Monday, January 23, 2012

Larry Clark's best shot

                                 ლარი კლარკის საუკეთესო კადრი






















ეს ფოტო 1971 წელს გადავიღე. ეს ისე დიდი ხნის წინ იყო, ასე მგონია სხვა ცხოვრებაში მოხდა. ამ კაცის სახელი ჯინ ნაითია. ის ჩემი ძველი მეგობარი იყო.  მე მას თითქმის მთელი ცხოვრება ვიცნობდი. იმ დღეს, ჩვენ ყველამ ნარკოტიკები მივიღეთ, მას ჯიბეში თავისი პატარა ფისტოლეტი ქონდა და როცა ამოღებას შეეცადა, შემთხვევით გაისროლა და ფეხში დაიჭრა. ეს უბედური შემთხვევა იყო.
მე კუთხეში ვიდექი და სურათებს ვიღებდი. როცა ასეთი რამ ხდება პროფესიონალიზმს უნდა მიმართო და შენი საქმე აკეთო. გოგონამ შემომხედა და რაღაც ამის მსგავსი ჩაილაპარაკა: „რა გულცივი ნაბიჭვარი ხარ.“  როგორც ჩანს მათ ჩათვალეს, რომ ტყვია მე უნდა ამომეღო. უცნაური იყო ჩემი იქ ყოფნა - თითქოს ფოტოზე ერთერთი მე ვიყავი. აპარატი მხოლოდ მე მქონდა. მე შემიძლია საკუთარი თავი ორად გავხლიჩო და შორიდან ვუყურო.
საბოლოოდ ყველაფერი კარგად დამთავრდა. ეს უბრალოდ პატარა ჭრილობა იყო, მაგრამ ჩვენ ის რამდენიმე ექიმთან მივიყვანეთ და მათ რაღაც სინთეტიკური მორფინი გამოგვიწერეს, რომელსაც კიბოთი დაავადებულები და ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრილები იყენებენ. ასე რომ, თავისი თავის დაჭრით, მან ბლომად მიიღო კარგი ნარკოტიკები.
ჩემი მეგობრების გადაღება 1962 წლიდან დავიწყე, მაგრამ წიგნის გაკეთება მაშინ თავში აზრად არ მომსვლია. სინამდვილეში მინდოდა ფილმი გადამეღო, მაგრამ ამის გაკეთება მარტო შეუძლებელი იყო. ასე რომ, 1970 წელს ვიფიქრე დამესრულებინა წიგნი, გადმოვაწყვე უკვე გადაღებული ფოტოები, მაგრამ ვგრძნობდი, რომ საქმის ბოლომდე მისაყვანად ტულსაში უნდა დავბრუნებულიყავი.(იმ პერიოდში მე უკვე ნიუ იორკში ვცხოვრობდი). ზუსტად ვიცოდი, როგორი ფოტოები უნდა გადამეღო, რადგან იქაურ ცხოვრებას კარგად ვიცნობდი.
ვიცოდი, როცა დავბრუნდებოდი, ბევრი რამ მოხდებოდა, ძალადობის ჩათვლით, არ ვიცოდი სად  და როდის, მაგრამ მე მზად ვიყავი მათთან შესახვედრად. მე ყველაფრისთვის მზად ვიყავი.


Curriculum vitae    

 

დაბადების ადგილი: ტულსა. ოკლაჰამა. 1943 წელი

ფილმები: Kids (1995), Bully (2001), Ken Park (2002).





წყარო: http://www.guardian.co.uk/artanddesign/2010/may/26/photography-larry-clark-best-shot?INTCMP=SRCH#

No comments:

Post a Comment