Sunday, December 18, 2011

Interview with Anders Petersen


                      ინტერვიუ ანდერს პეტერსენთან


 
ალბათ ძალიან დაიღალეთ ინტერვიუების მიცემით. ფაქტიურად თქვენ ამას აკეთებთ, რაც თავი მახსოვს.

ჩვეულებრივ ინტერვიუებს არ ვიძლევი. უმრავლესობა მათგანი საფრანგეთშია ჩაწერილი და იცით რა აინტერესებთ მათ? ჩემი ურთიერთობა ქრისტერ სტრომჰოლმთან. ეს მათი აკვიატებული იდეაა.


რა თქმა უნდა. მათ იქ ეს პატრიარქალური კომპლექსი აქვთ. სანამ თქვენ გამოჩნდებოდით, ქრისტერ სტრომჰოლმი შვედურ ფოტოგრაფიაში მყვირალა სახელი იყო. 

დიახ და ახლა საცოდავ  ჯჰ. ენგსტრომს უწევს იგივეს მოსმენა. ადამიანებმა უნდა გაიგონ, რომ მისაბაძი მაგალითი ყველას ყავს და მუდამ ასე იქნება. სულ პატარა ძუძუმწოვარსაც კი, არ შეუძლია მის გარეშე. თავს ნუ გაისულელებთ, რომ თქვენ არ ხართ იმათ  გავლენის ქვეშ, ვინც თქვენამდე იყო.  თქვენზე გამუდმებით ახდენს გავლენას მოვლენები, რომლებიც თქვენს გარშემო ვითარდება  და ადამიანები, რომლებსაც ხვდებით. ჩემს შემთხვევაში, ასეთი ადამიანი იყო ქრისტერი.


 
რამდენი წლის იყავით, როცა ერთმანეთს შეხვდით?

მე 22 წლის ვიყავი, მაგრამ მანამდეც ვიცნობდი მის ფოტოებს და ვიცოდი მათი ავტორის შესახებ. 1965 წელს, Värmland Tribune-ში, იცით ალბათ, მე ვარმლენდიდან ვარ, გადავეყარე ფოტოს, რომელზეც ასახული იყო ფიფქებით დაფარული პარიზის სასაფლაო ღამით. ფოტოგრაფს ძალიან გაუმართლა, რომ სწორედ იმ დროს აღმოჩნდა იქ. თოვლზე ნაკვალევი იყო, რომლებიც სხვადასხვა მიმართულებებით მიდიოდა. იფიქრებდით, რომ მიცვალებულები საფლავებიდან წამოდგნენ, რომ შეკრებილიყვნენ და დრო გაეტარებინათ. ეს ძალიან ლიტერატურული გამოსახულება იყო და უამრავ კითხვას ბადებდა, ნაცვლად პასუხების შემოთავაზებისა. მე ის ძალიან მომეწონა და ის ქრისტერის აღმოჩნდა.

Christer Strömholm 

მსმენია, რომ თქვენ  იმ პერიოდში შეხვდით ერთმანეთს, როცა ის ფოტოგრაფიას ასწავლიდა სკოლაში. თქვენ კი, მისი ლაბორატორიას ჩუმად, მის დაუკითხავად იყენებდით. ერთ დღესაც მან გამოგიჭირათ, მაგრამ იმდენად მოეწონა თქვენი სურათები, რომ თავისი მფარველობის ქვეშ აგიყვანათ.
ქრისტერმა სტიმული მისცა ჩემი ფოტოგრაფიით დაინტერესებას და ყოველთვის მხარს მიჭერდა. მას ქონდა ჯადოსნური ნიჭი, რომ ადამიანები უფრო წარმოეჩინა თავისი ყურადღების მათზე კონცენტრირებით და ეს არ გულისხმობდა ინტელექტუალურ კომენტარებს ან მსგავს რამეებს. ის გადახედავდა ხოლმე ჩემი კონტაქტების ფურცლებს და იმ გამოსახულებებს, რომლებიც მოეწონებოდა, ფაქიზად მიაწერდა C ანუ Christer.


 
მაგრამ, თქვენ მანამდეც იღებდით სურათებს, სანამ „შვედეთს მიწას მიაყრიდით“, როგორც თქვენ ამბობთ და ჰამბურგში გაემგზავებოდით.

