Thursday, February 23, 2012

Boris Mikhailov's best shot

ბორის მიხაილოვის საუკეთესო კადრი

 
ეს ფოტო 1970 წელს გადავიღე ხარკოვში, უკრაინაში, ქალაქში სადაც დავიბადე. ახალგაზრდობაში ძალიან მიყვარდა კალათბურთი, მაგრამ მინდოდა უფრო კულტურული გავმხდარიყავი და ჩოგბურთს მოვკიდე ხელი. ეს სპორტი ხაზს უსვამს სოციალურ მდგომარეობას: ჩოგანიც, კი ძალიან ძვირია, ასე რომ, ის არ არის ყველასათვის ხელმისაწვდომი. ჩოგბურთის კორტი საზოგადოებისგან თითქოს ცალკეა, როგორც ცხოველების გალია, რომელიც ძალიან განყენებულია.
ხელოვნების დარგში მოღვაწეობა დიდ თავისუფალ დროს გაძლევს. მე, კი ამ დროს  მეგობრებთან  მაშასთან და ვალერასთან ვატარებდი და თან ყოველთვის ჩემი აპარატი დამქონდა. ერთ დღეს ვსეირნობდით და დავინახეთ წითელი ყვავილებით სავსე მდელო. ინტუიციამ მიკარნახა, სურათი გადამეღო იქ. მათთვის იმის თქმა არ მჭირდებოდა, როგორ მოქცეულიყვნენ: ყველას უყვარს კამერის წინ პოზირება. მარჯვნივ ვალერაა, , ის სულ ასე შემართული იდგა ხოლმე. ჩემთვის, ეს ძალიან თანამედროვე პოზაა, ის ახალი თაობის სიმბოლირებას ახდენს. ყვავილები, კი მავსებენ გრძნობით, რომ კარგი ცხოვრებაში სხვისი სისხლის ხარჯზე მოდის - ეს საბჭოთა ცხოვრების საფუძველია, რომელიც  მილიონობით მსხვერპლად გაღებული სიცოცხლის შედეგი იყო.
ეს ფოტო იმ სერიის ნაწილია, რომელიც მე  2006 წელს შევადგინე და დავარქვი „გუშინდელი სენდვიჩი“ (Yesterday's Sandwich), რომელშიც წარსულში გადაღებული ორი სურათი გავაერთიანე. ჩემი მეგობრების  ფოტო პოსტერზეც მოათავსეს და ქალაქშიც ვხედავდი იმ დროს. არ მახსოვს რას ეძღვნებოდა ეს პლაკატი, მაგრამ ეს ალბათ ვინმე მნიშვნელოვანი კომუნისტების რეკლამა ან დემო იქმნებოდა, რადგამ იმ დროს ყველა პლაკატს იდეოლოგიური დატვირთვა ქონდა. ვალერას ჩოგანი ისე უჭირავს, თითქოს მებრძოლია მახვილით ხელში. ამიტომ ეს კადრი მე მაგონებს ოსკარ უაილდის ჩემი საყვარელი პოემის The Ballad of Reading Gaol  ბოლო სტროფს. მე ამ კადრს  ჩემს ლექსად ვთვლი:

And all men kill the thing they love,
By all let this be heard,
Some do it with a bitter look,
Some with a flattering word,
The coward does it with a kiss,
The brave man with a sword! 

ჩემთვის ყველაფერი ამ კადრით დაიწყო. პირველად ცხოვრებაში ვიგრძენი, რომ ხელოვანი ვიყავი.


Curriculum vitae

 

დაბადების ადგილი: ხარკოვი, უკრაინა.1938 წელი

განათლება: „პროფესიით ინჟინერი და თვითნასწავლი ფოტოგრაფი.“

გავლენა: “ყველა. ყველა კულტურამ მომცა მე რაღაც.

წარმატება: „ბევრი იყო. ერთს ვერ გამოვყოფ.“

მარცხი: როცა, როგორც ხელოვანი ცნობილი გავხდი. უკრაინაში ადამიანები ნებას აღარ მთავრდნენ, მათთვის სურათები გადამეღო. ჩემთვის ხალხი და  ადგილები  ნაკლებად მისაწვდომი გახდა.


 http://www.guardian.co.uk/artanddesign/2012/feb/15/boris-mikhailov-best-shot-photography#

No comments:

Post a Comment