Monday, February 13, 2012

Katsu Naito's best shot

                 კაცუ  ნაიოს საუკეთესო კადრი


ეს სურათი მანჰეტენზე ხორცის გადამამუშავებელი საწარმოების რაიონში გადავიღე და მას „ხორცის ბაზარი“ (Meat Market) დავარქვი. 1990 წელი იყო და მაშინ ეს უბანი საკმაოდ საშიში იყო, თუმცა დღის განმავლობაში იქ სიმშვიდე იყო: ვერავის დაინახავდით ტრანსვესტიტების, მეძავებისა და მათი კლიენტების  გარდა. ღამე, კი ეს ტერიტორია ძალიან გადატვირთული ხდებოდა. უამრავი ადამიანი მიდიოდა ხორცის გადამამუშავებელ საწარმოებში და ღამის კლუბებში. დღეს ეს მოდაშია: ქუჩის კულტურა გაქრა.
27 წლის ვიყავი და ჰარლემში ვცხოვრობდი. უამრავი მეგობარი დავკარგე შიდსის გამო, მაგრამ ეს პროსტიტუტები თავიანთი სიცოცხლით რისკავდნენ გროშების სანაცვლოდ. მინდოდა გამომეკვლია რატომ და ამიტომ გადავწყვიტე ამ პროექტის გადაღება. ყოველ დღე იქ მივდიოდი, რომ ქალები შემჩვეოდნენ და თავი ჩემთან თავისუფლად ეგრძნოთ. ჩვენ ვსაუბრობდით, ყავას ვსვამდით, ერთმანეთს ვეცნობოდით და შემდეგ ისეთებს ვიღებდი, როგორებიც სინამდვილეში იყვნენ.
ამ ქალის სახელი არ მახსოვს და ისგადაღების შემდეგ აღარასოდეს მინახავს. მასშიო იყო რაღაც საინტერესო: ის დღისით გამოვიდა სამუშაოდ , მოდიოდა ჩანთით  და ჩიპსებს იღეჭებოდა. მან მე მიცნო და როცა ვთხოვე ნებართვა გადამეღო, მიპასუხა: „რა თქმა უნდა.  როგორ გინდა რომ მოვიქცე?“
ამ ფოტოზე მთელი ის ტერიტორია ჩანს, ტემპერეტურასაც კი იგრძნობთ, დაინახავთ გრაფიტის და შეგიძლიათ სიტუაციის მთელ არსს ჩაწვდეთ. ის თითქოს დაუცველია, მაგრამ ამავე დროს ძალიან სექსუალური დაბუნებრივია. მისი ტანგა ჩამოცურებულია. მომწონს მისი გამომეტყველება და დგომის მანერა - ცხენივით დგას.
მე არ მიყვარს ბევრი ფოტოს გადაღება; ეს ერთ-ერთია გადაღებული  სამი კადრისგან. არ მიყვარს აპარატის ჩანთით ტარება და ეს მაშინ ძალიან გამომწვევი იყო და ალბათ ასე აღიქმებოდა: „მოდით, დამესხით და წამართვით აპარატი,“ მაგრამ ეს არავის გაუკეთებია. ძალიან სარისკო და საშიშიც კი იყო, მაგრამ ჩემ შემთხვევაში ყველაფერმა კარგად ჩაიარა.


Curriculum vitae



დაბადების ადგილი: ტოკიო. 1964 წელი.

წარმატებული ეტაპი: „ახლა: ჩემი პირველი საერთაშორისო გამოფენა.“

მარცხი: „ციფრული ერის დადგომა. პროცესს აღა მოაქვს ძველებური სიამოვნება.“

სასარგებლო რჩევა: „შეეცადე დააკავშირო ნანახი შენს გრძნობებთან. ჩემი საუკეთესო კადრები ისინია, რომლებთანაც ჩემი გრძნობებით მთლიანად დაკავშირებული ვიყავი.“

წყარო:http://www.guardian.co.uk/artanddesign/2011/aug/28/photography-katsu-naito-best-shot?INTCMP=SRCH#

1 comment:

  1. ძალიან მომეწონა, მას რამდენი რამე გაუკეთებია ამ კადრის გადასაღებად...

    ReplyDelete