Tuesday, January 17, 2012

Allan Teger:People often ask me where the idea for my Bodyscapes® originated.

ალენ ტიგერი: „ხშირად მეკითხებიან, სად ვპოულობ იდეებს ჩემი ნაშრომებისთვის“

 
უნდა ვაღიარო, რომ ეს არც შიშველი ფოტოგრაფიით დაინტერესებით დაწყებულა და არც სტუდიური ფოტოგრაფიით გატაცებით. მე თვითნასწავლი ფოტოგრაფი და პროფესიონალი ფსიქოლოგი ვარ და ბოდისკეიპები, სწორედ, ჩემი ფსიქოლოგიით დაინტერესების შედეგია.
70-იან წლებში, უნივერსიტეტში ვასწავლიდი ფსიქოლოგიას და მეცნიერულ კონსულტაციებში ვიყავი ჩართული, ასევე მოხალისედ ვმუშაობდი, როგორც მრჩეველი მედიკამენტების საკითხში, ფილადელფიის უფასო კლინიკაში. ვგრძნობდი, რომ ტრადიციული აკადემიური ფსიქოლოგია არ იყო საკმარისი ჩვენი შინაგანი მოგზაურობების ანუ ჩვენი სამყაროს ხედვის საკითხების ამოსაცნობად.
წიგნები ცნობირებაზე, მისტიციზმი, მედიტაცია, ნარკოტიკები და ალტერნატიული რეალობები ის-ის იყო პოპ. კულტურად გარდაქმნას იწყებდა. შედეგად ჩემი ინტერესები იცვლებოდა და ჩემი სწავლებაც ნაკლებად ტრადიციული ხდებოდა. სტუდენტებს ვასწავლიდი მედიტაციას, ერთად ვკითხულობდით დაო დე ძინს, ბჰაგავატ გიტას, რამ დასისა და  კარლ როჯერსის წიგნებს, კასტენადას, ჰაქსლის, უოტსს და სხვებს. ალტერნატიული რეალობები, სუბიექტური რეალიზმი და მისტიური ცნობიერება ჩემი პიროვნების ნაწილი ხდებოდა.
გამიჩნდა სურვილი, იდეები, რომელთაც ვსწავლობდი და ვასწავლიდი ხელოვნების საშუალებით გადმომეცა. მთელი ჩემი გონება მრავალჯერადი რეალობების საკითხით იყო მოცული, წავიკითხე ბევრი ანგარიში თუ თავგადასავალი მისტიურ ცნობიერებაზე და დავრწმუნდი, რომ ძირითადი ცნება, რასაც უნდა ჩავწვდომოდი და მიმეღო, იყო ის, რომ ორი რეალობა შეიძლება არსებობდეს ერთდროულად, თანაც ორივე აბსოლუტურად სხვადასხვა, მაგრამ  სიმართლე იყოს.  1975 წელს მე მივხვდი, რომ სწორედ ფოტოგრაფია იყო ის  მედიუმი, რომლითაც  ორი რეალობის თანაარსებობის დემონსტრირება შემეძლო.
მახსოვს ის მომენტიც, როდესაც ბოდისკეიპების შექმნის იდეა გამიჩნდა. ვფიქრობდი, რომ სამყარო თავის ფორმებსა და სტრუქტურებს სხვადასხვა დონეზე იმეორებს და უეცრად გონებაში დაიხატა გამოსახულება, რომელზეც  მოთხილამურე მკერდიდან ეშვებოდა - ეს სწორედ ის იყო, რასაც ვფიქრობდი - სამყარო იმეორებდა თავის ფორმას - სხეული მთას გავდა. ეს ხომ ორი რეალობის თანაარსებობის მაგალითი იყო. ეს სურათი შეიძლებოდა პეიზაჟად აღგექვათ, შეიძლებოდა შიშველ სხეულად და ორივე აღქმა  სწორი იყო. მაშინვე მივხვდი, რომ სურათების მთელი სერია მელოდა ფირზე დასაფიქსირებლად.


