Tuesday, March 13, 2012

Raymond Cauchetier's best shot

რეიმონდ კოუჩეტერის საუკეთესო კადრი


 ეს ფოტო 1962 წელს, ფილმის   „Jules et Jim“  დადგმისას გადავიღე. სცენარის თანახმად ეს იყო ძველი ფრანგული ბოქსის სტილის მატჩი ჯულსა და ჯიმს შორის. შესვენებაზე ვიღაცამ რადიო ჩართო, სადაც შტრაუსის ვალსს უკრავდნენ. მსახიობებმა, ოსკარ ვერნერმა და ჰენრი სერემ ორთაბრძოლა ძველ ფრანგულ სოფლის ცეკვაში გადაზარდეს.  აშკარად კარგი კადრის გადაღების შანსი გაჩნდა. მარჯვნივ, იატაკზე მიგდებული ბოქსის ხელთათმანი, ჩავთვალე, რომ კარგად ითამაშებდა და კადრიც შესაბამისად ავაწყვე.
ასეთი ტიპის ფოტოებს ვერ აკონტროლებ, რა თქმა უნდა. მზად უნდა იყო, თანამონაწილე უნდა გახდე, რადგან  სანამ ტვინი თითს უკარნახებს ღილაკს დააჭიროს, მომენტი ჩაივლის. მომწონს მათი მოძრაობის ბალანსი. კონტაქტზე სხვა კადრებიც არის, მაგრამ ეს საუკეთესოა.
ჩემი მიდგომა კინოს ფოტოგრაფირებისადმი აბსოლუტურად ფოტოჟურნალისტური იყო. ეს კადრები, მაშინ მხოლოდ სარეკლამო მიზნებისთვის იყო გათვალისწინებული. მე, კი კინოს გადაღების პროცესი მაინტერესებდა. არ მინდოდა ის გადამეღო, რასაც კინო კამერები იღებდნენ.
ამ კადრის გადაღებისას მე გამოვიყენე მცირე ფორმატიანი ლინჰოფი ცეის ტესარის (Zeiss Tessar) ლინზით. ჩვეულებრივ, კი მე  დიდ,    -ინჩიანი როლეიფლექსით ვიღებდი: ეს დიდ ფორმატიანი და საოცრად მყარი აპარატი იყო. შეგეძლოთ მდინარეში ჩაგეგდოთ, როგორც მე დამემართა მეკონგში(Mekong) და მას არაფერი მოუვიდოდა. მაშინ, ფოტოგრაფების უმეტესობა 35მმ-იან ლეიკას იყენებდა, მე ის არ მომწონდა: გამოსახულება ხუთჯერ მცირე ზომის იყო და კორპუსი ძალიან ფაქიზი. ფაქტიურად, მე უარი ვუთხარი კარტიე-ბრესონის მაგნუმში მიწვევას, რადგან მომიწევდა ლეიკა გამომეყენებინა. ამას არც ვნანობ, თუმცა, ალბათ, რომ დავთანხმებოდი, დღეს გაცილებით უფრო ცნობილი ვიქნებოდი.

Curriculum vitae



დაბადების ადგილი: პარიზი. 1920 წელი

განათლება: „თვითნასწავლი. გავხდი ფრანგული ახალი ტალღის არაოფიციალური ფოტოგრაფი გოდარის ფილმის “A Bout de Souffle("უკანასკნელი ამოსუნთქვით") გადაღებისას.“



წარმატება: „1967 წელს ორი თვიანი ტურისტული გადაღებები კამბოდიაში, მეფის მიწვევით.“

მარცხი: „როცა კინოს ფოტოგრაფირებას ჩამოვშორდი, 1968 წელს,  ახალი ტალღის          ოპერატორის, რაულ კოტარდის(Raoul Coutard) გამო.“




წყარო:http://www.guardian.co.uk/artanddesign/2010/dec/01/raymond-cauchetier-best-shot-photography#

კადრები ფილმებიდან:














No comments:

Post a Comment