Sunday, January 8, 2012

Photographer Lukas Strebel's best shot

ლუკას სტრებელის საუკეთესო კადრი

 
40 წლის წინ სამოგზაუროდ წავედი და თან მაგიდა წავიღე. მას უცნაური ფორმა ქონდა  და მე ის აქეთ-იქით დამქონდა და სხვადასხვა პეიზაჟების ფონზე ვიღებდი. ინსტრუმენტების ყუთში ასევე მედო გრძელტარიანი ცოცხი. წარმოგიდგენიათ, ალბათ, როგორი ამბებით ჩაივლიდა ჩემი საბაჟო შემოწმება. თან მქონდა, ასევე, ორი სხვდადასხვა ზომის რქა, რომელთაც მაგიდას ვახრახნიდი და ხარების შერკინებას ვმართავდი მასთან. რაღაც მომენტში მაგიდის ერთი ფეხი დამეკარგა, ალბათ პაბში მომპარა ვინმემ გასართობათ  და მიხდა ახალი ფეხის გაკეთება. განახლებული მაგიდა სიურელისტურ სამსხვერპლოს დაემსგავსა და მე მას ანტოგლიფს ვეძახდი. არ მკითხოთ, რატო, უბრალოდ პირველი თავში ეს აზრი მომივიდა. ამ სურათის სათაურია: „Meus Volatus Magicus Supra Antoglyphum“ ანუ „ჩემი მაგიური გადაფრენა ანტოგლიფზე“
          1971 წლის ზაფხული იყო და მე და ჩემი მეგობარი გოგონა ტასკანიის სანაპირო კურორტზე, ფორტე დეი მარმიში ვიყავით. იმ პერიოდში, ბევრი ჩემი თანამედროვე ძალიან პოლიტიკური იყო, მაგრამ მე როგორღაც მოწყვეტილი ვიყავი ამ ყველაფერს და უბრალოდ საკუთარ ინსტიქტებს მივყვებოდი. კუდიანობა მხიბლავდა და მინდოდა ისეთი სურათი, რომელშიც მე მაგიდიდან ზღვაში გადავფრინდებოდი.
          ჩემი აპარატი შტატივზე დავამაგრე, მაგიდა წყალში ჩავდგი და მასზე ავცოცდი. შემდეგ ავხტი და ჩემმა მეგობარმა გოგონამაც სწორედ მაშინ დააჭირა ღილაკს. ჩვენ მხოლოდ ერთი ფირი გვქონდა. მაშინ ვერ შეამოწმებდი, როგორი გამოვიდა კადრი და ეს მხოლოდ ორი კვირის შემდეგ გავიგე, როცა ჩემს დაკრუმში დაბრუნებულმა ფირი გავამჟღავნე.
          მომწონს, რომ მზე ზუსტად ჩემს უკან ანათებს, რომ მაგიდის გარშემო წყალია და ანარეკლი ქვიშაზე - ეს ყველაფერი სუფთა დამთხვევაა, ბევრს კი, მონტაჟი გონია.



 --------------------------------------------------------------------------

Curriculum vitae


 დაბადების ადგილი: ციურიხი. 1951 წელი.
განათლება: ციურიხის სამხატვრო სკოლა.
გავლენა: „დუან მიჩალზი, ლეს კრიმსი, მან რეი.“
სასარგებლო რჩევა: „შეიმუშავე რა გიზიდავს. დაიჭირე მნიშვნელოვანი მომენტები და გამოიყენე შენი ტელეფონის კამერა, როგორც დღიური.“
დადებითი შეფასება: „როცა კინოზე მუშაობის შემდეგ ფოტოგრაფიას დავუბრუნდი“
უარყოფითი მხარეები: “ხანგრძლივი მოგზაურობები, თავს ძალიან მარტოსულად ვგრძნობდი.“


წყარო:http://www.guardian.co.uk/artanddesign/2011/dec/18/photographer-lukas-strebel-best-shot#

No comments:

Post a Comment