Friday, May 18, 2012

Martine Franck's best shot


მარტინ ფრანკის საუკეთესო კადრი



ჩემ ფოტოებს ხშირად არ ვუყურებ, მაგრამ ეს სურათი ყოველთვის ბედნიერებას მანიჭებს. ეს მშვენიერი წამი იყო.
1966 წელს, ნეპალში, ბუდისტურ მონასტერში  ვიყავი და ვიღებდი ამ რეინკარნირებულ  ბავშვებს, რომელთაც ერთი ძირითადი მასწავლებელი ასწავლიდათ. მასწავლებელმა  ჩვეულებრივ სავარაუდოდ იცოდა, რომელი მოსწავლე ვისი რეინკარნაცია იყო - ხშირად ეს მისი საკუთარი მასწავლებელი იყო - ამიტომ მათ ძალიან ახლო, დედაშვილური ურთიერთობები ჰქონდათ.
ბავშვებს ძალიან ბევრი სამუშაო ჰქონდათ, რადგან ერთ დღეს მათ თავადაც უნდა გადაეცათ ბუდისტური სწავლება სხვებისთვის. პატარა ბიჭუნას ოდნავ უჭირდა ყველა მანტრას ციტირება, რომელიც უნდა ხსომებოდა. მტრედი უკვე ოთახში იყო, გარშემო დაფრთხიალებდა. ბუდისტებს უყვართ ცხოველები და ისინი ყველგან იყვნენ მონასტერში.
მე იქ ერთი საათი ვიყავი, ჩუმად ვიჯექი კუთხეში და სიტუაციას ვაკვირდებოდი. ერთი წუთითაც ვერ ვიფიქრებდი, რომ მტრედი ბერს თვზე დააჯდებოდა. ეს არის ფოტოგრაფიის სასწაული - ცდილობ სიურპრიზები მოიგდო ხელში.
მე საჭირო დროს საჭირო ადგილას აღმოვჩნდი საჭირო ლინზით. ზუმ ობიექტივით დრო არ მექნებოდა  საჭირო მანძილზე დამეყენებინა ის. ფაქტიურად თან ორი ლეიკა მქონდა, 35 მმ და 50 მმ ლინზებით, ორივე უკვე იქაური  განათების შესაბამისად დაყენებული. კადრი, კი 35მმ-იანით გადავიღე.
ეს ფოტო მშვიდობის სიმბოლოა და ახალგაზრდებისა და მოხუცების ურთიერთობის. თუმცა ეს ყველაფერი მე არ მიფიქრია იმ მომენტში, ეს ინსტიქტურად მოხდა. მხოლოდ მოგვიანებით აცნობიერებ, რას ნიშნავს  ფოტო.
როცა დავბრუნდი, სურათი ჩემ ძალიან ახლო მეგობარს, იოზეფ კოუდელკას ვაჩვენე და მან მითხრა: „მარტინ, მხოლოდ ეს ერთი ფოტო რომ ჩამოგეტანა ინდოეთიდან, მოგზაურობა ამად ღირდა."


წყარო http://www.guardian.co.uk/artanddesign/2006/nov/30/photography

1 comment:

  1. „მარტინ, მხოლოდ ეს ერთი ფოტო რომ ჩამოგეტანა ინდოეთიდან, მოგზაურობა ამად ღირდა."
    ძალიან საინტერესოა ... საჭირო ადგილას და საჭირო დროს.

    ReplyDelete