Thursday, February 2, 2012

KISHIN SHINOYAMA JUST WASN'T MADE FOR THESE TIMES

კიშინ შინოიამა უბრალოდ არ არის შექმნილი ამ დროისთვის


რამდენიმე დღის წინ თქვენ ბრალი დაგდეს „ შეურაცმყოფელი შინაარსის“ მქონე ფოტოების გადაღებაში. რას გრძნობთ, როცა ბრალდებული ხართ იმაში, რასაც ათწლეულების მანძილზე აკეთებდით?

ეს უცნაურია, მაგრამ მე პირადად ასეთი პოზიცია მაქვს: “თუკი ადამიანები ასე თვლიან, დამაჯარიმონ“ , თუმცა ნებისმიერი მიხვდება, რომ ეს უჩვეულო შემთხვევაა. ჩემი სათქმელი ოფიციალურ დოკუმეტშიც დავწერე და გირჩევთ წაიკითხოდ.

განცხადებაში თქვენ ამბობთ: „როცა გამოხატვის თავისუფლება იკარგება მის აღდგენას გარკვეული დრო ჭირდება.“

ისინი ძალიან შორსმჭვრეტელურად მოიქცნენ - არაფერს ამბობენ თავად ნამუშევრებზე. აი, მათი აზრი: „პრობლემა მდგომარეობს იმაში თუ როგორ მოხდა ამ ფოტოების გადაღება“  და რომ ისინი არ აპირებენ  ხმაური ატეხონ ჩემი სახელის გარშემო. მაგრამ ეს ფოტოები ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილებზეა გადაღებული და ექვემდებარება კანონს „არასაკადრისი, უხამსი ექსპოზიციის“ შესახებ.მე მხოლოდ ისღა დამრჩენოდა მეთქვა: „მართლა?“

ესე იგი, თქვენ დარწმუნებული ხართ, რომ პრობლემა თვად გადაღების მეთოდებშია?

როცა ამ ფოტოებს ვიღებდი, არც კი მიფიქრია, რომ დანაშაულს ჩავდიოდი.მაგრამ ისინი ამბობენ, რომ ეს დანაშულია, რადგან გადაღების ადგილი 100% დაფარული უნდა იყოს სხვების თვალთაგან. რაღა დამრჩენია იმის გარდა, რომ მათ დავეთანხმო? მიუხედავად იმისა, რომ პრობლემა არ არის ამ ტიპის ფოტოები სამყარომ ნახოს და მსურველებმა შეისყიდონ,  როცა ასეთი ტიპის იურიდიული საკითხი ასეთ დიდი ყურადღებას იპყრობს, ამან შეიძლება სხვებს აფიქრებინოს, რომ არასწორია გარეთ ფოტოების გადაღება და ამისთვის შეიძლება დააპატიმრონ კიდეც. ვფიქრობ, რომ იქნება ასეთი შემაკავებელი ეფექტი, რაც დააბრკოლებს ადამიანების თვითგამოხატვას. დანაშაული დანაშაულია, რაც არ უნდა მცირე  იყოს ჯარიმა. ალბათ, ბრალდება ჩემ წინააღმდეგ, სწორედ ასეთ ეფექტს გამოიწვევს.



მაგრამ თქვენ გქონდათ შანსი გებრძოლათ სასამართლო გზით. ეს ვარიანტი არ განგიხილავთ?

არანაირად. მათ არ ქონდათ პრობლემა იმასთან დაკავშირებით, თუ რისი გამოხატვა მსურს მე. ისინი არ ამბობენ, რომ ის, რასაც მე ვაკეთებ „უხამსობაა.“ პრობლემა მხოლოდ ის არის რა ვითარებაში ვიღებ მე ჩემს ფოტოებს. ამ  ბრძოლაში ჩემი დამარცხება გარდაუვალი იქნებოდა. ეს  პრეცენდენტია. როგორ გითხრათ, თუკი შიშველ ნატურას იღებ სანაპიროზე, ყოველთვის არსებობს ალბათობა, რომ ნაპირიდან შორს ვიღაცა გემიდან გიყურებდეს, ხომ ასეა? შემდეგ კი იტყვიან, რომ ეს საზოგადოებრივი უხამსობაა.  შეუძლებელია, ქალაქში სადმე ისეთი ადგილი იპოვო, რომელიც სრულიად დაფარული იქნება ყველასაგან. ამიტომ ვუპასუხე: „კარგით, გასაგებია.“ და ამას წერტილი დავუსვი ყველაზე მარტივი გზით - გადავიხადე ჯარიმა.

