Tuesday, May 22, 2012

René Burri's best shot


რენე ბურის საუკეთესო კადრი


1958 წელს, ერთი წლით ადრე რევოლუციამდე, მაგნუმს ჩემი კუბაში გაგზავნა უნდოდა, რადგან მათ კონტაქტი ჰქონდათ აჯანყებულებთან. მე  ახალი დაბრუნებული ვიყავი სამხრეთ ამერიკიდან, სადაც ექვსი თვე გავატარე და უარი ვთქვი. ასე რომ ხელიდან გავუშვი ყველაფერი.
საბედნიეროდ, რამდენიმე წლის შემდეგ, მე ისევ დამირეკეს. ეს ლაურა ბერგქუისტი (Laura Bergquist) იყო, ცნობილი რეპორტიორი ჟურნალიდან „Look“. ის ჩე გევერას გაეროში, 1962 წლის ოქტომბერში, კუბის სარაკეტო კრიზისის შემდეგ. მან იმდენი მოახერხა, რომ ჩე გევარამ უთხრა: „ თუ  ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოდან ან პენტაგონიდან  ნებართვას მიიღებთ, კუბაში გიწვევთ, რმ საკუთარი თვაით ნახოთ, თუ რა ხდება სინამდვილეში.“ მას მწვანე შუქი აუნთეს მაერიკელებმა და მეც წავედი მასთან ერთად.
ჩვენ მივედით ჩეს ოფისში, რომელიც სასტუმრო რივიერას (Hotel Riviera) მერვე სართულზე იყო განთვსებული ჰავანაში.  იმ პერიოდშ ის მეორე კაცი იყო კუბაში - მრეწველობის მინისტრი და Banco Nacional -ს დირექტორი. მისი სახე ორ პესოიან ბანკნოტზე იყო გამოსახული. შევნიშნე, რომ ჟალუზები ჩამოშვებული იყო და გაცნობის შემდეგ,  ვკითხე ფრანგულად, „ჩე, შეიძლება ჟალუზები გავაღოთ? მეტი სინათლე მჭირდება.“ მან უარი მითხრა. ვიფიქრე, რა გაეწყობა, შენი სახეა ჩემი ხომ არა.
ბერგქუისტი და ჩე მაშინვე გაცხარებულ იდეოლოგიურ კამათში ჩაებნენ. ის ცდილობდა ისტორია წაეღო ამერიკელებისთვის, რომლებიც ჯერ კიდევ ბრაზობდნენ რევოლუციის გამო, ჩე კი ცდილობდა დაერწმუნებინა, რომ რაც მოხდა,  უნდა მომხდარიყო კიდეც. ორ საათ ნახევარი მე მათ  კამერით დავტრიალებდი. ეს იყო წარმოუდგენელი შანსი გადამეღო ჩე ყველანაირ სიტუაციაში: მომღიმარი, მრისხანე,  ზურგიდან, წინიდან. რვა ცალი ფირი გამოვიყენე. მას თავიდან არც შევუმჩნევირა ისე იყო გართული ბერგქუიტის დარწმუნებაში რუკებით და ცხრილებით. ის გადაბმულად ეწეოდა და დროდადრო სიგარეტს ანთებდა.

როდესაც ნიუ იორკში დავბრუნდით, Look-მა 16-20 გვერდიანი ისტორია დაბეჭდა. ამ ფოტოს, კი მხოლოდ გვერდის მერვედი ეკავა. რა თქმა უნდა, ეს არ იყო ფოტო ესე, როგორსაც იმ პერიოდში ანრი კარტიე-ბრესონი აკეთებდა ჟურნალისთვის „Life“  ის ჩვენთან ერთად იყო ქალაქში მაშინ, მაგრამ ჩეს გადაღების შანსი მხოლოდ პრეს კონფერენციაზე მიეცა.
როცა ჩე გარდაიცვალა 1967 წელს, სურათმა იკონური მნიშვნელობა შეიძინა. მანამდეც, ციურიხიდან დამიკავშირდნენ და მთხოვეს  ნებართვა, რომ  ამ ფოტოთი პოსტერი დაემზადენინათ. არ ვიცი თავად ჩეს მოეწონა ფოტო თუ არა, კუბიდან აღარაფერი გვსმენია. ფოტო ის  მომენტია - როცა ღილაკს ხელს აჭერ და ის აღარასდროს განმეორდება. ეს ფოტო ცნობილია იმ ბიჭის გამო სიგარეტს , რომ ანთებს და არა ჩემს გამო.


Curriculum vitae

 რენე ბური


დაბადების ადგილი: ციურიხი,1933 წელი.

გავლენა: კარტიე-ბრესონი (ჩემი მასწავლებელი და მეგობარი)მაგნუმის თნადამაარსებელი დევიდ სეიმური(მან ისე გადამაგდი მე დავალებებზე, როგორც ჩვილი  საცურაო აუზში.)

წარმატება: პიკასოსთან შეხვედრა. „ის ბუმბერაზია“

წარუმატებლობა:  როცა ჯაშუშად მიმიჩნიეს. ყოველ ჯერზე, როცა თავიდან  იარაღს მომაშორებდნენ და გზას ვაგრძელებდი, ვფიქრობდი, რომ კიდევ ერთხელ გამიმართლა.“

სასარგებლო რჩევა: იყავით ცნობისმოყვარე, შეუპოვარი და დიპლომატიური. სურათებს ყველა იღებს, ამიტომ საჭიროა საკუთრი აზრი გქონდეთ.“

წყარო:http://www.guardian.co.uk/artanddesign/2010/mar/24/photographer-rene-burri-best-shot#

No comments:

Post a Comment