Sunday, May 27, 2012

Interview with Miroslav Tichy


ინტერვიუ მიროსლავ  ტიჰისთან

Miroslav Tichý (1926-2011)



“I am a samurai. My sole aim is to destroy my enemies.“ 
“მე ვარ სამურაი და ჩემი ერთადერთი მიზანია გავანადგურო მოწინააღმდეგე”



გამარჯობა, ბატონო ტიჰი. როგორ ხართ?

როგორ ფიქრობთ, როგორ იქნება ჩემსავით დიდი პიროვნება გლობალური კატასტროფის წინა საღამოს?

მაღაზიასთან, აქვე,  გვითხრეს, რომ ახსოვთ, როგორ უღებდით სურათებს დიდი ხნის წინათ.

რას დაეძებთ ვიღაცებს მაღაზიაში?  უბრალოდ შეხედედთ მათ,  სრული კრახია.

ჩვენ მხოლოდ ვიკითხეთ, სად შეიძლებოდა თქვენი პოვნა. მათ გვითხრეს, რომ თქვენ ის კაცი ხართ, რომელიც მათ სურათებს უღებდა.

ხედავთ? და რა ქვია იმ საერთაშორისო ორგანიზაციას?
ქალბატონი ჰებნაროვა(მეზობელი და მომვლელი): ინტერპოლი
სწორია. აი, ვინ გამოვიდა ჩემს კვალზე. ჯანდაბა მაგათ.

და სად არის თქვენი ფოტოები, ბატონო ტიჰი?

ამ დროსი მანძილზე 4000 სურათი შევქმენი და ბუქსბაუმმა (ყოფილი მეგობარი და კოლექციონერი, რომელთანაც ტიჰიმ 2009 წელს გაწყვიტა კავშირი) წაიღო ყველა.
ქ-ნ ჰებნაროვა: (ათვალიერებს ტიჰის წიგნს, რომელიც საზღვარგარეთ გამოვიდა) აი შენც აქ ხარ.
ხედავთ? კარგი არ იქნებოდა ამ ფოტოს მე ვფლობდე?

ქ-ნ ჰებნაროვა: და მან ეს ყველაფერი ჩინეთში მიმავალმა წაიღო.

და სხვა ფოტოებზე რას იტყვით? როდის იხილავს მათ მსოფლიო?

მე აღარაფერი მაქვს. ყველა მან წაიღო.

მაგრამ თქვენ დღეს მსოფლიოში ყველაზე ცნობილი ჩეხი ფოტოგრაფი ხართ და ამას ასე ადვილად იგნორირება არ უნდა გაუკეთოთ.

როგორც მინდა ისე მოვიქცევი.

რასაკვირველია, მაგრამ ...  მე ვფიქრობ, რომ თქვენ ეს არ უნდა დაუშვათ. ახალგაზრდები, რომლებიც ფოტოგრაფიას სწავლობენ, გაღმერთებენ თქვენ. შეიძლება თქვენ დაეხმაროთ მათ, თუკი გაანდობთ,  როგორ და რატომ იღებდით ასეთ სურათებს, აუხსნათ,  როგორ მიხვედით ასეთ მასალასთან.

ყველა ისეთია, როგორიც დაიბადა.

მაგრამ ჩვენ გვაინტერესებს, როგორ მიხვედით თქვენ აქამდე.

მე არაფერთან მივსულვარ. უბრალოდ იმას ვაკეთებდი, რაც თავში მომდიოდა. როგორც ტერეზა აქ...
ქ-ნ ჰებნაროვა: ის სურათებს უღებდა ყველაფერს, რაც მას ართობდა.
ტიჰი:  არ ვემხრობი გართობის ნებისმიერ ფორმას.



მითხარით, რატომ  გადაწყვიტეთ, სურათები გადაგეღოთ აუზში მობანავე ქალებისთვის?

კარგით ერთი. ისინი არასოდეს დამრთავდნენ ნებას შენობის შიგნით შევსულიყავი. ეს სურათები ღობის უკანა მხრიდან გადავიღე. მე ჩრდილებში ვიმალებოდი და იქედან ადვილად ვიღებდი სურათებს. მაგრამ მე ისეთი რაღაცეებს ვაკეთებდი, რაც მთელ მსოფლიოში არავის შეეძლო. დაბადებიდან პირველი რამდენიმე  დღის მანძილზე ვიცოდი უკვე ყველაფერი. რაც იყო და რაც იქნება. მსგავსად იმ დღისა, როცა იმ მაღაზიაში წავედი მენეჯერის გადასაღებად. არც კი ვიცოდი, რას ვხედავდი - აბსოლუტურად ავტომატურად ვმუშაობდი.

