Friday, February 17, 2012

Days With My Father / Phillip Toledano

                                                                             
  (თარგმანს ვუძღვნი  ჩემს „შორეულ ახლო“ მეგობარს)

                                                                                                
  დღეები მამაჩემთან / ფილიპ ტოლედანო 





                                                             ----------
     

დედაჩემი 2006 წლის 4 სექტემბერს გარდაიცვალა მოულოდნელად. მისი სიკვდილიდ შემდეგ მივხვდი, როგორ მიცავდა მე ის მამაჩემის მენტალური მდგომარეობისაგან. მამას ალცჰეიმერის დაავადება არ ქონია, მაგრამ ხანმოკლე მეხსიერება დაკარგა და თავს ძალიან უმწეოდ გრძნობდა.
მე ის დედაჩემის დაკრძალვაზე წავიყვანე, მაგრამ, როცა სახლში დავბრუნდით, ყოველ 15 წუთში მეკითხებოდა, სად იყო დედა. მე ისევ და ისევ ვუხსნიდი, რომ ის აღარ იყო.
ეს მისთვის შოკი იყო.
რატომ არავინ უთხრა?
რატომ არ წაიყვანეს დაკრძალვაზე?
რატომ არ ნახულობდა მას საავადმყოფოში?
ეს ყველაფერი მას საერთოდ არ ახსოვდა.
რამდენიმე ხნის შემდეგ, მივხვდი, რომ ძალა აღარ შემწევდა, მისთვის ამეხსნა, რომ მისი მეუღლე გარდაიცვალა. ის ამას ვერ იმახსოვრებდა  და დედის სიკვდილის ხელახალი გაცოცხლება ორივეს გვანადგურებდა.
ამიტომ გადავწყვიტე, მეთქვა, რომ დედა პარიზში წავიდა თავისი ავადმყოფი ძმის მოსავლელად.





ეს მიმდინარე დღიურია. მამაჩემის ცხოვრებაზე და ჩვენ ურთიერთობაზე,
 რამდენი დღეც არ უნდა იყოს წინ დარჩენილი.


მამას ვთხოვე სარკეში ჩაეხედა, რომ მისთვის სურათი გადამეღო.
მინდა გითხრათ, რომ მამაჩემი ახლაგაზრდობაში ძალიან ლამაზი მამაკაცი იყო. როცა ამბობენ, "კინოვარსკვლავივით ლამაზიო" სწორედ მისი მსგავსები ყავთ მხედველობაში.
ის, მართლაც იყო   ჰოლივუდის ვარსკვლავი(თუ შეიძლება ასე ითქვას) 30-იან წლებში.
როცა მამა სარკეში იხედება და ხედავს განადგურებულ ადამიანს, რომელიც ლამაზი აღარ არის, ეს მას გულს უკლავს.
იცით, ის 98 წლის არის, მაგრამ ისევ თავმომწონეა, თანაც ძალიან თავმომწონე.  
რამდენიმე თვის წინ, შევეცადე ექიმთან წამეყვანა, მაგრამ გასასვლელში დარბაზის სარკეში  თვალი მოჰკრა საკუთარ თვს.
ამან იმდენად შეაძრწუნა, რომ   უარი თქვა სახლიდან გასვლაზე, სანამ არ ვიპოვე "შავი ფანქარი", რომ მისი თეთრი თმები შემეღება 

 
 ასეთ ფურცლებს მთელ სახლში ვპოულობ... ეს მისი მეხსიერების გამონათებებია.მღელვარება, რომლის დაფარვასაც ის ცდილობს ჩემგან.
"სად არის ჰელენი?"
"სად არიან ყველა?"
"რა ხდება?"
როგორ
დაკარგულად გრძნობს ის თავს.

 მამა და ჩემი მეუღლე კარლა ხელჩაკიდებულები. დაუჯერებელია, როგორ ამჩნევს ის უმცირეს დეტალებსაც, კი. თვალები შეღებილი აქვს  , ახალი კაბა აცვია თუ არა - ის აუცილებლად გააკეთებს კომენტარს.
მამა
ცოტათი უხამსი მოხუციც გახდა.
ის
კომპლიმენტებს ეუბნება ჩემს მეუღლეს "საოცარი ფიგურის" გამო და უყვარს მისი ნახვა კლე ქვადატანში.
მე
ეს მანცვიფრებს.
მამაჩემისგან
სექსუალურობაზე გადაკვრით ნათქვამიც , კი არასოდეს გაიგონია.
კარლა
ამბობს, რომ მას ოფიციანტის მსგავსი გარეგნობის გოგონა უნდა ავუყვანოთ, რომელიც კვირაში ერთხელ ესტუმრება და გაზეთს წაუკითხავს.