ერთი თუ ორი კვირის შემდეგ მე უკვე ჩემი მოდელი მყავდა  და გადაღებებიც დავიწყე. ხელოვნების სამყარო ჩემთვის სრულიად უცხო იყო. მე არასოდეს გამივლია ფოტოგრაფიის კურსები, არ შემისწავლია ხელოვნება და ხელოვნების ისტორია, ამიტომ ამ პროექტს გულუბრყვილოდ მივუდექი, დარწმუნებული ვიყავი, რომ ყოველი კადრით, რაღაც ახალს ვუყრიდი საფუძველს.
ეს სურათები შევქმენი ადამისნის სხეულზე სათამაშოებისა და მინიატურების მოთავსებით, თან მხოლოდ ერთ კადრს ვიღებდი. ვიცოდი, რომ სხვადასხვა ექსპოზიციით გადაღებული რამდენიმე კადრით შემეძლო მონტაჟი გამეკეთებინა, მაგრამ ვგრძნობდი, რომ თუ მინდოდა ისინი დამთვალიერებლებისთვის რეალისტური ყოფილიყო, ჯობდა ასეთი რამ არ გამეკეთებინა. უფრო მეტიც, არ მინდოდა აპარატისა და დაკრუმის ხერხებითვის მიმემართა, რადგამ მეშინოდა, რომ ნამუშევრები ამთ დამაჯერებლობას დაკარგავდა.
წლების მანძილზე მივხვდი, რომ ხელოვნება ერთდროულად შეიძლება მხიარულიც იყო და სერიოზულიც. ყოველთვის ვფიქრობდი, რომ მხატვრის მიზანი, საბოლოო ჯამში, დამთვალიერებელთან ურთიერთობა და ნამუშერებში მათი ჩართვაა, რომ ასე მიიყვანოს ისინი სრულყოფილებამდე. მე ვგრძნობ, რომ ჩემი ხელოვნება დასრულებულია მაშინ, როცა დამთვალიერებლები რეაგირებენ მასზე. მე ვისიამოვნე ბოდისკეიპების შექმნით და მსიამოვნებს მათი გაზიარება სხვებისთვის და მათი რეაქციის ნახვა.
ყოველთვის სასიამოვნო და საინტერესო სანახავია ადამიანების რეაქცია, როცა ისინი პირველად აცნობიერებენ, რომ პეიზაჟები სინამდვილეში ადამიანების სხეულებია. ზოგიერთები თავად ვერც, კი ხვდებიან, სანამ მეგობარი ან ვინმე სხვა არ მიუთითებს. ზოგი მთელი კოლექციის დათვალიერების შემდეგ მეკითხება თუ რას ვგულისხმობ „ბოდისკეიპში“ ან კონკრეტულად რომელი მთა გადავიღე. ძნელია გულგრილი სახით უყურო, როგორ ათვალიერებენ ისინი სურათებს და ცდილობენ რაიმე ხელჩასაჭიდი იპოვონ მის ამოსაცნობად.
ძალიან მიყვარს ისტორია წყვილზე, რომელთაც თან ხუთი წლის ბიჭუნა ახლდათ. მშობლებმა კითხეს, თუ მიხვდა, სად იყო ფოტოები გადაღებული. მან სრულიად დარწმუნებულმა უპასუხა: „კი, კალიფორნიაში.“ ზოგიერთი მშობელი ამ სურათების დახმარებით ცდილობს თავიანთ შვილებს შიშველი სხეულის სილამაზე დაანახოს. ან პირიქით, უამრავჯერ მინახავს, ახალგაზრდები როგორ  უხსნიან თავიანთ ნაკლებად დაკვირვებულ მშობლებს სურათში დამალულ სიმართლეს.
ბევრი ამ სურათებს თავიანთი სახლის ან ოფისის კედლებზე კიდებს და ხშირად მათი ოჯახის წევრები ან მეგობრები წლების მანძილზე ვერ ხვდებიან, რომ მათზე ადამიანების სხეულებია გამოსახული.  ექიმები მეუბნებიან, რომ მათ ჩემი პიროვნების ფსიქოანალიზი აინტერესებთ ჩემი ნამუშევრების გამო. ისეთებიც იყვნენ, რომელთაც(ღიმილით) მითხრეს, რომ ავად ვარ. ზოგს აინტერესებს, სად ვპოულობ ისეთ პეიზაჟებს, რომელებიც ასე გვანან ადამიანის სხეულს. ზოგი სერიოზულია, ზოგი ხუმრობს, მაგრამ,  საერთო  ჯამში, ვთვლი, რომ ადამიანები აღტაცებულები არიან ჩემი სურათებით.
ფოტოგრაფიისადმი ჩემი ინტერესი 13 წლის ასაკში დაიწყო, როცა პირველი ფოტო აპარატი მაჩუქეს. სკოლაში და შემდეგ კოლეჯში გაზეთის ფოტო რედაქტორი ვიყავი. მოგვიანებით, როცა კარიერა ფსიქოლოგიას მივუძღვენი, ფოტოგრაფიას თავი დავანებე. ბოდისკეიპების შექმნა 1975 წელს დავიწყე. 1981 წელს , კი მეცნიერება საბოლოოდ მივატოვე და მთლიანად ფოტოგრაფიით დავკავდი.

წყარო: http://www.dabbertgallery.com/artists/Teger/index2.html


















  


No comments:

Post a Comment