Friday, April 20, 2012

Sophie Calle's best shot


სოფი კალეს საუკეთესო კადრი

 


ეს ფოტო ჩემი პროექტის „Voir la Mer“-ს  („ზღვის სანახავად“) ნაწილია. სტამბულში შევხვდი ადამიანებს, რომელთაც ზღვა არასოდეს ენახათ, მიუხედავად იმისა, რომ ქალაქი ზღვითაა გარშემოკრული. 15 ყველა ასაკის ადამიანი, ბავშვიდან 80 წლის მოხუცამდე, წავიყვანე სანაპიროზე, რომ თავიანთ ცხოვრებაში პირველად ენახათ ზღვა.
სანაპიროზე ყველა მათგანთან ერთად ინდივიდუალურად მივდიოდი, როგორც, მაგალითად ამ კაცის შემთხვევაში, რომელიც 30 წელს გადაშორებული იყო. სანამ მივიდოდით თვალებზე ხელები ავაფარებინე,  როცა ზღვასთან მივედით და საიმედოდ მოვეწყვეთ, ვუთხარი თვალებიდან ხელები მოეშორებინა  და პირდაპირ გაეხედა. შემდეგ, როცა ის მზად იქნებოდა, ზოგისთვის ამას  ხუთი წუთი ჭირდებოდა, ზოგისთვის, კი თხუთმეტი, ჩემსკენ მობრუნდებოდა  და საშუალებას მომცემდა იმ თვალებისთვის შემეხედა, რომელთაც პირველად ნახეს ზღვას.
ფოტოს ყოველ მათგანს ზურგიდან ვუღებდი, თუმცა ვიდეოზე ვიწერდი მთელ პროცესს, მათი სახის გამომტყველებას, როცა ისინი ჩემსკენ მობრუნდებოდნენ. მათ წინ რომ დავმდგარიყავი, თვალებგახელილნი პირველად ზღვის ნაცვლად ჩემს კამერას დაინახავდნენ.  მივხვდი, რომ მათი ზურგიც უდიდეს ემოციებს გადმოსცემდა.  უფრო ძლიერი შეგრძნება იყო მათ უკან დგომა და მათსავით ზღვის ყურება.
ფოტოგრაფიისადმი ჩემი მიდგომა განსხვავებულია ყოველი პროექტის მიხედვით. ზოგჯერ ის  სამუშაოს დიდი ნაწილია, ზოგჯერ კი  მე თვითონ ფოტოებს საერთოდ არ ვიღებ. ეს მთლიანად იდეაზეა დამოკიდებული; ლიტერატურულია ის თუ უფრო ვიზუალური. სხვათაშორის, ეს ჩემი პირველი „მდუმარე“ ნამუშევარი იყო, საერთოდ ტექსტის გარეშე, თუ მცირე განმარტებებს არ ჩავთვლით. თუმცა, თავიდან, მე ის ასე არ დამიგეგმავს - ისე გამოვიდა, რომ სიტყვები ზედმეტი აღმოჩნდა.
ეს სერია მე ვაჩვენე მეორე პროექტთან ერთად, რომელსაც „La Dernière Image“ ერქვა. ის წარმოადგენდა  მხედველობადაკარგულ ადამიანებს, რომელთაც ხელში ფოტო ეჭირათ. ფოტოზე, კი ის საგნები და ნივთები იყო ასახული, რომლებიც მათ ბოლოს ახსოვდათ, რომ ნახეს. არ ვიცი, სიბრმავე რატომ გახდა ჩემი ნამუშევრების თემა. ეს არც ჩემს მოგონებებს და არც ბავშვობას არ უკავშირდება. თუმცა, შეიძლება არსებობს რაღაც მიზეზი, რომელიც მე არც კი ვიცი.


Curriculum vitae                            


 სოფი კალე

დაბადების ადგილი: პარიზი, 1953 წელი.

 განათლება: თვითნასწავლი

შთაგონება: "The wall of my father, who was a collector."

წარმატება / წარუმატებლობა: „მე ვერ ვიქნები ჩემი კარიერის მსაჯული. ეს სხვას უნდა კითხოთ.“

სასარგებლო რჩევა:  „ისიამოვნე შენი სამუშაოთი.“


 


წყარო:http://www.guardian.co.uk/artanddesign/2012/apr/18/photographer-sophie-calle-best-shot#



No comments:

Post a Comment