Saturday, December 3, 2011

Steve Schapiro's best shot

                                  სტივ შაპიროს საუკეთესო კადრი



           1964 წელს თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში მივედი,  რომ რენე მაგრიტი გადამეღო. ის შიგნით, ძელსაკმზე იჯდა თავის მეუღლესთან და ძაღლთან ერთად, სურათებით გარშემოკრული. ეს ჟურნალ Life-ის დავალება იყო. ის ჩემი საყვარელი მხატვარი იყო, მე კი, მის გადასაღებად მხოლოდ საათნახევარი მქონდა. გადაღების პროცესში მაგრიტმა გადაწყვიტა თითოეული ნახატის ნაწილი თავად გამხდარიყო ან რაიმე ფორმით დაკავშირებოდა მათ.
         ერთერთი ნახატი იყო კლდეზე ღმართული ციხე სიმაგრე, მაგრიტი, ძელსაკმზე დაწვა მის წინ და ფოტო ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებს , თითქოს მას ეს ნახატი ესიზმრება. ეს, ჩემი რჩეული ფოტო კი, ეფექტური გამოვიდა, რადგან მაგრიტი თვად გავს მასზე დახატულ გმირებს და მათსავით თავის საფირმო ქუდს ატარებს. ამოცანა ყოველთვის განსაკუთრებული ფოტოს გადაღებაა.  როცა წარმოსახვის უნარით დაჯილდოვებულ ადამიანთან მუშაობ, ისეთი დონის მხატვართან, როგორიც რენე მაგრიტია, ეს პროცესი შეიძლება თანამშრომლობად იქცეს და ჩემს შემთხვევაშიც სწორედ ასე მოხდა. ყველა ამაღლებულ განწყობაზე ვიყავით, ბევრს არ ვლაპარაკობდით, ჩვენი ურთიერთობა ძირითადად ღიმილზე იყო დამყარებული. კიდევ ერთი კადრი გადავიღეთ,  მაგრიტი და ის ნახატი, სადაც ქუდი ჩანს ხელით. ისე გავაკეთეთ, რომ ის ხელი მაგრიტს მოექცა თავზე და ამან ფოტოს სიურეალისტური ელფერი შესძინა.
         ყველა ფოტო ბუნებრივ გადაღებაზე გადავიღე. ასე მირჩევნია. ენერგეტიკა გადასაღებ ობიექტებთან შენარჩუნებულია, რაც ხელოვნური განათებისას შეიძლება დაიკარგოს.
იმ დროს ჟურნალი Life შავ-თეთრი იყო და ვფიქრობ ასე უფრო ძლიერად შეიძლება ემოციის გადმოცემა. როცა ჟურნალში მუშაობ, ხშირად განიცდი ასეთ ენერგეტიკულ კავშირს იმ ადამიანებთან, რომელთაც სურათს უღებ, ძალიან უახლოვდები, თუმცა შეიძლება ისინი ვეღარასოდეს ნახო. მაგრიტი,   იმ დღის შემდეგ, აღარ მინახავს, მაგრამ ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ეს ფოტო გადავიღე.

----------------------------------------------------------------------------

Curriculum vitae 



დაბადების ადგილი:  ნიუ იორკი. 1934 წელი.

განათლება:  „იუჯინ სმიტთან“

გავლენა:  „ანრი კარტიე-ბრესონი, იუჯინ სმიტი, უოლკერ ევანსი.“

წარმატება: „ქარიზმატულ ადამიანებთან მუშაობა: ბობი კენედი, მარტინ ლუთერ კინგი, ლორენს ოლივიე, სემუელ ბეკეტი.“

სასარგებლო რჩევა: „შეხედე სურათს, რომლის გადაღებასაც აპირებ და შემდეგ ეძიე გზა, რომ ის უკეთესი გახადო.“






წყარო:http://www.guardian.co.uk/artanddesign/2010/nov/03/photography-steve-schapiro-best-shot#zoomed-picture

No comments:

Post a Comment