Sunday, January 15, 2012

Ernst Haas. Biography

           ერნსტ ჰაასი

 „სილამაზე თავისით იხატება და როცა ის თავის აპოგეას აღწევს მე შემდეგ ვიღებ მას.“

ერნს ჰაასი 1921 წლის 2 მარტს დაიბადა ვენაში, გავლენიანი სახელმწიფო ჩინოვნიკის ოჯახში. დედა ხელოვნები დიდი მოყვარული იყო და ზრუნავდა შვილის გემოვნების ჩემოყალიბებასა და მასში სილამაზის აღქმის განვითარებაზე. ერნსტ ჰაასი  მაშინაც კი უსმენდა დედის რჩევებს, როცა უკვე ცნობილი ფოტოგრაფი იყო. ისინი ხშირად წერდნენ ერთმანეთს და მათი სასაუბრო თემა ძირითადად ესთეტიკა, ხელოვნება და მასთან დაკავშირებული საკითხები იყო.    
            ერნსტმა ფოტოგრაფიას ხელი სერიოზულად 40-იანი წლებიდან მოკიდა. რაღაც პერიოდი ის ინსტიტუტში გრაფიკულ ხელოვნებას სწავლობდა, მეორე მსოფლიო იმის დროს ვენაში ფოტო სტუდიაში მუშაობდა, 1945 წელს კი ფოტოგრაფიას ასწავლიდაამერიკული წითელი ჯვრის ევროპულ განყოფილებაში. ამ პერიოდში მას ხელში ჩაუვარდა წიგნი „პოეტის კამერა“ («The Poet’s Camera»), რომელშიც ლექსებს თან ერთვოდა საუკეთესო ამერიკელი ფოტროგრაფების ნამუშევრები. წიგნმა დიდი შთაბეჭდილება მოახდინა მასზე, ის გაეცნო თავისი წინამორბედების შემოქმედებას, გააცნობიერა, რომ ფოტოზე რეალური საგანი შეიძლება ირეალურ,პოეტურ გამოსახულებად იქცეს.
            1946 წელს მან თავისი პირველი ფოტო აპარატი შეიძინა- ეს იყო ორ ობიექტივიანი როლეიფლექსიკადრის ზომით, 6X6. მას უყვარდა გახსენება, შავ ბაზარზე როგორ მიიღო ის 10 კგ. მარგარინის სანაცვლოდ, რომელიც მას თავის დაბადების დღეზე აჩუქეს, როცა 25 წლის გახდა.  

