Tuesday, February 7, 2012

Nan Goldin's best shots

ნენ გოლდინის საუკეთესო კადრები






















 
დიდებს აღარ ვიღებ, მე შვილი არ მყავს და ფსიქოლიგიურად პატარებზე ფოკუსირება ჩემი სურვილი იყო. თუმცა, მე ჩემი მეგობრების შვილების ნათლია ვარ მთელი მსოფლიოს მასშტაბით - ბერლინი, ნიუ იორკი, შვედეთი, იტალია. კარგად აღარ მახსოვს, როგორი შეგრძნებაა, როცა ბავშვი ხარ, მაგრამ მათმა ფოტოგრაფირებამ ჩემში მოგონებები აღძრა. ისინი მოუთვინიერებლები და მაგიურები არიან, თითქოს სხვა პლანეტიდან მოვიდნენ. ბავშვები ჯერ კიდევ არ არიან სოციალურად განპირებებულები და შეუძლიათ საჯაროდ იყვირონ, იცინონ და გამოხატონ თავიანთი გრძნობები. ხანდახან  მშურს მათი. როცა ხალხში ვარ, ჩემი და ბავშვების თვალები ერთმანეთს ხშირად ხვდება, ჩვენ ერთსა  და იმავე რაღაცეებზე გვეცინება.
ბავშვების გადაღება  80-იანი წლებიდან დავიწყე და ეს უფრო და უფრო მნიშვნელოვანი ხდება ჩემთვის. მე ბავშვებში ჩემი მეგობრების გაგრძელებას ვხედავ, მით უმეტეს, თუ რომელიმე გარდაცლილია. ეს ერთგვარი იმედია, რომ ჩემი მეგობრები სხვა ადამიანების სახით ისევ მოვლენ ამ ქვეყნად.
სლაიდ შოუ ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი მედიუმია, ისინი იმ ფილმებივითაა, რომლებიც მუდმივად შეგიძლია დაარედაქტირო და წლების მანძილზე უფრო იზრდებიან.  ეს სურათები იმ სლაიდ შოუს მეორე ვერსიაა, რომელიც ათენში ვაჩვენე გასულ წელს. ფოტოები რედაქტირებულია და მუსიკასთან შეწყობილი დროში. პირველად მუსიკა მოვიდა. ყველა სიმღერას ბავშვები მღერიან, გარდა პირველისა, რომელიც ფეხმძიმობაზეა.
ეს ჩემი ერთ-ერთი  ყველაზე ოპტიმისტური ნამუშევარია: არ არის კონცენტრირებული დანაკარგზე, სიკვდილზე, წყვდიადზე. ერთის მხრივ მინდოდა ადამიანები შეწუხებულიყვნენ, ეტირათ, მეორეს მხრივ, კი მინდოდა მათ ემოციებს შევხებოდი და ისინი გამეცინებინა.  აქ მე არ მინდა ადამინებმა იტირონ, მაგრამ ძალიან მინდა, რომ თავიდან მოიშორონ პურიტანული დამოკიდებულება ბავშვებსა და მათ სექსუალურობაზე. ყველანი ქალის სხეულიდან მოვდივართ და ეს არ უნდა დავივიწყოთ და ამან არ უნდა შეგვაშინოს. მაოცებს აზრთა სხვადასხვაობა სახალხოდ ბავშვის ძუძუთი კვებაზე და რომ ეს ვიღაცეებისთვის გულის ამრევია. ან დამოკიდებულება ბავშვებისადმი, რომლებიც შიშვლები დარბიან, განსაკუთრებით აშშ-ში. ბავშვებს არ უნდა ეშინოდეთ თავიანთი სხეულის, ეს ყველაზე ცუდი რამ არის , რაც შეიძლება ადამიანს გაუკეთო.


სურათების ნაწილი ახალია, ნაწილი, კი ჩემი არქივიდანაა. ამ ბავშვებს ყველას ვიცნობ: ჩემი ძმისშვილი, ჩემი მეგობრის, ამანდას ტყუპები, რომელთაც 1989 წლიდან ვიღებ. ბევრი სურათი ბრუნოსია, რომელიც ჩემი მეგობრის ვაჟია. მისი ერთი სურათი ვნახე ახლახან, სადაც ის ძალიან სევდიანად გამოიყურება და ამან ჩემზე იმოქმედა.
ბავშვებს უმეტეს შემთხვევაში უყვართ, როცა ფოტოს ვუღებ. მათ საშუალებას ვაძლევ საკუთარი თავი გამოხატონ, შემდეგ, კი ვცდილობ ამოვიცნო როგორები არიან ისინი და რამდენადაც შესაძლებელია შორს მივდივარ. მაინტერესებს, როგორ ახდენენ პატარები თვიანთი სქესის იდენტიფიცირებას, მაინტერესებს სევდა, რომელსაც მათში ვხედავ და თუ, როგორ იკეტებიან ისინი თავიანთ სამყაროში. ჩემთვის ძალიან საინტერესოა მათი ურთიერთობა მშობლებთან, აშკარაა მათი სიახლოვე თუ ამბივალენტური. არის ერთი სიმღერა უსაზღვროდ მოსიყვარულე შვილზე, რომელსაც არ უნდა დედამ მიატოვოს და მზად არის თვითონ იზრუნოს მასზე.
მომწონს, როცა ბავშვები თავად გამოეწყობიან ხოლმე. ამ სლაიდ შოუში ჩემი ყველაზე საყვარელი ფოტოა ჩემი ნათლული კლარა, რომელიც საღებავის ქილაზე დგას და მღერის შარფში გახვეული. 


