Sunday, February 5, 2012

Interview with Gregory Colbert

                         გრეგორი კოლბერტი


























გრეგორი კოლბერტი 1960 წელს დაიბადა კანადაში, ტორონტოში. მის კარიერას დასაბამი 1983 წელს მიეცა პარიზში, სადაც თანამედროვე საზოგადოების სოციალური პრობლემების შესახებ დოკუმენტურ ფილმს იღებდა. ქუჩის გადაღებების შემდეგ ფოტოგრაფიამ მოხიბლა და 1992 წელს უკვე პირველი გამოფენაც ჰქონდა შვეიცარიაში. მომდევნო ათი წელიწადი, კოლბერტის ნამუშევრები არსად გამოფენილა. არც მისი ფილმები უჩვენებიათ. ამ პერიოდის განმავლობაში იმოგზაურა ბირმაში, შრი-ლანკაზე, ეგვიპტეში, დომინიკის რესპუბლიკაში, ეთიოპიაში, კენიაში, ტონგაში, ნამიბიასა და ანტარქტიდაზეც კი. 1992 წლიდან მოყოლებული, 40-ზე მეტ ექსპედიციაში აქვს მონაწილეობა მიღებული.
მთელი ეს ხანი იღებდა ადამიანებსა და ცხოველებს, მათ ამაღელვებელ და ზოგჯერ ძალიან რთულ ურთიერთობებს. სპილოები, ვეშაპები, წმინდა იბისები, წეროები, სამეფო არწივები, შევარდნები, მარტორქები, გეპარდები, ლეოპარდები, აფრიკული გარეული ძაღლები, სიასამურები, ბაბუინები, ანტილოპები, ორანგუტანები, ნიანგები _ ეს ჯერ კიდევ არასრული ჩამონათვალია. 2002 წელს გრეგორი კოლბერტმა საზოგადოებას თავისი მოღვაწეობის ერთგვარი კულმინაცია, პროექტიფერფლი და თოვლი” (“ashes and snow”) წარუდგინა. პროექტი ცხოველთა სამყაროს უფლებებისადმი პოეტური მგრძნობელობით არის შესრულებული. ცხოველები წარმოდგენილნი არიან, როგორც ადამიანთა საზოგადოების სრულუფლებიანი წევრები, წაშლილია ყოველგვარი ბარიერი მათსა და ადამიანებს შორის. პროექტი, გარდა ფოტოებისა, მოიცავს 60 წუთიან ფილმ ნოველას ეპისტოლარულ ჟანრში. ავტორის თქმით, ფოტოები კომპიუტერულად არ დამუშავებულა. მათი მოცულობაა 3,5 x 2,5 მეტრი. ფოტოებზე ნიშნებს ვერ იპოვით, რითაც ავტორი წარმოსახვის საშუალებას გიტოვებთ.
პროექტი გადაღებულია ფირზე, ფილტრების საშუალებით, გამჟღავნების მეთოდი საიდუმლოდ რჩება. გამოყენებულ იქნა იაპონური ხელით დამზადებული ბრინჯის ქაღალდი, .. encoustic მეთოდის გამოყენებით.ისიც მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ პროქტი სტაბილურად რომელიმე ადგილას გამოფენილი არ არის. ავტორი მთელი მსოფლიოს გარშემო მოგზაურობს და თან თავის ნამუშევრებსაც ატარებს. პროექტს თანდათან ემატება ახალი ცხოველები და ახალი ქალაქები. იქნება ეს ვენეცია თუ ნიუ-იორკი, სანტა-მონიკა თუ კალიფორნია, ტოკიო თუ მეხიკო.სიტყვები ზედმეტია, ეს საოცარი, ნათელი, ემოციური და სიცოცხლით აღსავსე კადრები სათქმელს თავად გეტყვიანთავად კოლბერტი კი ცხოველებს ბუნების ცოცხალ შედევრებად მოიხსენიებს”.


      ინტერვიუ გრეგორი კოლბერტთან

თქვენი მონოგრაფია, რომელიც მხოლოდ ათას ცალიანი ტირაჟით გამოვიდა10 წლიანი საიდუმლო ექსპედიციების შედეგია. რატომ იყო თქვენი მოგზაურობები გასაიდუმლოებული?

არ მინდოდა დამერღვია ცხოვრების ბუნებრივი დინება და ჩავრეულიყავი ამ პროცესში. არიან ადამიანები, რომელთაც შეუძლიათ თავიანთი საქმე აურზაურში, ბრბოში ჩაკარგულებმა აკეთონ - ერთ ხელში სუნამოს ფლაკონით და მეორეში კოკა კოლას ბოთლით. ჩემთვის, კი აუცილებელია სიმშვიდე. ამიტომ გავურბოდი პრესასთან ნებისმიერ კავშირს და ვინარჩუნებდი დუმილს.