 მალე მან ის ლეიკით ჩაანაცვლა, რომელიც მართალია ხარისხით ჩამოუვარდებოდა საშუალო ფორმატიან კამერას, მაგრამ უფრო მოსახერხებელი იყო. უნდა აღინიშნოს, რომ ჰაასი არასოდეს ყოფილა, რომელიმე კონკრეტული ტექნიკის მეხოტბე: „არავითარი მნიშვნელობა არ აქვს რომელ ფოტოაპარატს იყენებთ, ნებისმიერს შეუძლია იმის დაფიქსირება, რასაც ხედავთ,  მთავარია დანახვა შეგეძლოთ.“
            40-იანი წლები ბოლოს მან გაიცნო ინგე მორატი, რომელმაც მისი ნამუშევრები ცნობილ ჟურნალ «Heute»-ს მთავარ რედაქტორს აჩვენა. გარკვეული პერიოდის მანძილზე ისინი ერთად მუშაობდნენ - მორატი სტატიებს წერდა, ჰაასი მათთვის ფოტოებს იღებდა.
1949 წელს ჰაასმა ვენაში ავსტრიელი ტყვეების დაბრუნების ამსახველი ფოტო რეპორტაჟი გააკეთა. ფოტოები დაბეჭდეს «Heute»-ში, მოგვიანებით, კი «Life»-ში, რომელიც მაშინ ყველაზე პოპულარული ილუსტრირებული გამოცემა იყო. პუბლიკაციამ მას სწრაფად მოუტანა პოპულარობა. ეს არანაირად არ იყო დაკავშირებული ამ თემის აქტუალურობასთან. ბეჭდვური გამომცემლობები გადავსებული იყო მსგავსი რეპორტაჟებით. პირველი ტყვები ომის დასრულებისთანავე გაათავისუფლეს, ბოლოები კი, ათი წლის შემდეგ დაბრუნდნენ სამშობლოში. ბევრი მათგანი ძალიან კოლორიტულად გამოიყურებოდა ჟურნალების გარეკანებზე, მაგრამ ჰაასის ფოტოები მკვეთრად გამოირჩეოდა საერთო მასისგან, პირველ რიგში თავიანთი მხატვრულობით.
პუბლიკაციის შემდეგ მას მაშინვე შესთავაზეს «Life»-ში შტატიან ფოტოგრაფად მუშაობა, მაგრამ ახალგაზრდა ჰაასმა დამოუკიდებელ ფოტოგრაფად დარჩენა ამჯობინა. ნაცვლად მან მიიღო რობერტ კაპასა და ანრი კარტიე-ბრესონის შემოთავაზება და ახლადშექმნილი «Magnum Photos»-ს წევრი გახდა. იმ დროს ის ნაკლებად ცნობილი სააგენტო იყო გაურკვეველი პერსპექტივებით და მასში მხოლოდ დამფუძნებლები იყვნენ გაერთიანებულები. ერნსტ ჰაასი იყო მისი პირველი მიწვეული წევრი. კაპას დაღუპვის შემდეგ, ის სააგენტოს მართვაშიც ჩაება. 1959 წელს, კი ჰაასი მაგნუმის პრეზიდენტად აირჩიეს.
50- იანი წლების დასაწყისში ჰაასი გადავიდა შეერთებულ შტატებში და ნიუ იორკში დაბინავდა. ის ამ ქალაქს ქუჩის ფოტოგრაფიის სამოთხედ მიიჩნევდა. „მე მომხიბლა ამ რიტმმა, აქაურების გახსნილობამ... მომწონდა, რომ ამდენი რასის ხალხი ერთად ცხოვრებას ახეხებდა, ცდილობდა მაინც... თუკი ამ ქალაქში რაიმე მარადიულია, ეს მისი ცვალებადობა, ახლის წარმოქმნა, ძველის გარდაქმნა, მშენებლობა და ნგრევაა.“ - ამბობდა ჰაასი. ნიუ იორკში ფოტოგრაფები ძალიან ბევრი იყვნენ, მაგრამ ის მათში არ ჩაკარგულა. ბევრი მის მიერ გადაღებული ფოტო მეოცე საუკუნის შუა პერიოდის ნიუ იორკის იკონებად იქცა.










ფერად ფოტოგრაფიაში ჰაასის პირველი ექსპერიმენტები 1949 წელს დაიწყო. „შავ-თეთრიდან ფერად ფოტოგრაფიაში გადასვლა ჩემთვის ძალიან ბუნებრივი იყო. მე ამისკენ მივისწრაფვოდი, მე ეს მჭირდებოდა და მისთვის მზად ვიყავი. ამ დროს ფერადი ფირებიც ხელმისაწვდიომი გახდა... არ მესმის მთელი ეს აბსურდული დებატები, „ფერადი შავ-თეთრის წინააღმდეგ“. მე ერთიც მიყვარს და მეორეც.“ -წერდა ის. 


