Thursday, March 29, 2012

Interview with Hiroshi Watanabe

ინტერვიუ ჰიროში ვატანაბესთან


რამ შთაგაგონათ დაგეწყოთ ფოტოების გადაღება, რა არის თქვენი მთავარი ინსპირაცია იმუშავოთ ამ დარგში?

როცა სკოლას ვამთავრებდი, მშობლები ხშირად მეუბნებოდნენ, რომ ბევრი  უნდა მემეცადინა და უნივერსიტეტში ჩამებარებინა, მე, კი სწავლა არ მინდოდა. ერთი კარგი მეგობარი მყავდა, რომელსაც მხატვარობა სურდა... და გახდა კიდეც. ჩემზე ამ აზრმა გავლენა მოახდია, მაგრამ ვიცოდი, რომ კარგად ხატვა არ შემეძლო და არც ხელოვნების სხვა დარგებში მქონდა განსაკუთრებული ნიჭი. ამიტომ ვიფიქრე ფოტოგრაფიისთვის მომეკიდა ხელი. ვფიქრობდი, რომ ადვილი და გასართობი საქმე იყო და არც დიდი სწავლა-განათლება ჭირდებოდა. ვიპოვე უნივერსიტეტი ოთხ წლიანი ფოტოგრაფიული კურსით და წარმატებით ჩავაბარე იქ. ამით ჩემი მშობელების მოთხოვნა  და ჩემი ადვილი ცხოვრების სურვილიც დაკმაყოფილდა. მამაჩემმა მიყიდა ჩემი პირველი აპარატი - მინოლტა 35მმ. სარკიანი აპარატი.თავიდან ფოტოგრაფიით დიდად არ ვიყავი დაინტერესებული და კოლეჯის ცხოვრებით ვტკბებოდი, მაგრამ თანდათან ჩემი მიდგომა უფრო სერიოზული გახდა. კოლეჯის დამთავრების შემდეგ, სამსახური აშშ.-ში. მწარმოებელ კომპანიაში ვიშოვე, რომელიც სპეციალიზირებული იყო იაპონური ბაზრისთვის რეკლამების შექმნაში. ვფიქრობდი აქ 1-2 წელი მემუშავა და პარალელურად მეძებნა სამსახური, როგორც ფოტოგრაფს. მაგრამ მაშინ ერთ ფოტოგრაფს შევხვდი, რომელმაც მითხრა რომ რეკლამას და კინოს დიდი პოტენციალი ქონდა , ფოტოგრაფია კი სულს ღაფავდა და მირჩია დავრჩენილიყავი ჩემს სამსახურში. ამ პერიოდში დავქორწინდი და პასუხისმგებლობა მომემატა. ამიტომ სამსახურის მიტოვება აღარ მიფიქრია. ოთხი წლის შემდეგ, კი საკუთარი მწარმოებელი კომპანია დავაარსე. ამ ბიზნესს 15 წელი ვმართავდი, როცა, უეცრად, ერთ დილით, გავიღვიძე და გადავწყვიტე ფოტოგრაფიას დავბრუნებოდი. არ ვიცი, რატომ, მაგრა, მე ასე გადავწყვიტე. ბოლო ხუთი წლის მანძილზე ჩემი ბიზნენსის პარალელურად ვიღებდი ფოტოებს. ასე შევქმენი ჩემი პირველი პორტფოლიო კომერციულ საქმიანობებს შორის გადაღებული სურათებით. მოგვიანებით, კი დავხურე ბიზნესი და გავხდი სრულგანაკვეთიანი ფოტოგრაფი. ამის შემდეგ ათმა წელმა გაიარა და მე ისევ ფოტოგრაფი ვარ.