ყველა ეს გოგონა თქვენ წიგნში , შეხედეთ მათ  ფეხებს. ჰმ...  თქვენ ისევ გაქვთ გრძნობები.
და როგორია თქვენი აზრი სამყაროზე, ბ-ნ ტიჰი?

არ მადარდებს სამყარო.

თქვენ რა ნიჰილისტი ხართ?

ოჰ, კარგით რა. პიროვნება არ არის აუცილებელი იყოს A, B, ან C

და ისტორიაზე რას იტყვით? ეს განაღვლებთ?

კლასიკოსები, ფილოსოფოსები, ყველაფერი  დავისწავლე, მაგრამ  ეს გზა უფრო რთულია, ვიდრე გგონიათ. ავიღოთ, კეისარი. მან მთელი ცხოვრება იმპერიის შექმნას მიუძღვნა, შემდეგ მას მოუხმეს.  და ის სინამდვილეში არ უნდა წასულიყო, მაგრამ რაღაც ძალამ აიძულა ასე მოქცეულიყო. ეს რაღაც ძალა ხედავს სამყაროს.  და ერთხელაც მათ მოკლეს  კეისარი,  და  ის მსოფლიოში პირველი ადამიანი გახდა. აი, ასე ხდება ეს.



ისევ სვამთ?

უკვე აღარ. მხოლოდ ხუთი წელი ვსვამდი. მაშინაც კი არა, როცა ახალგაზრდა ვიყავი.
ქ-ნ ჰებნაროვა: ის ამით შეპყრობილი იყო რამდენიმე წლის წინ და მისი შეჩერება შეუძლებელი იყო. მაგრამ ახლა თუკი შევთვაზებ,  გემოც, კი არ მოსწონს.
ტიჰი: იცით რა არის თავისუფლება? ამაზე გამუდმებით საუბრობენ. ზოგი ამბობს, რომ თავისუფლება კომუნიზმია, ზოგი ამბობს, რომ თავისუფლება ჰაველია(ჩეხეთსლოვაკეთის ბოლო და ჩეხეთის პირველი პრეზიდენტი) ის ყველასთვის სხვადასხვა რამ არის. ადამიანს აქვს უნარი იყოს თვისუფალი, რადგან დაიბადა. მას გამუდმებით ეუბნებიან, იმას , რაც სიმართლედაა მიჩნეული. მოდი ვთქვათ, რომ მე კომუნისტების მჯერა, ასე მე ჩარჩოებში მოვაქცევ საკუთარ თავს. ეს სისულელეა. არ მინდა თავი შევიზღუდო. მინდა ვიფიქრო, ღრმად ჩავუფიქრდე. ბოლო-ბოლო იმდენად მაინც, რამდენადაც ეს ღორს შეუძლია. ღორი ცოცხალ არსებებს შორის ყველაზე კარგად აზროვნებს. (ტიჰი იღიმება. ნამდვილად გონებამახვილურია)
ამის ქმარი (იგულისხმება ქ-ნ ჰებნაროვას მეუღლე) კატებს მაგიდაზე ასვლის უფლებას არ აძლევს, რადგან მიჩნეულია, რომ კატა მაგიდაზე არ უნდა იყოს.  მაგრამ საიდან იცის მან ეს?  საიდან იცის რომ კატები მაგიდაზე არ უნდა ძვრებოდნენ?

ადამიანები კედლებს აგებენ და შემდეგ მათ შორის დადიან. ასე ისინი უკეთ ცხოვრობენ.

მე არ მჭირდება კედლები.

მე მესმის თქვენი.

მთელ სამყაროს რომ ღმერთი სწამდეს, წესები აღარ იქნებოდა საჭრო.
ყველას სჭირდება საკუთარი იდეა ჰქონდეს.




ბ-ნ ტიჰი, შეგიძიათ რამდენიმე სიტყვა გვითხრათ აპარატების შესახებ? თქვენი იმიჯი ძალიან დამახინჯებულია და ადამიანები სიმართლეს ვერ გაიგებენ თუ საკუთარი თვალით არ იხილეს.

რაც გინდათ ის დაწერეთ, ოღონდ აპარატებზე არა.


კარგი. იქნებ მომავალში ამაზეც ვისაუბროთ...


                                                
  


როცა ის რაკეტები აფრინდებიან, უკვე ყველაფერი სხვანაირად იქნება. ერთიც საკმარისი იქნება, რომ ევროპა რუკაზე აღა იყოს. რადგან ევროპა ძალიან ახლოსაა ჩინეთთან. რუსეთი? ეს უტვინოების ბრბოა, რომელთაც ხუთამდე დათვლაც არ შეუძლიათ.  რუსებისგან დღეს აღარაფერი დარჩა.  სამაგიეროდ ჩინელები არიან ბევრი და ფულიც ბლომად აქვთ. 13 წლისაც არ ვიყავი, როცა ჩინურად  დავიწყე ლაპარაკი.

