Thursday, February 9, 2012

Mary Ellen Mark's best shot

მერი ელენ მარკის საუკეთესო კადრი


ეს ფოტო ინდოეთში, აჰმედაბადის  ცირკში გადავიღე. მგონი, მას Great Golden Circus ერქვა. მე ქუჩის ფოტოგრაფი ვარ, მაგრამ ნებისმიერი უცნაური, ირონიული ხასიათის გამოსახულება მაინტერსებს. ცირკში, კი არის რაღაც ძალიან რომანტიკული. იმ პერიოდში წიგნს ვაკეთებდი; ექვსი თვე მოგზაურობაში გავატარე და 18 ცირკი მოვინახულე. შესანიშნავი დრო იყო. მერწმუნეთ, ცირკისთვის ძნელია წარმოიდგინოთ ინდოეთზე უფრო უჩვეული ადგილი.
დავნიშნეთ შეხვედრა , რომ გადამეღო რამ პრაკაშ სინგჰი და მის მიერ გაწვრთნილი სპილო, სახელად  შიამა. სინგჰს ძალიან დიდი ეგო ჰქონდა, ის ცირკის წარმოდგენებს თავად მართავდა, ასე ვთქვათ, ნომერ პირველი იყო და ეს მას სახეზე აწერია.ის თვლიდა, რომ ფოტო მთლიანად მას ეძღვნებოდა. მან სპილოს ხორთუმი შემოიხვია კისერზე, შევხედე და მივხვდი, რომ დიდებული იყო და რამდენიმე კადრი გადავიღე. მაგრამ, შემდეგ, როცა ფოტოები ვნახე, შევამჩნიე, რომ ერთ-ერთზე შიამა თვალით გვერდზე იხედებოდა, რაც უცნაურ ბოროტ გამომეტყველებას სძენდა მას. მივხვდი, რომ სწორედ ეს მჭირდებოდა.
ხანდახან ფერად სურათებსაც ვიღებ, მაგრამ ვგრძნობ, რომ ფოტოები, რომელთანაც ყველაზე დიდ კავშირს ვგრძნობ, შავ-თეთრია. მე მომწონს მისი აბსტრაქტულობა.
ფოტოს აქვს ანტროპო-მორფული თვისება. აი, რატომ მომწონს მე ის: ვფიქრობ, შიამა კონტაქტში შემოვიდა ჩემთან. მან ამ მდგომარეობაში გარკვეული დრო დაჰყო, რაც საკმარისი აღმოჩნდა ჩემთვის, რომ გადამეღო. ერთი წლის შემდეგ, გავიგეთ, რომ შიამამ მოწამლული ჩაპათი(თხელი, უხეში, უსაფუარო პური ინდურ სამზარეულოში) ჭამა და მოკვდა.

   Curriculum vitae





დაბადების ადგილი: ფილადელფია. 1940 წელი


განათლება: პენსილვანიის უნივერსიტეტი


შთაგონება: ანრი კარტიე-ბრესონი, რობერტ ფრანკი“


არ მოსწონს: „დღეს ფოტოები კომპიუტერში დამუშავების შედეგად იქმნება, ეს ნამდვილად არ არის ფოტოგრაფია.“


რჩევა: „გადაიღე სამყარო ისე, როგორიც არის ის. არაფერია რეალობაზე საინტერესო.“







წყარო:http://www.guardian.co.uk/artanddesign/2009/nov/25/photography-mary-ellen-mark-best?INTCMP=SRCH#zoomed-picture

No comments:

Post a Comment