ამ „შემაკავებელ ეფექტს“ ალბათ ყველაზე მწვავედ  ახალგაზრდა იაპონელი ფოტოგრაფები იგრძნობენ. რას ფიქრობთ ამაზე?

ფოტოგრაფია დროის სარკეა და როცა დრო იცვლება ახალგრაზრდა ადამიანები თავიანთი ფოტოებით გამოხატავენ სამყაროს, რომელშიც ცხოვრობენ. იქ ბევრი საინტერესო ახლაგაზრდა ფოტოგრაფია. მე იჰეე კიმურას პრემიის სახელობის კომიტეტის წევრი ვიყავი და აყოველ წელს უამრავ საინტერესო ფოტროგრაფს ვხვდებოდი. ხშირად მიფიქრია: „მე ასეთ რამეზე არასოდეს მიფიქრია“ ან „სამყაროს ასეთი თვალით დანახვა მე არ აშემიძლია.“ ეს შთაგონებაა ჩემთვის.

მუდმივად სწავლობთ, იმ განზრახვით რომ ასაკის მატებასთან ერთად პერსპექტიულობა შეინარჩუნოთ?

არა, არ ვიტყოდი ასე.

იმიტომ გეკითხებით, რომ სადღაც წავიკითხე, თითქოს თქვენ აგროვებთ და შეისწავლით ჟურნალს „Egg

Egg?

ეს იაპონური მოდის ჟურნალია, რომელსაც ძირითადად  "gyaru" გოგონები კითხულობენ, რომლებიც შიბუიას მსგავს ადგილებში დაეეტებიან  და მას ეროტიკული შინაარსი აქვს.

აა, გასაგებია, მაგრამ მე ნამდვილად არ ვაგროვებ მათ. უბრალოდ დავინტერესდი ამ ჟურნალით, მინდოდა გამეგო, რატომ გახდა ამ ტიპის ჟურნალი პოპულარული და როგორი ტიპის ადმიანები იყვენენ დაინტერესებულნი მასშ გამოქვეყნებული მასალებით. საინტერესეოა მოვლენების ასე დანახვა. ეს უბრალოდ ბუნებრივი ინტერესი იყო და სიტყვა „შესწავლა“ აქ ძალიან გაზვიადებულია.



თქვენ განცხადების ბოლოს სვამთ კიხვას: „როგორი ფოტოების გადაღების უფლებას მომცემენ ტოკიოში 20 წლის შემდეგ?“

ძველად  ადვილად შეგეძლო ქუჩაში ადამინები გადაგეღო, ახლა, კი ყველა უფლებების დარღვევაზე გაჰყვირის. ტელევიზორშიც, კი მოზაიკით უფარავენ ადამიანებს სახეებს. შეგეძლო ახალგაზრდა გოგონა შიშველი გადაგეღო,დღეს,  კი ეს შეუძლებელია ბავშვთა პორნოგრაფიასთან დაკავშირებული კანონის გამო.  აურზაურია ატეხილი „საზოგადოებრივ უხამსობაზე“ და  წესებიც უფრო დაუფრო მკაცრდება. საკითხავი ის არის, თუ რისი გადაღების უფლება გვაქვს ჩვენ. შეიძლება, ერთ დღეს  მხოლოდ ცისა და ზღვის გადაღების ნება დაგვრთონ.

