფურტი, 1954 წელი.

განათლება: „არანაირი, მე მოდელი ვიყავი და არაფერი ვიცოდი ფოტოგრაფიაზე.“

გავლენა: „ლარტიგი და ჰელმუტ ნიუტონი.“

მწვერვალი: „ წიგნის შექმნა“

სძულს: „როცა მეუბნებიან, როგორ მოვიქცე.“


წყარო: http://www.guardian.co.uk/artanddesign/2009/oct/28/ellen-von-unwerth-best-shot#

No comments:

Post a Comment