Wednesday, January 11, 2012

Steve McCurry's best shot

              სტივ მაკქარის საუკეთესო კადრი



1984 წელი იყო და ტაქსით მივდიოდი რაჯასტანის უდაბნოში ჩრდილოეთ-დასავლეთ ინდოეთში. ივნისი იყო, წელიწადის ყველაზე ცხელი თვე. უეცრად ქვიშის ქარი ამოვარდა და ეს ნათელი მზიანი დღე ბნელ მტვრიან დღედ იქცა. ასეთ დროს,  პირველ  რიგში, ჩემს აღჭურვილობაზე ვფიქრობ, მაგრამ იქ მაშინვე გავაცნობიერე, რომ აუცილებლად უნდა გადმოვსულიყავი და ეს დრამატიზმით აღსავსე სცენები გადამეღო. ახალი აპარატის ყიდვა სული შეიძლება, კარგი ფოტოები, კი ცოტაა და იშვიათი.
მიდამო მოვათვალიერე და ეს ქალები შევნიშნე, ისინი გზის ნაპირზე მუშაობდნენ და როცა შტორმი დაიწყო ერთად შეგროვდნენ, რომ თავი უკეთ დაეცვათ. მე მათკენ გავიქეცი.
ისინი რაღაც რელიგიურ სიმღერას მღეროდნენ და ქარითა და მტვრით შეშფოთებულებს ყურადღება ჩემთვის არც კი მოუქცევიათ. სუნთქვა ჭირდა, ვერფერს დაინახავდით. ალბათ ადამიანების უმეტესობა თავშესაფრის საძებრად გაიქცეოდა. ვცდილობდი თავი ხელში ამეყვანა და რამდენიმე კადრი მაინც გადამეღო. ეს 2-3 წუთს გაგრძელდა და შემდეგ შტორმმაც გადაიარა.
ვფიქრობ, სურათზე კარგად არის გადმოცემული შეგრძნება, რას ნიშნავს აღმოჩნდე  ქვიშის ქარიშხალში. კადრზე მოძრაობაა აღბეჭდილი, კომპოზიცია ძლიერია და ფერები საინტერესო. ისეთი გრძნობაა, თითქოს ქვაბებს ზევიდან დაჰყურებთ. როგორც ჩანს, ფართო კუთხიანი ლინზა გამოვიყენე - უბრალოდ ავიღე რაც ხელში მომხვდა და მინდორში გავქანდი. სურათი ძალიან კარგია და არც ჩემი ფოტო აპარატი დაზიანებულა.



Curriculum vitae

დაბადების ადგილი: ფილადელფია, 1950 წელი.
განათლება: პენ სტეიტის უნივერსიტეტი.(Penn State University)
შთაგონება: „ანრი კარტიე-ბრესონი“
არ უყვარს: „როცა ბევრი ტექნიკის გამოყენება მიხდება ფოტოს გადასაღებად-მთელი                ეს ბატარეები, ლინზები და სხვა მოწყობილობები - ეს ყველაფერი დაბრკოლებას მიქმნის.
ოცნება: „მოვიარო სამყარო და გადავიღო ბუდიზმი - მონღოლეთი, ტიბეტი, ბირმა,        ლაოსი, ტაილანდი, ბუტანი.“

წყარო:http://www.guardian.co.uk/artanddesign/2008/may/08/bestshot.steve.mccurry

No comments:

Post a Comment