მაგრამ წარსულში თქვენ თქვით, რომ ფოტოგრაფიისთვის უკეთესიც, კი იქნებოდა, თუ რამე მარეგულირებელი კანონები იარსებებდა.

ვფიქრობ, არ არსებობს ქვეყანა და არ ყოფილა პერიოდი დროში, როცა წესები არ არსებობდა. დღესაც, კი არსებობს ქვეყნები, სადაც ქალები ვალდებულები არიან პირბადეები ატარონ და ეკრძალებათ სახის გამოჩენა. რაც შეეხება, შიშველ ფოტოგრაფიას, ზოგიერთ ქვეყანაში ძუძუს თავების ან თმების გამოჩენა იკრძლაება, ზოგიერთში, კი უფრო ინტიმური ადგილების დემონსტრირებაც არ არის პრობლემა.უბრალოდ, სხვადასხვა ქვეყანაში, ადგილზე და დროის მონაკვეთში, სხვადასხვა წესებია.



როგორ იღებთ ასეთ უზარმაზარ ფოტოებს?

მე ამას „შინო-რამა“ დავარქვი და ის გადაღებულია ერთდროულად სამი კამერით. ის ერთ-ერთია იმ ფოტოთაგან, რომელთაც ტაილანდში გამოვფენ. ამ გამოფენაზე მე ჩემს 80-იანი წლების სურათებსაც გამოვიტან. მიზეზი, თუ რატომ ვიყენებდი „შანო-რამას“ 8-იან წლებში, იყო ის, რომ იაპონიის ეკონომიკა მაშინ მწვერვალზე იყო და მხოლოდ ერთი კამერით იმ უზარმაზარ ენერგიას ვერ გადმოვცემდი. თუმცა, ეს გაცნობიერებულად არ მომხდარა და ამაზე ბევრი არ მიფიქრია. ეს უფრო შეგრძნება იყო, რომ მე ქალაქი და დრო რაღაც გაკვეთილებს მიტარებდა  და მეც ვუპასუხე მათ ინსტიქტურად, ჩემი ფოტოებით.

ესეიგი, თქვენი სტილი არ არის ჯერ იდეის ჩაფიქრება და მერე გადაღება. თქვენ საშუალებას აძლევთ თქვენს გრძნობებს , რომ გმართონ, არა?

დიახ, ზუსტად ასეა. მე სურათებს ინსტიქტურად ვიღებ, ჩემს სენსიტიურობაზე დაყრდნობით, ყოველგვარი კონცეფციის გარეშე. ამიტომ, ერთის მხრივ, ისინი ქაოსურია, მეორეს მხრივ, კი მათგან უცნაური ფოტოგრაფიული „ძალა“ მოდის.  ეს არ არის, რაღაც კონცეფციის ფოტოში გადმოცემა, მე უბრალოდ ვიღებ იმ საინტერესო მოვლენებს თუ საგნებს, რაც ჩემს გარშემო დროში ტრიალებს. ეს ძალიან განსხვავდება იმისგან, რასაც დასავლელი ფოტოგრაფები აკეთებენ.

მიუხედავად თქვენი საქმიანობის  ფართო სპექტრისა, თქვენ არასოდეს გიმუშავიათ ჟურნალისტიკაში. არსებობს ამის მიზეზი?

მიზეზი ის არის, რომ მე უფრო ტყუილი მომწონს. ფოტოგრაფია არ იღებს სიმართლეს.ფოტოზე ყველაფერი იმის მიხედვოით შეიძლება შეიცვალოს, თიუ როგორ აპარატს იყენებ ან როგორ გიჭირავს ის, ჰორიზონტალურად თუ ვერტიკალურად. გადაუღო სურათი რეალობის რაღაც ნაწილს, ეს უკვე ტყუილია. და მე ვცდილობ ვიცრუო სხვადასხვა საშუალებებით. მაგალითად, როცა მე სურათს ვუღებ მოდელს, გადასაღებად ისეთ ადგილს ვარჩევ, სადაც ის ჩვეულებრივ ვერასოდეს მოხდებოდა. მე ხლა ტოკიოს ვხედავ, როგორც ნეო-ფუტურისტულ ნანგრევს და თუ შუა ქალაქში შიშველ გოგონას დაინახავთ, ხომ იტყვით, რომ ეს დაუჯერებელი სცენაა? ადამიანები კითხვის ნიშნის ქვეშ არასოდეს აყენებენ ტოკიოს ქალაქურ პეიზაჟებს, მაგრამ თუ იქ რამე უცხოს მოათავსებ, მაშინვე გააცნობიერებენ, რა იდუმალი ადგილია ტოკიო. აი, რატომ მოვათავსე შიშველი მოდელი  ჩემს ფოტოებზე „20XX ტოკიო“-ში. (20XX Tokyo)



