Tuesday, March 13, 2012

Yann Arthus-Bertrand's best shot

   იან არტიუს-ბერტრანის საუკეთესო კადრი



         ეს ფოტო დედამიწაზე ერთ ერთ ყველაზე საშინელ მოვლენას ასახავს: ატაბასკას ნავთობის ქვიშებს ალბერტაში, კანადა. აქ ნავთობი ქვიშაში მოიპოვება და ასეთ ნარჩენს ტოვებს. რასაც ხედავთ, ეს მოწამლული და დაბინძურებული გარემოა, ფოტო, კი ძალიან ლამაზია. თუკი ახლოდან დააკვირდებით, მარჯვნივ პატარა ვარდისფერ რაღაცას დაინახავთ - ეს დროშის მსგავსი რამ არის, რომ ჩიტები დაფრთხნენ და იქ არ დაეშვნენ - მათთვის ეს მომაკვდინებელი იქნება.
           ეს ფოტო ჩემი ფილმზე „Home“ მუშაობისას გადავიღე, რომელიც 50 ქვეყნის აერო ხედებს აერთიანებს. მე ყოველთვის ასობით სურათს ვიღებ. National Geographic-ში მუშაობისას უამრავ ფირს გვაძლევდნენ. მე დღესაც ბევრს ვიღებ, მაგრამ ასეთი კადრის გადაღების შანსი მეორედ არ მოგეცემა. ამიტომ გადავიღე ექსპოზიციის სხვადასხვა ნიშნულებით, სხვადასხვა ლინზებით და სხვადასხვა სიჩქარით.
ჩემი გუნდი და მე ქვიშების თავზე ორი დღის მანძილზე დავფრინავდით. ნებართვა არ გვქონდა და ვშისობდი, რომ პრობლემები შეგვექმნებოდა. ამიტომ ხუთიოდე წუთით გადავიფრენდით, გადავიღებდი და უკან ვბრუნდებოდით. ძოგიერთ ადგილი ძალიან მკაცრია. მაგალითად, არგენტინაში ერთი კვირით დაგვაპატიმრეს კაშხლის გადაღების გამო.
            მე არ ვწყვეტ სად  უნდა წავიდეთ. ამ გადაწყვეტილებას მფრინავი იღებს. ამიტომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ისეთ ვინმესთან იმუშავო, ვინც თავადაც დაინტერესებულია სურათებით და ვინცმომცემს საშუალებას კარგი პოზიციიდან გადავიღო. მე არ ვარ ექსპერტი, როცა საქმე ტექნიკას ეხება, მაგრამ რაც ყველაფერს ცვლის ჩემთვის, ეს ავტოფოკუსია. ძალიან ბევრი ფოტო არ ვარგა არასწორი ფოკუსირების გამო.
           აერო ფოტოგრაფიით პირველად კენიაში დავინტერესდი, სადაც ჩემს მეუღლესთან ერთად ვიმყოფებოდი 1970 წელს. ჩემი მისია ლომების შესწავლა იყო, მაგრამ დამატებით თანხას ტურისტების საჰაერო ბუშტით გასეირნებით გამოვიმუშავებდი. 1992 წელს რიოს მსოფლიო სამიტმა (Rio Earth Summit) სრულიად შეცვალა ჩემი ცხოვრება და აქტივისტად მაქცია. ზევიდან ისეთ რაღაცეებს ხედავ, რასაც მიწაზე ვერ ამჩნევ -რეალურად აცნობიერებ ადამიანის გავლენას იმ ადგილებზეც, კი რომელთაც გეგონა , რომ კარგად იცნობდი. ჩემი სამუშაოს მიზანია, დავარწმუნო ადმიანები, რომ ასე ცხოვრება აღარ შეიძლება.



Curriculum vitae

დაბადების ადგილი: პარიზი, 1946 წელი, 13 მარტი.

შთაგონება: „შვედი ფოტოგრაფი გეორგ გერსტერი - პირველი ადამიანი, რომელმაც ჩემიმსგავსი აერო ფოტოები გადაიღო.“


განათლება: „მინდოდა მეცნიერი გავმხდარიყავი. დისერტაციას ვწერდი ლომებზე, მაგრამ მივხვდი, რომ ფოტოგრაფიით ისეთი რამე შემეძლო გადმომეცა, რასაც წერით ვერ შევძლებდი.“

წარმატება: „ლომების გადაღება“

მარცხი: „სამი ავია კატასტროფა“

სასარგებლო რჩევა: „არასოდეს ითხოვოთ რჩევა, ნუ გაყვებით სხვების გზას.“

 

   

 

წყარო: http://www.guardian.co.uk/artanddesign/2009/sep/23/yann-arthus-bertrand-best-shot#




 





 
 



 













 

1 comment:

  1. ძალიან ლამაზია , ზემოდან გადაღებულ კადრებს სულ სხვა ძალა აქვს და ეფექტი... მათში რჩეული კადრებიც გამიჩნდა, მაგალითად უდაბნოში აქლემები.
    და კიდე მომეწონა ავტორის რჩევა „არასოდეს ითხოვოთ რჩევა, ნუ გაყვებით სხვების გზას.“ გასათვალისწინებელია.

    ReplyDelete