როგორც ჩანს, თქვენ წარმატება დიდად არ გაინტერესებთ.

არასოდეს მქონია სურვილი „მოდური“ ვყოფილიყავი. „ფერფლი და თოვლი“  მხოლოდ ფოტოგრაფიული ნამუშევრების პერსონალური გამოფენა არ არის,  ის ერთგვარი გზავნილია, მიმართვა ადამიანებისადმი. ჩემთვის და „ჩემი“  კოლექციონერებისათვის მთავარ ღირებულებას წარმოადგენს  შესაძლებლობა გავუზიაროთ კაცობრიობას საკუთარი აზრები.

ცხოველების თქვენეული ხედვა მკვეთრად განსხვავდება ტრადიციულისაგან...

როცა საბუნებისმეტყველო მუზეუმებში ვარ, ყოველთვის უცნაური გრძნობა მეუფლება. რა თქმა უნდა, მესმის , რომ ამ ექსპოზიციების ორგანიზატორებს საუკეთესო განზრახვები ამოძრავებთ, მაგრამ რეალურად ყველაფერში ადმიანის სამყაროსადმი „კოლონიური დამოკიდებულება ჩანს: ლომის ფიტულები, საღაციდან ჩამოტანილი სპილოს ეშვები... ვფიქრობ, ახალა ათასწლეულში, დროა დავემშვიდობოთ ფიტულებით შექმნილ მიზანსცენებს.

თქვენი ფოტოები არ არის დადგმული - ნუთუ ეს სიმართლეა: არავითარი მოთვინიერება?

ადამიანებს საოცრად არ ყოფნით წარმოსახვის უნარი და მზად არიან ყველაფერში ინტრიგა ეძებონ, რაც აღემატება მათ მიერ მიღებულ სამყაროს აღქმას. მე ათი წელი მოგზაურობაზე მხოლოდ იმიტომ არ დამიხარჯავს, რომ ბუნება მიყვარს, არამედ იმიტომ, რომ შეუძლებელია უზარმაზარ ცხოველებს საკუთარი სურვილები მოახვიო თავს. აიძულო ცეკვა კაშალოტს, რომელსაც კუდის ერთი ოქნევით 50 მეტრიანი გემის შუაზე გაჩეხვა შეუძლია, სიგიჟეა. სისულელეა ის აზრი, რომ ადამიანს შეუძლია ეს გიგანტები თავის სურვილს დაუმორჩილოს. პირიქით, ყოველი ასეთი სიუჟეტის გადაღების მცდელობა შეიძლება ბოლო აღმოჩნდეს ცხოვრებაში.

მაშ, რა არის კაშალოტთან ურთერთობის საიდუმლო?

უბრალოდ გრძნობ უნდა თუ არა მას შენთან ცეკვა. აქ იგივე კომუნიკაციური კოდი მოქმედებს, როგორიც ადამინებს შორის.  თუ ობიექტს მოწონხარ  კონტაქტი შედგება. თუ თავს აბეზრებ წავა ან მიგახვედრებს , რომ თავად გაეცალო. ადამიანს ხომ, მხოლოდ და მხოლოდ ეჩვენება, რომ ის მაგი და ჯადოქარია. დიახ, ის მისდევს ცხოველების მოშენებას და კლონირებასაც კი, მაგრამ ყოველთვის იგნორირებას უკეთებს საკითხის ემოციურ ანუ ზნეობრივ მხარეს. ეს კი თანაბრად მნიშვენლოვანია, როგორც ადამიანისთვის, ისე  ცხოველებისთვის. რატომ თვლიან ადამიანები, რომ მათ აქვთ უფლება გრძნობები ქონდეთ და რატომ ართმევენ ამ უფლებას ცხოველებს?

ვინ აფინანსებს თქვენ ექსპედიციებს?

მე არ მყავს არც სპონსორები და არც მეცენატები. თუკი როდესმე  ჩატარდება ყველაზე ცუდი პროდიუსერის კონკურსი, პირველი ადგილი შეგიძლიათ ჩემთვის შემოინახოთ.  მე არა ერთხელ შემომთავაზე დამეთმო უფლება ჩემ ფოტოებზე, მაგრამ უარი ვთქვი. ჩემი სამუშაო ოაზისია ბიზნეს სტრატეგიებით ამომშრალ უდაბნოში. მე ჩემს სურათებს ვყიდი მათზე, ვინც ჩემს ფილოსოფიას იზიარებს.










































 




































 


No comments:

Post a Comment