რატომ არჩიეთ შიშველი ნატურა და არა სხვა რამ?

უკვე გითხარით, რომ შიშველი ნატურა მინდოდა, როგორც დაუჯერებელი საგანი და ის, ასევე უფრო დიდი ზემოქმედების მოხდენის საშუალებაა. შეიძლება იფიქროთ, რომ მანეკენიც იგივე ეფექტს მომცემდა, მაგრამ მგონი, რაღაც უფრო დახვეწილი, როგორიცაა ადამიანი, რობოტი ან რეპლიკანტი გაცილებით უფრო საინტერესოა.

 თქვენ ახლახან ახსენეთ, „20XX ტოკიო“  ამ წიგნიდან ერთ ერთერთი მოდელი, რომელსაც ბრალი თქვენთან ერთად წაუყენეს  პორნო ვარსკვლავია, არა?

დიახ, ასეა. შევეცდები მოკლედ აგიხსნათ. როცა საორი ჰარას ვიღებდი მინდოდა მიმეღწია ისეთი შთაბეჭდილებისთვის, თითქოს შიშველი ქალის სხეული რეპლიკანტია. ამიტომ მისთვის არ მითქვამს, რომ სიცილი, სიცელქე და მსგავსი რამე არ იყო საჭირო. მიზეზი, რატომაც ვიყენებ, პორნო ვარსკვლავებს არის ის, რომ მათ წინასწარ იციან, რომ მოუწევთ შენობაში გაიხადონ და თან მათ ეს არ ეკრძალებათ. კოშმარია ეს აკეთო, ჩვეულებრივ მსახიობთან. უფრო დიდი თავისუფლების შეგრძნება მაქვს, როცა პორნო ვარსკვლავებთან ვმუშაობ. ვიპოვო ლამაზი პორნო ვარსკვლავი, რომელიც ჩემს მოთხოვნებს აკმაყოფილებს, დიდებული რამ არის.



რას იტყვით თქვენი ბოლო ნამუშევრების შესახებ?

მე ახლახან გადავიღე კაბუკი. კაბუკი-ძა  (ტრადიციული კაბუკის დრამის მთავარი თეატრი) დაანგრიეს ამ წლის აპრილში და მე გადავიღე მისი ბოლო სამი თვის ცხოვრება ბანდო ტამასაბუროსთან ერთად, რომელიც ყველაზე ცნობილი ონაგატაა (კაბუკის მსახიობი, რომელიც ქალს განასახიერებს) ეს საინტერესო წიგნია, სადაც კაბუკი-ძას ყოველი ინჩა დოკუმენტირებული.



ესეიგი, ის უფრო ადამიანზეა, ვიდრე დროზე

არა. კაბუკი თავად არის ტყუილი. მამაკაცი თამაშობს ქალის როლს, მაგალითად. ეს ტყუილების სამყაროა და კაბუკი-ძა, რომელიც ქმნის ამ სამყაროს ერთგვარი ლაბირინთია და ამ ლაბირინთის ცხოვრების დოკუმენტირება ნამდვილად განსხვავდება ჩვეულებრივი რეპორტაჟისგან. 

წყარო:http://www.vice.com/read/kishin-shinoyama-just-wasnt-made-for-these-times































No comments:

Post a Comment