Wednesday, May 23, 2012

Raghu Rai's best shot


რაგჰუ რაის საუკეთესო კადრი




        როცა ჩემს მეორე წიგნზე ვმუშაობდი ძველი დელის შესახებ, ჩვევად მექცა  ინდოეთში ერთ-ერთი უძველესი მეჩეთის ჯამა მასჯიდის (Jama Masjid) მონახულება. იქ ერთ პოლიტიკოსს ვხვდებოდი, სახელად საიდი ერქვა და ძალიან კარგი ადამიანი იყო. ერთ დღეს, მან მითხრა: „უნდა გამომყვე. ისეთ რაღაცას გაჩვენებ თვალებს არ დაუჯერებ.“
          ჩვენ ნახევარი მილი ავიარეთ ქედზე მისი სახლის უკან. მისი მდებარეობის გამო აქედან მთელი ქალაქი ჩანდა. შესანიშნავი ხედი იყო.: მეჩეთი, წითელი ფორტი (Red Fort), , ძველი ქალაქი. გვიანი ზაფხული იყო  და ხალხი ნაშუადღევს ძირითადად, სახურავებზე ატარებდა: ბავშვები ფრანებს  აფრენდნენ ცაში. დავიწყე გადაღება  და ასე თითქმის 2-3 საათი გავიდა. მაგრამ მიუხედავად წარმტაცი პანორამისა, ვგრძნობდი, რომ რაღაც აკლდა ფოტოებს. მე მას ვერ დავუკავშირდი ადამიანურად.
შემდეგ, როცა მზე ჩადიოდა, სახურავიდან კიბით ვეშვებოდი და დავინახე ახალგაზრდა ქალი ნამაზს აკეთებდა, ლოცულობდა საიდის ბიძაშვილის სახლში. 4-5 კადრი გადავიღე ნაჩქარევად. გამიმართლა: ყველაფერი ერთმანეთს დაემთხვა, განათება, ღრუბლები, პეიზაჟი და ფიგურა. მე არასოდეს შევხვედრივარ ამ ქალს, მაგრამ როცა ამ ფოტომ ჯილდო მიიღო, მე საიდს ეს  ფოტო და ჩემი წიგნი ვაჩუქე. ვიცი, რომ მთელი ოჯახი ნასიამოვნები დარჩა ამ ამბით.
            მე გაზეთებისთვის ვმუშაობდი - სანამ არ გავაცნობიერე, რომ ყოველდღიური  ამბები მოკვდა ყოველდღიური სიკვდილით. ვგრძნობდი, რომ ამ ფოტოს უნდა ეცოცხლა, ეცხოვრა ჩემგან დამოუკიდებლად, დროის საზღვრებს მიღმა. საგაზეთო მასალა დიდხანს ვერ ძლებს. ჰინდიში ერთი ძალიან ლამაზი სიტყვა გვაქვს, „დარშან“ (darshan), რაც ყველაფერ ამას აჯამებს. სიტყვასიტყვით ეს ნიშნავს „ხედვა“-ს , მაგრამ ის უფრო მეტია, ეს არის ხედვა მთლიანობაში, საგნებს შორის კავშირის ხედვა. ფოტოგრაფია ჩემთვის არის ჩემი ქვეყნის „დარშან“  და ეს სურათი არის განსაკუთრებულად მაგიური და ძლიერი განცდის მატარებელი.  ინდოეთი ჩემი სახატავი ტილოა, ჩემი სამყარო.


Curriculum vitae

 რაგჰუ რაი

დაბადების ადგილი: ჯჰანგი,(Jhang)ინდოეთი. (დღევანდელი პაკისტანი)

შთაგონება: „ანრი კარტიე-ბრესონი. მან იმდენი რამ დაგვიტოვა საკვლევად.“

უმაღლესი წერტილი: „ის ჯერ კიდევ წინაა. მოდუნების დრო არ მაქვს.“

სასარგებლო რჩევა: „რაც მეტს სწავლობ, მით მეტს იკვლევ. მე ერთი რამ ვიცი: ამბობენ გენიოსად იბადებიან,  არათუ შემდეგ ხდებიან, მაგრამ გენიოსი  ყოველ წუთს ხელახლა უნდა დაიბადოს.“



წყარო: http://www.guardian.co.uk/artanddesign/2010/feb/24/photography-raghu-rai-best-shot#

 

2 comments:

  1. ყოველი ამბავი და ისტორია ძალიან საინტერესოა მიუხედავად იმისა, რომ ძალიან გვანან ერთმანეთს , მაინც განსხვავებულია , პირიქით ახალსაც კი აღმოაჩენ მასში.
    მადლობა ნაათ ასეთი საინტერესო ბლოგისთვის.

    ReplyDelete
  2. მართალია თითქოს გავს, მაგრამ ყველა თავისებურია... ეს ადამიანები ფოტოგრაფიით სუნთქავენ.
    მადლობა, ირო :)

    ReplyDelete