Thursday, May 17, 2012

Brian Griffin's best shot


ბრაიან გრიფინის საუკერთესო კადრი


 

ოთხი წლის წინ დიდ პროექტს ვაკეთებდი ისლანდიაში, რაც უამრავ მოგზაურობას გულისხმობდა. სწორედ ერთერთი ასეთი მოგზაურობის დროს მოვხვდი სამხრეთ აღმოსავლეთით მდებარე  პატარა ქალაქ, ჰოფნში. მოსახლეობის რაოდენობა 1500 ადამიანია, და ქალაქში ერთი ბარი და ერთი სასტუმროა. იქ თითქოს სამყაროს დასასრულია - ვერაფერს იპოვით. ფოტოების გადასაღებადაც სამყაროში ყველაზე რთულ ადგილად მომეჩვენა. ამტომ გადავწყვიტე  ერთი თვით დავრჩენილიყავი, რათა მენახა რის გაკეთებას შევძლებდი, მიუხედავად იმისა, რომ ეს კრიზისამდე პერიოდი იყო და ისლანდიაში ყველაფერი არანორმალურად ძვირი ღირდა.
2007 წლის მაისში ჰოფნის ჰოტელში დავბინავდი. იმ თვეში ჩემთან გასაუბრების მცდელობა არავის გამოუმჟღავნებია. არავის მოჰქონდა სასმელი და არავის დავუპატიჟივარ  სადილზე. მთელი დღეები მარტო ვიყავი, ჩემი ცოლი ბრინია თუ მესტუმრებოდა ხოლმე ხანდახან, რომელიც თავადაც ისლანდიელია. ერთხელ მანქანით მივდიოდით და ეს საოცარი გარეგნობის ფერმერი დავინახე.
როცა  ბრინია გადაღების უფლებას სთხოვდა,  უეცრად თვალი მოჰკრა ამ ახალშობილ ბატკანს და  ფერმერს 350 ფუნტი შეთვაზა მისთვის სიცოცხლის ჩუქების სანაცვლოდ. მან ბატკანს სახელად სტეინუნი, ისლანდიაში ძალიან გავრცელებული ქალის სახელი დაარქვა. მივხვდი, რომ,  კარგი იქნებოდა თუ ფერმერს მასთან ერთად გადავიღებდი და მანქანიდან ჩემი განათება გადმოვიღე. ჰასელბლადით გადავიღე შავ-თეთრ ფირზე. ცა ისეთი იყო გეგონებოდა სადაცაა გაწვიმდებოდა. ისლანდიაში საოცარი განათებაა: ღრუბლის სტრუქტურა უცებ იცვლება, მზის სხივები ჩანჩქერივით იფრქვევა.
დაგეგმილი არაფერი მქონდა. უბრალოდ, ვთხოვე დაწოლილიყო. ყოველთვის ვეძებ რაღაც უჩვეულოს. ამ სურათში არის რაღაც სპირიტუალური, ქრისტიანული ხატწერის მსგავსი. „მინდა დარწმუნებული ვიყო, რომ ბატკანი იცოცხლებს დ არ იქნება მოკლული“, განუცხადა ჩემმა მეუღლემ ფერმერს. „თქვენ ის არ უნდა მოკლათ და შეჭამოთ.“


Curriculum vitae

 ბრაიან გრიფინი

დაბადების ადგილი: ბირმინგემი. 1948 წელი
განათლება:  „ფოტოგრაფია მანჩესტერის ხმხატვრობისა და დიზაინის კოლეჯში, 1969-72 წლები.“
გავლენა:  „მიყვარს სახვითი ხელოვნება(კასპარ დევიდ ფრიდრიხი,სტენლი სპენსერი) და მუსიკა (მარკ სმიტი ჯგუფიდან Fall).
უმაღლესი შეფასება: „როცა გარდიანმა (Guardian) ათწლეულის საუკეთესო ფოტოგრაფად დამასახელა 1989 წელს.“




წყარო: http://www.guardian.co.uk/artanddesign/2010/jun/16/photography-brian-griffin-best-shot#

No comments:

Post a Comment