 



 
 
  
თუმცა1950  წლიდან ის მთლიანად ფერად ფოტოგრაფიაში გადადის. ამ პერიოდში მან უამრავი ფოტო რეპორტაჟი გამოაქვეყნა სხვადასხვა ჟურნალებში, რომლებიც ადასტურებდნენ, რომ ფერადი ფოტოგრაფია თავისუფლად უწევს მეტოქეობას შავ-თეთრს, როგორც ინფორმაციულობით, ასევე მხატვრულობით. მან სწრაფად მიაღწია წარმატებას: 1958 წელს, ჟურნალმა, «Popular Photography» გამოკითხა 243 ცნობილი კრიტიკოსი, გამომცემელი,მუზეუმის თნამშრომელი და შემოქმედებითი ინტელიგენციის სხვა წარმომადგენელი თანამედროვეობის  ათი საუკეთესო ფოტოგრაფის გამოსავლენად. ესენი აღმოჩნდნენ: ანსელ ადამსი, რიჩარდ ავედონი, ანრი კარტი-ბრესონი, ალფრედ ეიზენშტედტი, ერნსტ ჰაასი, ფილიპ ჰალსმანი, იუზუფ კარში, გიენ მილი, ირვინ პენი და იუჯინ სმიტი. ასე რომ, მაშინ სრულიად ახალგაზრდა ფოტოგრაფი ძალიან კარგ კომპანიაში აღმოჩნდა.
1962 წელს, ნიუ იორკის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში, ერნსტ ჰაასის ნამუშევრების გამოფენა გაიმართა. გამოფენას კურირებდა მეოცე საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფოტოგრაფი, ედვარდ სტეიხენი, რომელმაც ჰაასს უწოდა „თავისუფალი სული, რომელიც არ იზღუდებოდა ტრადიციებისა და თეორიების ჩარჩოებით, რომელიც ამ სამყაროში შემოჭრა თავისუფლებისა და სილამაზის ძიებისთვის და რომელსაც ფოტოგრაფიის ისტორიაში ანალოგი არ ყავს.“
ერნსტ ჰაასი მთელი ცხოვრება ბევრს მუშაობდა  და მისი ნამუშევრები იბეჭდებოდა ყველაზე ცნობილ ჟურნალებში. ის განუწყვეტლივ მონაწილეობდა გამოფენებში  და გამოსცემდა წიგნებს. მისი ცნობილი ალბომი «The Creation» ნახევარ მილიონიანი ტირაჟით გამოვიდა. ის დიდ ძალიასხმევას დებდა საზოგადოებრივ საქმიანობაში, ასწავლიდა, მუშაობდა ფოტოგრაფიის თეორიაზე, წერდა მის კავშირზეწ ხელოვნების სხვა დარგებთან, განსაკუთრებით მუსიკასთან დაპოეზიასთან. „მე კომპოზიტორი ვარ, მაგრამსხვა ნოტები მაქვს... ფოტოგრაფია ეს ენაა, რომელზეც მე პროზასა და პოეზიას ვქმნი.“ - ამბობდა ერნსტ ჰაასი. ის 1986 წლის 12 სექტემბერს გარდაიცვალა.
„ჩემთვის ერნსტი იყო თავად გულისხმიერება. მას ქონდა წარმოუდგენელი ქარიზმა და სამყაროს ღრმა ცოდნა - მისი ფერების, მისი უძველესი ისტორიის. ის კარგად იცნობდა სხვადასხვა კულტურებს და მან ეს ცოდნა ნათლად გამოხატა თავის ფოტოებში.“ - წერდა თავის დღიურში ანრი კარტიე-ბრესონი, სამი დღის შემდეგ. „ მან კომეტასავით სწრაფად ჩაიქროლა და უკან დატოვა ადამიანური ურთიერთგაგებისა და სიკეთის გრძელი ბილიკი“ შემდეგ კი, თითქოს შერცხვა თავისი მოზღვავებული გრძნობების , დაამატა: „თითქმის მესმის როგორ გაიცინებდა  და იხალისებდა ის, ეს სიტყვები რომ წაეკითხა.“

წყარო:http://buy-books.ru/photographers/ernst_haas/ 












 













 








2 comments:

  1. ძალიან კარგი სტატიაა <3

    ReplyDelete
    Replies
    1. მადლობა გვანცა! :)

      Delete