Tuesday, February 14, 2012

Masahisa Fukase

მაზაჰისა ფუკასე




 „მე ვმუშაობ და სურათებს ვუღებ დროს იმ იმედით, რომ მის შეჩერებას შევძლებ და თუ ამ კუთხით შევხედავთ, ჩემი შემოქმედება ჩემს დღევანდელ ცხოვრებაზე შურისძიების დრამაც შეიძლება გახდეს.“





    






მაზაჰისა ფუკასე იმ უცნაური იაპონური თაობის წარმომადგენელია, რომლებიც ომამდე დაიბადნენ და როცა ზრდასრულ ასაკს მიაღწიეს მათი ქვეყანა დამარცხებული და განადგურებული იყო. ისინი, მკვეთრად გამოხატული იაპონური ფორმით, დაკარგული თაობაა. ფუკასე დაიბადა 1934 წლის 25 თებერვალს ფოტო სტუდიის მეპატრონის ოჯახში. ის იაპონიიის უკიდურეს  ჩრდილოეთით მდებარე კუნძულ ჰოკაიდოზე დაიბადა და აღიზარდა.  შემდეგ მან დაამთავრა ნიჰონის უნივერსიტეტი, სადაც ფოტოგრაფია შეისწავლა და 1956 წელს,  Dai-Ichi  სარეკლამო კოიმპანიაში დაიწყო მუშაობა, როგორც კომერციულმა ფოტოგრაფმა.
ამ სამუშაომ მას მრავალფეროვანი გამოცდილება მისცა და მყარი ფინანსური შემოსავლით უზრუნველყო, რაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო შემდგომში  მისი პირადი ფოტოგრაფიული კარიერის განვითარებისთვის. ფუკასეს ორჯერ ქონდა სოლო გამოფენა: Oil Refinery Skies-1960 წელს და Kill the Pigs 1961 წელს, რომელთც დადებითი კრიტიკული შეფასება მოჰყვა, მაგრამ ფინანსური წარმატების გარეშე ჩაიარა.


60-იანი წლების დასაწყისში ფუკასე დაქორწინდა  და თავისი აპარატი პირქუში ქარხნებისა დ აცხოველთა სასაკლაობის ნაცვლად , თავისი მეუღლის , იოკოსაკენ მიმართა. მისი ახალი ნამუშევრები სრულიად ახალი მიდგომა იყო და ააშკარავებდა მის ნიჭს გადმოეცა სხვადასხვა განწყობები. ზოგი ფოტო უდარდელი და ლაღი იყო, ზოგიც , კი ლირიული და რომანტიკული. შესაბამისად ფუკასეს ახალ გამოფენას „თამაში“ ერქვა.
70-იანი წლებიდან მისმა შემოქმედებითმა კარიერამ აღმასვლა დაიწყო. მეუღლის ფოტოები არა მხოლოდ მისი პირადი დამოკიდებულების რეალიზება იყო, ისინი კრიტიკამაც დადებითად შეაფასა. მი ნამუშევრებს მყიდველკებც გამოუჩნდნენ. ფუკასეს ფოტოების  პირადული და ხშირად მხიარული განწყობა  მკვეთრად განსხვავდებოდა მისი თაობის იაპონელი ფოტოგრაფების ნიჰილისტური ხასიათის ნამუშევრებისგან.
1974 წელს ფუკასემ და რამდენიმე ცნობილმა იაპონელმა ფოტოგრაფებმა (შომეი ტომაცუს, ეიკო ჰოსოეს და დაიდო მორიიამას ჩათვლით) დაარსეს ფოტოგრაფიული სკოლა, რომელსაც „სახელოსნო„  უწოდეს. იმავე წელს ფუკასეს ნამუშევრები თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში გამოფინეს.
რაც უფრო აღმავლობას განიცდიდა ფუკასეს კარიერა მით უფრო უბედური იყო მისი მეუღლე იოკო. ის თავისი ცხოვრების ამ პერიოდს ახასითებს, როგორც „სულისშემხუთველ მონოტონურობას, რომელსაც ენაცვლებოდა ძალადობა და თვითმკვლელობისკენ მიმართული აზრების გაელვება.“ საბოლოოდ, იოკო მიხვდა, რომ ერთადერთი გზა თავად აეღო კონტროლი საკუთარ ცხოვრებაზე, იყო მეუღლის მიტოვება დ ასეც მოიქცა. 1976 წელს, 13 წელი ერთად ცხოვრების შემდეგ იოკომ ქმარი მიატოვა.