კი, ეს მაშინ იყო, როცა  „კაფე ლეჰმიცის“ (Café Lehmitz) სურათები გადავიღე. 17 წლის ვიყავი, ვცხოვრობდი სანტ პაულიში , რიპერბანის  ქუჩაზე, სადაც ბევრ უცნაურობებს ვაწყდებოდი, ისეთ ამბებსა და ტრადიციებს, როგორებსაც ყველგან ვერ ნახავთ. შემიყვარდა ერთი წლით უმცროსი გოგონა, რომელსაც ვანია ერქვა და მეძავი იყო. მოკლედ რომ ვთქვა, თინეიჯერი ვიყავი, რომელიც მარტო ცხოვრობდა ჰამბურგში. ჩვენ უფრო დიდი ჯგუფის ნაწილი ვიყავით და ალბათ ყველა ბანდად აღგვიქვამდა. მე და ვანია ექვსი თვე ვხვდებოდით და ამ პერიოდში მე მივხვდი რას ნიშნავს იყო არაპრივილიგირებული და დაუცველი, გამიმძაფრდა თვითგადარჩენის ინსტიქტი. ამ განცდებმა ყველაზე მეტად ჩამომაყალიბა მე. 


ურჩევდით სხვებს დატოვონ თავიანთი კომფორტის ზონები?

ვფიქრობ, რჩევების მიცემისას დიდი სიფრთხილეა საჭირო. თუმცა, ჩემთვის მტკივნეულია იმის დანახვა, როგორ უფერულდება და  კვდება ნიჭი. აი, რა ხდება სინამდვილეში: პირამიდის ძირში მართლაც კარგია ყოფნა - იქ არიან შენი მეგობრები, გაქვს შენი ყოველდღიური ცხოვრება, შენი ოჯახი, ხარ უსაფრთხოდ, მოკლედ, გაქვს ყველაფერი, რაც მნიშვნელოვანია. მაგრამ, იქ, ქვევით, ვერ შექმნი შედევრებს, ვერასოდეს. შედევრების შესაქმნელად საჭიროა მაღლა ახვიდე და როცა ცოცვას დაიწყებ, უკვე აღარ ხარ სუსტი ბიჭუნა. თანაც ამას უდიდესი ადრენალინი ახლავს.

და ეს ადრენალინი გაძლევს გამბედაობას, ისეთ სიტუაციებში აღმოჩნდე, რომელთაც მანადე თავს არიდებდი, არა?

დიახ, მაგრამ პირამიდის მწვერვალზე მუდმივად ვერ დარჩები. ქვემოთ ჩამოცოცებაც უნდა ისწავლო. ჩემი პრობლემა ყოველთვის ის იყო, რომ მე სიტუაციებში თავადაც ვითქვიფებოდი. მავიწყდება სურათის გადაღება, მავიწყდება, რომ დამკვირვებელი და ვუაიერისტი უნდა ვიყო. აპარატი ისეთი ოთახების კარს გაგიღებს, რომლებიც სხვებისთვის სამუდამოდ დაკეტილია.  მთელი ჩემი ინსტიტუციონალური ტრილოგიის განმავლობაში, როცა მე შევდიოდი საგიჟეებში, საპყრობილეებსა და მოხუცთა თავშესაფრებში, აპარატი იყო ჩემი ბილეთი და საბაბიც იქ დავრჩენილიყავი.


 
პირველად როგორ „აღმოგაჩინეს ?“

რადგან შვედეთში სერიოზულად არავინ ღმიქვამდა, გადავწყვიტე იქაურობის დატოვება და გავემართე Arles ’77 -ს ფოტო ფესტივალზე, თან კაფე ლეჰმიცის ფოტოები წავიღე. ,ოედანზე მათ ვათვალიერებდი, როცა ერთი ტიპი მოვიდა  და მკითხა: „სურათები გაქვს?“ ის არლზის ერთ-ერთი მთავარი კურატორი აღმოჩნდა და  მან ორგანიზება გაუკეთა, რომ ჩემი ფოტოები მუზეუმში ჩამოეკიდათ. „ვაუ“ ვთქვი მე მაშინ. ადამიანებმა ჩემს სურათებს სხვა თვალით დაუწყეს ყურება ამის შემდეგ. უეცრად, გამომცემლების რიგი დადგა და  შვედეთში, 1982 წელს ჩემი პირველი წიგნი გამოვიდა.