როცა მათ ვსტუმრობ ის და მისი და  გამოეწყობიან კოსტიუმებში და წარმოდგენას მართავენ ჩემთვის.


 ბავშვი კამუფლიაჟით გოგნად დაიბადა, მაგრამ ბიჭად ყოფნა არჩია, თუმცა 15 წლის ასაკში ისევ შეიცვალა.


ის პატარა, კი , რომელიც ჭუჭრუტანაში იხედება ძალიან მაგონებს ჩემს თავს - დამალულია, მაგრამ უნდა, რომ დაინახონ.


ჩვილი ლურჯ ბალიშზე დაახლოებით ერთი თვისაა, მაგრამ როგორი მზერა აქვს, თითქოს ყველაფერი იცის. ზოგი ამბობს, რომ ბავშვებმა ყველაფერი იციან და ცხოვრება ამ ყველაფრის დავიწყებაა. შეიძლება ეს მართალია. მათ იციან რაღაც, რაც ჩვენ არ ვიცით, რადგან ისინი ეს-ეს არის გამოვიდნენ საშოდან.


მინდოდა მთელი განვითარების პროცესი გადმომეცა, ამიტომ აქ ის ბავშვებიც შევიდნენ, რომლებიც ჯერ არ დაბადებულან, როგორიცაა ჩემი აბაზანაში მომღიმარი ფეხმძიმე მეგობრის სურათი. მან იმ ღამით იმშობიარა, როცა მე წამოვედი. მსიამოვნებს ის აზრი, რომ  მაშუქის სინათლემ ბავშვი გარეთ გამოიყვანა.


დღეს უკვე აღარ დამაქვს ჩემი აპარატი თან: მე აღარ მაქვს მისდამი იგივე დამოკიდებულება. ფოტოგრაფია არასოდეს ჩამითვლია მაღალი ხელოვნების ერთ-ერთ ფორმად. დღეს ყველა იღებს სურათებს, ეს უკვე ტელეფონითაც შეიძლება. მთელი ეს ციფრული ტექნოლოგია ჩემთვის ძალიან დამთრგუნველია. ჩემი პროცესი გაქრა. უამრავი უცნობი რამ შეიძლებოდა ფოტოზე გამოჩენილიყო, რასაც ვერც კი წარმოიდგენდი. ახლა, კი ყველაფერი ძალიან ზედაპირულია. მე თავი ფოტოგრაფად არასოდეს აღმიქვამს. ვფიქრობ, ჩემი შემოქმედება უფრო მეტად სამყაროს ჰუმანური ხედვიდან მოდის, ვიდრე  ხელოვნების მანიპულირებადი და თეორიული ვერსიისგან. ეს ყველაფერი იმ ადამიანებზე და ადგილებზეა, რომებიც მიყვარს და მოსვენებას არ მაძლევს.




 



   Curriculum vitae

 

გავლენა: „როცა ვიწყებდი ჯონ კასავეტესი, გაი ბორდინი და ოგესტ სენდერი. ახლა                                    ქრისტერ სტრომჰოლმი და ანდერს პეტერსონი.“
სასარგებლო რჩევა: „ არ გააკეთოდ ეს საქმე. ძალიან ბევრი ფოტოგრაფია. ეცადეთ ხატოთ ან პოლიტიკურად ისეთ რამეში ჩაერთეთ, რასაც მართლა აქვს მნიშვნელობა. თუ ხელოვნება იმისთვის გინდათ, რომ ცოცხალი დარჩეთ, მაშინ  მას არ მისდიოთ“
უმაღლესი წერტილი:  „ყველაფერს ძალიან ვაფასებ. არც, კი ვიცი, მეტი რა უნდა ყოფილიყო, მაგრამ უიტნის რეტროსპექტივა 1996 წელს, ჩემი ბოლო წიგნი „The Beautiful Smile“ და ასევე ჩემი შოუ ლუვრში, მართლაც მწვერვალი იყო.
მარცხი: „ბოლო შვიდი წელი: კონტრაქტის გამო არ შემეძლო ჩემი წიგნი გამომექვეყნებინა და როგორც ხელოვანი მკვდარი ვიყავი.“


წყარო:http://www.guardian.co.uk/artanddesign/2011/jul/24/photograph-nan-goldin-best-shots?INTCMP=SRCH#


No comments:

Post a Comment