თქვენი აზრით და გამოცდილებით, დამწყებმა ფოტოგრაფებმა როდის უნდა ჩათვალონ თავი მზად იმისთვის, რომ დაიწყონ თავიანთი ნამუშევრების ფართო სპექტრისთვის ჩვენება? რა არის ის უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი, რომელიც ფოტოგრაფმა უნდა გადადგას, რომ იპოვოს თავისი აუდიტორია, ჩაერთოს გამოფენებში და მოიპოვოს პროფესიონალური წარდგენა?

რა თქმა უნდა, ფოტოგრაფმა უნდა დაიწყოს თავისი ნამუშევრების ჩვენება სხვებისთვის და დღეს ამის ბევრი შესაძლებლობაა: კონკურსები, პორტფოლიოების განხილვები, გრანტები და ა.შ.  არა მგონია  ეს პრობლემა იყოს. უამრავი შანსი არსებობს, რომ დაგინახონ, თუკი კარგი ხარ. ამიტომ საკითხი ასე დგას: „ხარ კარგი?“  მარტივად და ყველაზე სარწმუნად ამას თავად ფოტოგრაფი გამოარკვევს. საკუთარ თავზე უკეთესად ამაზე ვერავინ გიპასუხებთ. თუ თქვენ დარწმუნებული არ ხართ, რომ თქვენი ფოტოები საკმარისად კარგია, მაშინ ეს ასეცაა. ნუ დაეკითხებით სხვას. ჩამოკიდეთ თქვენი ფოტო და იცხოვრეთ მასთან ერთად. თუ ის თავს კარგად გაგრძნობინებთ და თუ ამაყობთ, რომ ის თქვენ გადაიღეთ, ის მართლაც კარგია. თუ მასზე , ვინც ის უარყო, თქვენ ფიქრობთ: „ის ამას ინანებს“, თქვენი ნამუშევარი ძალიან კარგია. როცა თქვენ დარწმუნებული ხართ თქვენს ნამუშევრებში, მაშინ მზად ხართ, რომ აღმოგაჩინონ.

როგორ მიიღეთ წარმატებული, პროფესიონალი ფოტოგრაფის სტატუსი. რა საფეხურები გაიარეთ, რომ მიგეღწიათ ამ დონის წარმატებისთვის?

არ ვარ დარწმუნებული, რომ წარმატებული პროფესიონალი ფოტოგრაფი ვარ. თუკი „წარმატებული პროფესიონალი“ გულისხმობს ამ პროფესიის საშუალებით, ასე ვთქვათ, ფუფუნებაში ცხოვრებას, მაშინ მე ნამდვილად არ ვარ პროფესიონალი.  ჩემს ნამუშევრებს პრესტიჟული გალერეები ფენენ ნიუ იორკში, ჩიკაგოში, სანტა ფეში, ლოს ანჟელესში და ა.შ. მე ვყიდი ნამუშევრების საკმაო რაოდენობას ყოველ თვიურად, მაგრამ მხატვრული ფოტოგრაფიის შექმნას დიდი ფული ჭირდება. მე ძალიან ბევრს ვხარჯავ ფირებზე, ბეჭდვაზე, მოგზაურობაზე. კვირაში ხუთი დღე სრული დატვირთვით ვმუშაობ და სხვას არაფერს ვაკთებ. ჩემი ხარჯები თითქმის უტოლდება შემოსავალს, მაშინაც, კი როცა მიმართლებს. ამიტომ, მე შეიძლება არ ვიყო საკმარისად კვალიფიციური ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად. რატომ არ ვანებებ თავს ფოტოგრაფიას?  ვფიქრობ, ეს ჩემი უდიდესი სიყვარულის და უგუნურების კომბინაციაა. ჩემთვის ფოტოგრაფია ინტელექტის, შემოქმედობითობის და ცნობისმოყვარეობის რეალიზაციის საშუალებაა. მე მიყვარს სურათების გადაღება.


წყარო: http://2waylens.blogspot.com/2010/05/hiroshi-watanabe.html

 


Kabuki Players















Noh Masks of Naito Clan







Monkeys









 American Studies


















No comments:

Post a Comment