 ეს ჩემი ბიძა რალფია. ის შარშან გარდაიცვალა, თუმცა მამამ ამის შესახებ არ იცის. ის მგზნებარე რესპუბლიკელი იყო, რომელიც კუნძულზე გადაასახლეს.
მას ყოველთვის სასტიკად ესხმიან თავს ოჯახურ შეკრებებზე.
მის სასარგებლოდ უნდა ითქვას, რომ ის კარგი მოფარიკავე იყო.

 მამა ხშირად ამბობს, რომ სიკვდილი უნდა, რომ მოვიდა ამის დრო, რომ ისედაც დიდხანს შემორჩა. უცნაურია, რომ რაღაც ნაწილს ჩემშიც უნდა, რომ ის წავიდეს.
მისთვის ცხოვრება აღარ არსებობს. განახევრებული მეხსიერების ბინდშია გახვეული. მაგრამ ის ერთადერთი მკვიდრი ოჯახის წევრია, რომელიც დამრჩა.
მე დედისერთა ვარ და მამის სიკვდილიდ შემდეგ ყველაფერი დასრულდება.
იმ დღეებში, როცა ისევ მითხრა, როპმ სიკვდილი უნდოდა, მე ვუპასუხე, რომ ის მთელი ცხოვრება ვარჯიშობდა და კარგ ფორმაში იყო. მან შემომხედა, თითი ასწია და მიპასუხა: „შემდეგ ჯერზე საწოლში დავრჩები.“































 ეს ჯორჯია.
მამაჩემს სულ ავიწყდება მისი სახელი და  ქოფაკს ეძახის.
ამბობს, რომ ადამიანივითაა.
ის ასევე ამბობს, რომ ჯორჯს ფილმებში უნდა იღებდნენ, რადგან ის ძალიან ნიჭიერია.
გენიალური ოინები, რომელსაც ჯორჯი ასრულებს, ესენია:
ჭამა
„ადამიანური გამომეტყველებით“  ჩვენთვის შემოხედვა
ხალიჩაზე  კოტრიალი
მამაჩემი სიხარულით დაუთმობს მას მთელ თავის სადილს. ის მალულად ესვრის მას სადილის ნარჩენებს იატაკზე (რაც დედაჩემს აღაშფოთებდა) და სიამოვნებით იცინის ჯორჯის ჭკვიანურ მანერაზე ეძგეროს საჭმლის ნაჭრებს.


 მამაჩემი ძალაინ დიდ დროს ატარებს საპირფარეშოში.
მან შეიძლება საათები გაატაროს იქ, რადგან არ აქვს ხანმოკლე მეხსიერება.
ეს სულისშეძვრელიც არის და ნერვების მომშლელიც.
როცა საქმეს მოილევს, დგება, შარვალს ამოიცმევს და ამბობს: „ერთი წუთით, უნდა შევიდე“
მე ვცდილობ ავუხსნა,ვეუბნები, რომ ის უკვე ერთი საათია უნიტაზზე ზის, მაგრამ ის მომიბრუნდება და ისე შემომხედავს, თითქოს არ ჯერა, რომ ასეთი გონებასუსტი შვილის მამაა.
 
 მიყვარს ასეთი წუთები.
სულ რამდენი,ე წუთის განმავლობაში, ყველაფერი თავის კალაპოტს უბრუნდება.
დედა არ მომკვდარა და ჩვენ თავს არ ვიკატუნებთ, რომ ის პარიზშია.
მან უბრალოდ მაღაზიაში შეირბინა და მალე დაბრუნდება.
რა მშვენიერი იქნებოდა ეს.

 ჭამა არც ისე სასიამოვნო პროცესია.
ახლა ვხვდები, რატომ ამზადებდა დედა ერთსა და იმავე კერძს ისევ და ისევ სიცოცხლის ბოლომდე.
მამაჩემი მხოლოდ ამ კერძებს ჭამდა.
ერთადერთი, რაზეც ის თანახმაა ნებიმიერი რაოდენობით ჭამოს, კვერცხია.  ომლეტი, კვერცხის სალათი, წვნიანი კვერცხით, რომელიც ჩვენ აქვე  ჩინური რესტორნიდან მოგვაქვს.
ის კვერცხს არანორმალური რაოდენობით ჭამს.
თუმცა, ბოლოს, როცა ექიმთან ვიყავით, აღმოჩნდა, რომ ქოლესტერინი ნორმაში აქვს. შეიძლება კვერცხის დიეტა სასარგებლოც, კი არის.

