Sunday, April 29, 2012

A Most Intimate Bond


         ყველაზე ინტიმური კავშირი

 

როცა ექიმებმა საბოლოოდ დაასკვნეს, რომ სიამის ტყუპების, კარმენისა და ლუპიდა ანდრადეს ერთმანეთისგან განცალკავება შეუძლებელი იქნებოდა, მათი დედა, ნორმა, მორალურად განადგურებული იყო. ის აშშ-ში, მექსიკის ქალაქ, ვერაკრუზიდან იმ კონკრეტული მიზნით გაემგზავრა, რომ თავისი ქალიშვილები ინვალიდის შეზღუდული  ცხოვრებისა და დაცინვისგან ეხსნა.
წლების შემდეგ, როცა უკვე წამოზრდილმა გოგონებმა შეიტყვეს, რომ დედამ ისინი ამერიკაში ერთმანეთისაგან განცალკავების მიზნით ჩაიყვანა, თავზარდაცემულები იყვნენ.
„დედა, რატომ გინდა შუაზე გაგვჭრა?“ გამუდმებით კითხულობდნენ ისინი.
ანაბელ კლარკი ტყუპებს სამი წლის წინ შეხვდა, როცა ფოტოებს იღებდა პროგრამისთვის,                “ Healing the Children Northeast“, რომელმაც 2000 წელს, ორგანიზება გაუკეთა  სამკურნალო ვიზის გადაცემას კარმენის, ლუპიდას, მათი დედისა და უფროსი დის აბიგაილისთვის.


ტყუპებს ოთხი ხელი და ორი ფეხი აქვთ. მათ საერთ რეპროდუქციული ორგანოების და მონელების სისტემა აქვთ.  ექიმებმა ისინი ერთმანეთს ვერ დააშორეს რადგან ხერხემლით არიან დაკავშირებულები.
ნიუმილფორდში, ტყუპებთან სახლში პირველი ვიზიტის დროს, კლარკი აკვირდებოდა როგორი საოცარი სისწრაფითა და მოქნილობით აკეთებდნენ გოგონები სალტოებს და უკრავდნენ პიანინოს.(ლუპიდა უკრავს მარცხენა ხელით, კარმენი მარჯვენათი.)





ის ფიქრობდა, რომ გოგონები ძალიან განსხვავებულები იქნებოდნენ თავიანთი ასაკის ბავშვებისგან, მაგრამ პირიქით აღმოჩნდა - ისინი ტიპური ბავშვები იყვნენ. „როცა ისინი პირველად ვნახე, გავვოცდი, რომ მათ გარეგნობას არანაირი გავლენა არ ქონდა მათ პიროვნულობაზე.“ - ამბობს ფოტოგრაფი.
მიუხედავად იმისა, რომ ტყუპების მოქმედება საოცრად სინქრონულია, ისინი ხასიათით ძალაინ  განსხვავდებიან. კარმენი მხიარულია და ის უფრო დომინანტია, ლუპიდა, კი მორცხვი და გულჩათხრობილია. მას ცხოველები და ბედნიერი ისტორიები უყვარს. გასულ კვირას, როცა კლარკი  ესტუმრა მათ, კარმენი „ანა ფრანკის დღიურებს“ კითხულობდა.
კლარკმა აღმოაჩნა, რომ ტყუპები ბევრი რამით განსხვავდებიან სხვა ბავშვებისგან.  განსხვავებით უმეტესობა დედმამიშვილებისგან, ისინი არასოდეს კამათობენ და ჩხუბობენ.




ეს პროექტი სინამდვილეში არ არის კარმენისა და ლუპიდას ფიზიკურ კავშირზე, ის ორი  განსხვავებული ბუნების ადამიანის ურთიერთობაზეა, მათ ღრმა კავშირზე.
ადრე ანაბელ კლარკმა გადაიღო საკუთარი დედა ლინ რედგრეივი როგორ ებრძოდა მკერდის კიბოს. პროექტი New York Times Magazine-ში დაიბეჭდა და მოგვიანბეით წიგნადაც გამოიცა: „Journal: A Mother and Daughter’s Recovery From Breast Cancer გარდა სარედაქტორო სამუშაოსა, კლარკი ფოტოგრაფიას ასწავლის Creative Center-ში. ეს არის ორგანიზაცია, რომელიც უფასო ხელოვნების გაკვეთილებს უტარებს კიბოთი და სხვა ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანებს.
კლარკმა გადაწყვიტა ტყუპების ცხოვრებას კიდევ მრავალი წელი დააკვირდეს. მას აინტერესებს, როგორი მომავალი ელოდებათ გოგონებს. ახლა ისინი 11 წლის ბედნიერი ბავშვები არიან, მაგრამ როგორ გაუმკლავდებიან მოზარდობის ასაკის განცდებს, როგორც სიამის ტყუპები? შეძლებენ ისინი მოგვიანებით, როგორც ახლაგაზრდა ადამიანები, განახორციელონ თავიანთ ოცნებები?



კლარკი ამბობს, რომ მიუხედავად კარმენისა და ლუპიდას მდიდარი ბუნებისა, ადამიანებს უჭირთ გადალახონ მათი გარეგნობის ბარიერი ან უბრალოდ, შეხედონ მათ პირდაპირ.
„ისინი, რომ ქუჩაში შეგხვედროდათ, სურვილი გაგიჩნდებოდათ მათთვის თვალი გაგეყოლებინათ, მაგრამ ზრდილობის გამო გვერდზე გაიხედავდით. ამ სურათებით, მე მინდა ადამიანებს მივცე საშუალება შეხედონ მათ. მინდა ყველას დავანახო, რომ ისინი ნორმალური ბავშვები არიან და მათში საშიში არაფერია. დამთრგუნველიც არაფერია.

წყარო:  http://lens.blogs.nytimes.com/2012/04/20/a-most-intimate-bond/













No comments:

Post a Comment