ბევრი თქვენი ფოტო ძალიან პირადულია. ხშირია ასეთი მოლაპარაკებები: „თუკი ჩემ ფოტოს გამოფენ, მაშინ ჩემთვისაც რამე უნდა გააკეთო“

დიახ, რა თქმა უნდა. ამაში უცნაური არაფერია. მე მირჩევნია ვიღაცის ახლობელი ვიყო, ვიდრე ვიღაცის ფოტოგრაფი. მე მხოლოდ მათ ვიღებ, ვის იდენტიფიცირებასაც ვახდენ და რადგან ჩემ თავს ყველა ტიპის ადამიანთან ვაიგივებ, ვთვლი, რომ ყველა ვისაც ვხვდები ჩემი ოჯახის ნაწილია. ასე რომ, ტოკიოში ან სან ფრანცისკოში, სრულიად არ ვთვლი, რომ უცხოებს ვხვდები, ისინი ყველა ჩემი დები და ძმებია. როგორც კი ამ აზრს გაითავისებ, მაგიურად ქრება ყველა ურთიერთობებთან დაკავშირებული პრობლემები.

და შეიძლება პრობლემებში ჩაფლულიც აღმოჩნდე

გაუთავებლად!


 
მაგრამ ეს თქვენ მოგწონთ, არა?

კი, ეს ჯოჯოხეთურად აღმაგზნებს.

რა სახის პრობლემები შეგიქმნიათ ხოლმე საკუთარი თავისთვის?

მე ცამეტჯერ გამძარცვეს. ყველაზე სახიფათო იყო კანარის კუნძულებზე მომხდარი შემთხვევა. ვიღაც ორი ბიჭი მოვიდა  და მითხრეს: გადაგვიღე სურათი“ ასეც მოვიქეცი. შემდეგ კი თქვეს: „რას შვრები, შენ ჩვენ სურათი გადაგვიღე?"  ეს საკმაოდ მოძველებული ხრიკია. „უნდა წაშალო“,   მე უარი ვუთხარი. ერთერთმა დანა ამოიღო და მითხრა აპარატი მიმეცა თან დანის ქნევით მომიახლოვდა. მეორე კი, შარვალში მწვდა. ჩემს უკან კედელი იყო და პირველი უკვე  სათვალეებთან მიქნევდა დანას. მეორემ შარვალი ჩაქაჩა და ბრბოც მოგროვდა სეირის საყურებლად. იმ პიჟონმა, რომელიც ფეხებთან იყო, ჩემ საკვერცხეებში ჩაკიდა თავი , მეორემ კი დანის ტრიალი განაგრძო. მე აპარატს ხელი ვტაცე და მკერდზე მივაჯახე, რომ უბრალოდ აეღო და წასულიყო. ამან გაჭრა.

ღმერთო, როგორ დაუძვერით!..

ასეთ სიტუაციებში მთავარია პანიკაში არ ჩავარდე, მდგომარეობა გაანალიზო და თავი მსხვერპლად არ მიიჩნიო.



კარგი რჩევაა. თქვენ ახლა მასწავლებელიც ხართ.

კი, მშვენიერია. მე ყოველთვის მიყვარდა სხვისი ფოტოების დათვალიერება.

განსაკუთრებით ვისი?

თქვენ გყავთ დიდებული ახალგაზრდა ფოტოგრაფები, როგორებიცაა, მარკუს ერიქსონი, ის ახალგაზრდა ბავშვი - იოჰან ემანუელსონი და ჯჰ. ენგსტრომი, რა თქმა უნდა. ყველაფერი კი იქამდე დადის, რომ ამას უნდა მიეთვისო, უნდა იყო მგზნებარე და შეპყრობილი.

ადვილია  ეგ უთხრა ვინმეს, მაგრამ იმათ თავის მხრივ უნდა ებრძოლონ ეჭვებს, დაგვიანებულ ქირას და მშობლებს, რომელთაც აინტერსებთ, როდის ექნებათ მათ შვლს ბოლოს და ბოლოს ეს დაწყევლილი სამსახური.

აბსოლუტურად მართალი ხართ. ჩემთვის ეს ადვილი იყო, რადგან მე სხვა არაფერი ვიცოდი. მე ყოველთვის მქონდა ეს თვისება , დამესვა კითხვები და ამას ვერაფერი უწევდა კონკურენციას. აი, რა გჭირდებათ, რომ გადარჩეთ. არ აქვს მნიშვნელობა რამდენად ნიჭიერი ხარ, იმი თქმა მინდა, რომ თუკი ერთი ბეწო ნიჭი მაინც გაქვს, ეს დაგეხმარება. მაგრამ თუ ეს მოთხოვნილება არ გაქვთ, ეს საქმე გაგტეხავთ, ვერასოდეს შეძლებთ ბოლომდე მიხვიდეთ.

წყარო: http://www.vice.com/en_uk/read/get-the-hell-out-of-there







































No comments:

Post a Comment