 
მამაჩემი ძალიან მხიარული ადამიანია. მე  მას მკერდზე პატარა ბეზეები დავადე, მან, კი მითხრა: „შეხედე ჩემს კერტებს“
როგორ არ გამეცინა?!

 
მე გვიან შევეძინე ჩემს მშობლებს და ჩემი ზრდის ძირითად პერიოდში მამა პენსიაზე იყო. მაგრამ ჩემს ამბიციურ მამას არასოდეს ჩაუთვლია, რომ პენსიაზე გავიდა. მან უბრალოდ ახალ კარიერას მოკიდა ხელი.
მხატვრის კარიერა.
ჩემს მეხსიერებაში ის სულ ხატავდა, აქანდაკებდა, ოპერას უსმენდა.
ის აღმერთებდა მზის ჩასვლას. ამბობდა, რომ შეეძლო ნახატების „მთელი სერია“ შეექმნა ამ მშვენიერი ფერებით.
სურვილი ჯერ კიდევ არსებობს, მაშინაც კი , როცა ფიზიკური შესაძლებლობა ქრება.


მამა საოცარი მთხრობელია. რაც თავი მახსოვს, სულ მიყვარდა მისი ისტორიების მოსმენა. ყოველთვის ვამაყობდი მისი „ოსკარის“ გადაცემის  ისტორიებით.
როცა ცუდ ხასიათზეა, ვთხოვ რამე მომიყვეს. ის დიდი ენთუზიაზმით შედის როლში და მისი ცუდი განწყობაც მალე ქრება.
ამ ფოტოზე ის ყვება ერთ-ერთ ჩემ საყვარელ ისტორიას.
თევზის გამყიდველი - იტალიელი (თუ მისი გიჟური ჟესტიკულაციით და აქცენტით ვიმსჯელებთ) ეუბნრბა მამას,როცა ის 12 წლის ბიჭუნა იყო: „ნუ უჭერ თევზს ასე მაგრად , თვალების დასივება იცის.“

 მამაჩემი 98 წლის გახდა.

 
მამას ვთხოვე ჩემთვის სურათი გადაეღო.
 მაინტერესებდა, ფოტოზე თუ აისახებოდა ჩემი მისდამი დიდი სიყვარული.
 თითზე დედაჩემის ბეჭედი მიკეთია, რომელიც მას გარდაცვალების დღეს ეკეთა.

 
აუცილებელია, სერიოზულად დავფიქრდე, რა შემიძლია გავაკეთო ჩემი სიცოცხლის დარჩენილი დროის მანძილზე.

ეს მამას პიროვნების შეჯამებაა.
ვინ არის ის და რა დარჩა მისგან.
ამბიცია.
ბავშვობაში მე მამაჩემის ბიზნეს სამყაროში ჩადენილი გმირული ისტორიების მოსმენაში ვიზრდებოდი.
მისთვის შეუძლებელი არაფერი იყო.
რამდენიმე თვის წინ, ჩვენ გაზეთს ვკითხულობდით ერთად. მისი ყურადღება მიიპყრო რომანისტ, სიდნი შელდონის ნეკროლოგმა, სადაც აღნიშნული იყო, რომ ის წიგნებს ჩამწერზე იწერდა და საკმაოდ ნაყოფიერად მუშაობდა.
მამა მომიბრუნდა  და მითხრა: „ჩვენც შეგვიძლია  მსგავსი რამ გავაკეთოდ“
ის ყოველთვის ცდილობდა, რომ უკეთესი ვყოფილიყავი, მეტი მეკეთებინა.
მე ეს მაგიჟებდა.
დღესაც, კი არის შეკითხვა, რომელსაც გამუდმებით მისვამს.
რის გაკეთებას ვაპირებ კარიერაში?
როგორ ვაპირებ რომ წინ წავიწიო?

 
დღეს დედას დაბადების დღეა.
ყოველთვის მავიწყდებოდა, მაგრამ ამ დილით მესიზმრა.
ის იცინოდა.
ის 81 გახდებოდა.
დაბადების დღეს გილოცავ, დე!