კარგით. ჩვენ ახლა უნდა წავიდეთ. მაგრამ რა მოგიტანოთ მომდევნო ჯერზე? რას ისურვებთ?

არაფერი არ მინდა. და მე არ ვჭამ ღორის ხორცს პრინციპულად. ისინი ყველაზე ჭკვიანი არსებები არიან. მსოფლიოს აქვს თავისი გეგმა და წესები, რომლითაც იმართება. ვიზეც ვამბობდი, რომ ძალაუფლებას ხელში ჩაიგდებდა, გამართლდა. ჩინეთზე დიდი ხნის წინ ვსაუბრობდი. და ახლა რა უნდა ვთქვა? ვინ იქნება ჩინეთის შემდეგ?  აფრიკა!

და აფრიკის შემდეგ?

აფრიკის შემდეგ... არაფერი.  იცით, რა მოვისმინე რადიოში? თურმე შავ კანიანებს სლავური სიმღერები მოსწონთ.

გამიგია, რომ კომუნისტები სპეციალურ დაწესებულებებში გკეტავდნენ, რომ პირველი მაისის აღლუმი არ ჩაგეშალათ. მართალია?

ერთი ოთხი დღით გალიაში გამომკეტავდნენ ხოლმე. და მესამე დღეს, ყოველთვის,  ჰიტლერის სამი მეტრის ზომის თავის ხილვა მქონდა. იცით, ჩეხეთის ისტორია როგორ მუშაობს? ადამიანებში რაც დევს,  მათში ვერავინ აღმოფხვრის. 

ანუ, თქვენ არ მოგწონთ ჩეხები?

ჩეხები  ჩეხები ყოველთვის აკნინებენ სხვა დიდ ჩეხებს. ძლიერების მსახურები. მაგრამ პაპიც ხომ ასე იყო. და ვისაც მსახური არ სურს, მათ კოცონზე წვავენ.

და ქალები რას ნიშნავს თქვენთვის?

მე არ ვარ ჰომოსექსუალისტი. ქალები არ მაღელვებს.  რამდენიმე ესკიზი შევქმენი, მაგრამ მხოლოდ გასართობად. ქალებზე  ყველაზე უარესს ვფიქრობ. თავში არაფერი აქვთ. მათ არ აქვთ ალღო და ყველაფრის სჯერათ, რასაც ეუბნებიან. სუპები, კაბები ვარცხნილობები... მაგარია. შემდეგ თხოვდებიან და ტირიან. მე სხვა ინტერესები მაქვს. ყველას ჩვენი დანიშნულება გვაქვს აქ. შენ ბავშვი უნდა აჩუქოთ სამყაროს და ასე შემდეგ. მაგრამ ყველას არ აქვს ინტერესები და დრო.





და როგორ მიხვედით ასეთ პერსპექტივასთან?

იმიტომ რომ, მე არაფრის მიღწევა მინდოდა. რაღაც მამოძრავებდა, რომ მეფიქრა. მე ვიცი, რომ არაფერი ვიცი. ხვდებით?
ქ-ნ ჰებნაროვა:  ბ-ნ ტიჰი, ბ-ნ თომასს უნდოდა ეკითხა ჩემზე, თუ გეხმარებით როგორმე.
ტიჰი: შენ ხან მეხმარები, ხან კი ხელს მიშლი. ყოველთვის გინდა ასეთ სისულელეებში გამომაწყო.
ქ-ნ ჰებნაროვა:  როგორიცაა სუფთა შარვალი, ხომ?
ტიჰი: ღორები ყველაზე ჭკვიანები არიან...

კარგით, ჩვენ ისევ მოვალთ მოგვიანებით, ბ-ნ ტიჰი.

მაგ დროისთვის მკვდარი ვიქნები.

ქ-ნ ჰებნაროვა:  არ დაიწყოთ ახლა ისევ სიკვდილზე
ტიჰი: სიკვდილი ჩემი ჰობია.

ჩვენ მალე ვიქნებით...

როდესმე მოგიპარავთ?

არა.

არგით, ვიხუმრე. მაგრამ გეტყვით რაღაცას ფოტოგრაფიაზე. იცით, ყველაზე მეტად რითი მიყვარდა ფოტოების გადაღება? აპარატებით, რომელთაც საკუთარი ხელით ვკვეთდი ხისგან. მაგრამ ამის შესახებ ბევრი არაფერი მახსოვს.

წყარო: http://www.vice.com/read/rip-miroslav-tichy

















No comments:

Post a Comment