შემდგომ განვითარებულმა მოვლენებმა შეცვალა ფუკასე და მისი კარიერა. მძიმე დეპრესიაში მყოფი ფოტოგრაფი მატარებლით თავის მშობლიურ ქალაქ, ჰოკაიდოში გაემგზავრა. გზად მან შენიშნა, რომ ყვავების გუნდი ხშირად თავს დასტრიალებდა სადგურებს, სადაც მატარებელი ჩერდებოდა დროდადრო. ის ყოველ გაჩერებაზე ჩამოდიოდა  და მათ სურათებს უღებდა. ეს ფოტოები და მათი გადაღების მანერა დომინანტური გახდა ფუკასეს შემოქმედებაში.
ყვავების ამ ფოტოებს ნამდვილად ვერ მივაკუთვნებთ ველური ფოტოგრაფიის ჟანრს. ფუკასეს მიდგომა ხაზს უსვამს  ამ ფრინველების შემზარავ ძალას. ისინი მხოლოდ ამ ფრინველებზე კი არ არის, არამედ ფოტოგრაფის ემოციური მდგომარეობის ვიზუალური გადმოცემაა. ფორმითა და განწყობით ფოტოები გავს იაპონურ ტრადიციულ sumi-e -ს  -მელნისა და რეცხვის ხელოვნებას, რომელიც ცნობილია თავისი მკაცრი სტილით.
ყვავებს , სხათაშორის, საინტერესო ადგილი უჭირავთ იაპონურ მითოლოგიაშიც. ისინი მიეკუთვნებიან ზებუნებრივი ქმნილებების ჯგუფს, რომელსაც ტენგუ ერქვა. ის აერთიანებდა დამანგრეველი ძალის მქონე ავისმომასწავებელ სულებს. ტენგუს ის ნაწილიც, კი, რომელიც ადამიანთა მფარველად ითვლება, თავისი არაპროგნოზირებადობის გამო საშიშად ითვლება.


საინტერესოა, რომ ის კადრებიც, კი რომლებზეც ყვავები არ არიან, ისეთ შეგრძნებას ტოვებს, თითქოს ისინი სადღაც იქ არიან. გამოსახულებები ინტროსპექტული, შორეული, ემოციურად მიუწვდომელი და თითქმის ამოუცნობია. გამოსახულებები ისეთი სასოწარკვეთილებითაა სავსე, რომ მათი შეხედვა ტკივილს გაყენებს.
1986 წელს ამ სერიიდან შეირჩა ფოტოები და გამოიცა წიგნი, Karasu  (ყვავები), რომელმაც საერთაშორისო ყურადღება მიიპყრო.  ხუთი წლის შემდეგ ის მეორედ გამოიცა ინგლისური სათაურით, The Solitude of Ravens (ყვავების მარტოობა)
მიუხედავად საერთაშორისო წარმატებისა და მიუხედავად იმისა რომ იოკოს წასვლიდან საკმაო დრო გავიდა, ფუკასე მაინც დეპრესიაში და მელონქოლიაში იყო ჩაძირული. უბედურება მას თითქოს თან სდევდა. ერთ-ერთ ინტერვიუში მან თქვა: „მე ვმუშაობ და სურათებს ვუღებ დროს იმ იმედით, რომ მის შეჩერებას შევძლებ და თუ ამ კუთხით შევხედავთ, ჩემი შემოქმედება ჩემს დღევანდელ ცხოვრებაზე შურისძიების დრამაც შეიძლება გახდეს.“



















1992 წლის ზაფხულში, ფოტოგრაფმა თავის საყვარელ ბარში დალია, კიბეზე ფეხი დაუცურდა და დაცემის შედეგად მძიმე თავის ტრამვა მიიღო. ის კომაში ჩავარდა და დღემდე კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფება.
იოკომ მეორედ იქორწინა, მაგრამ ის დღემდე, თვეში ორჯერ მიდის ჰოსპიტალში პირველი ქმრის მოსანახულებლად. „ის მხოლოდ მაშინ ხედავს, როცა თვალებს კამერა უფარავს, სხვაგვარად ვერა. ის ჩემი პიროვნების ნაწილია. აი, ამიტომ დავდივარ მე მის სანახავად.“ - თქვა იოკომ ერთ-ერთ ინტერვიუში.


წყარო: http://www.utata.org/salon/v3/37327.php




























No comments:

Post a Comment