 
 
საოცარია, როგორი მადლიერია მამა  იმ სიყვარულისთვის, რომელსაც ღებულობს. თითოეული შეხვედრა წარმოუდგენლად დიდი საჩუქარია მისთვის და ჩემთვის. თითქოს,  ჩვენ ორივე ერთდაიმავე ღრმა ჭიდან ვსვამთ წყალს ბოლოჯერ. ის გამუდმებით იმეორებს, როგრო ვუყვარვარ, რა გენიოსი ვარ და როგორ უხარია, რომ კარლა ჩვენი (პაწაწინა) ოჯახის წევრია.
ასეთი რამეები  მას აქამდე არასოდეს უთქვამს.
ბედნიერი ვარ, რომ ჩვენ ეს დრო ერთად გავატარეთ.

 
ყოველთვის მაოცებდა მამაჩემის სიყვარული დედაჩემის მიმართ.
ეს მუდმივი ძალაა, მზის შუქისა  და მიზიდულობის მსგავსი.
ის გამუდმებით მასზე საუბრობს. მადლიერია იმ სიყვარულისა და ურთიერთობის, რაც მათ ჰქონდათ.
დედა თითქოს წებო იყო, რომელიც ჩვენი პატარა ოჯახის წევრებს ერთმანეთთან აკავშირებდა.
მე ის ძალიან მიყვარდა, თუმცა ხანდახან ჭკუიდან გადავყავდი.
თმა ძალიან მოკლედ მქონდა შეჭრილი.
პერანგი დაკუჭული.
მხრებში ძალიან ვიხრებოდი დგომისას.
ერთხელ თავისთან მიხმო და მითხრა, რომ საშიში ქარი იყო და გარეთ არ გავსულიყავი.
დღეს, როცა ის აღარ არის, ვხვდები, რომ მთელი ცხოვრება მის გავლენასთან ბრძლოლაში გავატარე, ახლა, კი ეს  მენატრება.
ვფიქრობ, ის ყველაფერში მართალი იყო.
ძალიან ბედნიერი იქნებოდა, ახლა, ეს სიტყვები, რომ ესმოდეს.






მამაჩემისთვის საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნვა, ლამის აკვიატებული იდეა იყო.
ის შავ პურს ჭამდა და დილით აერობიკას აკეთებდა, როგორც ეს მაშინ მოდაში იყო.
            კარგად მახსოვს, ტრუსებში გამოწყობილი, სასტუმრო ოთახში, როგორ ვარჯიშობდა -  აზიდვებს  აკეთებდა , ფეხის თითებმადე იხრებოდა.
ახალგაზრდობის მსგავსად, ის დღესაც სვამს ფორთხლის წვენს  უმი კვერცხით.
სულ მთხოვს, რომ მეც გავსინჯო და მხიარულად იცინის, როცა ვეუბნები, რა გულის ამრევია ჩემთვის ეს უხეირო   ნარევი.


მამას ისე არაფერი ამხნევებს, როგორც ჩემი წარმატებების ამბები.
ამიტომ, როცა ის მოწყენილია, ან ცუდი აზრით არის შეპყრობილი, მე მაშინვე ვიწყებსაუბარს ჩემს პერსპექტიულ კარიერაზე.
მე  New York Times-ისთვის ვიღებ,  New Yorker –ისთვის. რავალ მილიონიანი სარეკლამო კამპანიები.
ზოგჯერ ეს მართალია, ზოგჯერ არა.
მაგრამ ამას მნიშვნელობა არ აქვს.
მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება მეტი სიხარული მივანიჭო მას.
მისი სახე ანათებს ბედნიერებით.
ის ამბობს: „ყველა ჩემს მეგობარს უნდა ვუთხრა, რომ ჩემი ვაჟი ასეთი ცნობილია.“


ამ დღეებში ფილმი მოვიტანე მამაჩემის მონაწილეობით. (ის მსახიობი იყო მცირე პერიოდის განმავლობაში)
ეს არის 30-იან წლებში გადაღებული ჩარლი ჩენის დეტექტიური ისტორია.
ჩვენ ერთად ვუყურეთ ფილმს ნაშუადღევს.
არა მგონია მას ის გადაღების შემდეგ ენახოს.
მითხრა, რომ ძალიან ახალგაზრდა იყო ულვაშების მოსაშვებად და მისი მიწებება მოუხდა.
უცნაური შეგრძნებაა, როცა მამას ვხედავ, არა  როგორც მამაჩემს, არამედ როგორც ახალგაზრდა მამაკაცს.
შესაძლებლობების უზარმაზარი ოკეანეა გადაშლილი მის წინაშე.
დედა და მე , ჩვენი ერთობლივი ცხოვრება - ეს ყველაფერი ჯერ კიდევ მკრთალად ჩანს მომავალში.



 ფილიპ, მომენატრე.

 

უცნაურია.
დედაჩემის სიკვდილმა ოდნავ აბსურდული ხასიათი შეიძინა ამ ბოლო დღეებში.
როცა მამა მეკითხება სად არის, მე უწინდებურად ვპასუხობ, რომ პარიზში.
მაგრამ, როცა მეკითხება, რას აკეთებს იქ (ნაცვლად ჩვეული ისტორიისა, რომ ის თავის ავადმყოფ ძმას უვლის) მე ვპასუხობ, რომ ის მუშაობს ძალიან ცნობილ ცირკში
შემდეგ მე ვასახიერებ, თითქოს ლომს ვუდებ თვს პირში, ტრაპეციას, თოკზე გავლას...
რამდენს ვიცინით ჩვენ ამაზე...

 
ხანდახან, როცა ვსაუბრობთ, მამა ჩერდება, ამოიოხრებს და თვალებს ხუჭავს.
და მაშინ მე ვხვდები, რომ მან იცის.
დედაზე. ყველაფერზე.

 
გუშინ მამა გარდაიცვალა.
მე მთელი დღე მასთან გავატარე, მისი ხელი მეჭირა, მის სუნთქვას ვუსმენდი და ვფიქრობდი, როდის ამოისუნთქავდა ის უკანასკნელად.
ის თავის საწოლში გარდაიცვალა, სახლში. მე და კარლა მის გვერდით ვიყავით.
ბოლო სამი წელი ველოდი.
მეშინოდა ეს მაშინ არ მომხდარიყო, როცა წასული ვიქნებოდი.
არ მინდოდა სიკვდილს მარტო შეხვედროდა, უცხო ადამიანების  გარემოცვაში ან სამედიცინო აპარატებს მიერთებული.
ალბათ, ეს უცნაურად ჟღერს,
მაგრამ მე მადლობელი ვარ, რომ ყველაფერი სწორედ ასე მოხდა.
ბედნიერი ვარ, რომ ეს სამი წელი ერთად გავატარეთ. არაფერი დარჩა უთქმელი. ჩვენ ერთმანეთი გვიყვარდა ისეთები, როგორებიც ვიყავით, ყოველგვარი გაღიზიანების გარეშე, აშკარად და დაუფარავად.
ვგრძნობდი მის სიამაყეს, ჩემი მიღწევების გამო და აღმოვაჩინე, რა სასაცილო იყო ის ხანდახან.
რა საოცარი, საოცარი საჩუქარია ეს.

 
მინდა ყველას მადლობა გადავუხადო, ვინც ეს წაიკითხა. არასოდეს მიფიქრია, რომ ეს ჩემს გარდა ვინმეს დააინტერესებდა. ჩემთვის დიდი პატივია, რომ ამდენმა ადამიანმა მიიტანა ეს ამბავი გულთან. მე ვკითხულობ ყველა მაილს და კომენტარს.
ვიცი, რომ თუ მამა გაიგებდა, რას ვაკეთებდი, ძალიან ესიამოვნებოდა.
მისი სურვილი იქნებოდა, რომ ადამიანებს ეს ისტორია დაემახსოვრებინათ, როგორც ცხოვრების ისტორია. მას არ ეცალა იმისთვის, რომ მოხუცებულიყო. ის მდინარესავით იყო, მოედინებოდა თავისუფლად და ენერგიულად, მზეზე ცეკვითადა ციმციმით, მომღიმარმა გადალახა ყველა წინააღმდეგობა. ყველა კარი შეაღო, ყველა ფანჯარაში შეიხედა.
გასულ კვირას, როცა ის 99 გახდა, ვკითხე, როგორ თვლიდა, რამდენი წლის იყო.
მან ჩაიცინა და მიპასუხა: „22 წლის და ნახევრის ?“
ახლა ის პარიზშია, დედასთან შესახვედრად.



























წყარო: http://www.dayswithmyfather.com

1 comment:

  1. ძალიან კარგია, სევდიანია , თბილია, მამა შვილის , ოჯახის ისტორიაა,ოჯახის , თხრობა დინამიურია და გიზიდავს , ფოტოები კი ყველა საინტერესოა...
    ასე მგონია ყველამ უნდა წაიკითხოს. უკეთესი გახდები მისი წაკითხვის , მისი განცდის შემდეგ.

    ReplyDelete