Friday, December 16, 2011

A Belated Interview with André Kertész

          დაგვიანებული ინტერვიუ ანდრე კერტესთან

                                       (კაროლი კინსეზი)

                      







 
„რაც არ უნდა გავაკეთოდ დღეს ჩვენ, კერტესმა ის პირველმა გააკეთა.“

ანრი კარტიე-ბრესონი
























 

თქვენ ამბობთ, რომ პატარაობისას, როცა აპარატი არ გქონდათ, საკუთარ გონებაში იღებდით სურათებს. როდის გადაიღეთ თქვენი პირველი ნამდვილი ფოტო?

გადწყვეტილი მქონდა, რომ როგორც კი, საკუთარ ფულს ვიშოვიდი აპარატი მეყიდა. ეს ჩემი საიდუმლო იყო. სკოლის დასრულების სერტიფიკატის აღების შემდეგ საკუთარი ჯიბის ფული გამიჩნდა და  ვიყიდე პატარა ყუთი-კამერა -  ერნემანი (Ernemann). ( ამ შემთხვევში კერტესს მეხსიერება ღალატობს. ყველგან საფუძვლიანად არის დოკუმენტირებული რომ ეს ICA box იყო, რომელიც 4.5 x 6 სმ. ფირფიტებზე იყო გათვლილი. კ.კ) ეს იყო მოხერხებული , ძალიან იაფი კამერა, რომელიც 12 ფირფიტას იტევდა. დააჭერდით ღილაკს, ფირფიტა ჩამოვარდებოდა და მომდევნო იჭერდა მის ადგილს. ინსტიქტურად ვიღებდი ყველაფერს, რასაც ჩემს გარშემო ვხედავდი. ადრიდანვე, როცა  სულ რაღაც ექვსი წლის ვიყავი , ვცდილობდი გადასაღებად ის ამერჩია და გამომეცალკავებინა, რაც საგულისხმო იყო. 1912 წლიდან კი, როცა ჩემი პირველი აპარატი მქონდა უკვე ისეთ ფოტოებს ვიღებდი, რომელთა ნახვაც გამეხარდებოდა. ეს უფრო ვიზუალურ მხარეს ეხებოდა, რადგან ტექნიკურ საკითხებში არ მქონდა არანაირი გამოცდილება. პირველად სურათების გამჟღავნება გარდერობში  ვცადე მაგრამ ამ საქმისთვის ის ძალიან ნათელი აღმოჩნდა. თუმცა მცდელობები არ შემიწყვეტია და შევიმუშავე რა იყო კარგი  და რა ცუდი - ადამიანი შეცდომებზე სწავლობს. აი, რას ვეუბნები ყველას: არ შეგეშინდეთ შეცდომების დაშვება! მომდეწვნო მცდელობა უკეთესი იქნება, ბოლო კი საუკეთესო. როცა გამჟღავნებას ვსწავლობდი ხან ძალიან ვაგვიანებდი, ხან ვჩქარობდი, მაგრამ ეს შეცდომები გაკვეთილად გამომადგა. ვკითხულობდი სახელმძღვანელოებს, ინსტრუქციებს, მაგრამ მეტწილად მაინც საკუთარი ექსპერიმენტებით ვისწავლე. სახლში მაქვს რამდენიმე ჩემი გადაღებული ფოტო, რომლებზეც ჩემი ძმა არის ნავით დუნაიზე. გუშინწინ მანქანით ზუსტად იმ ადგილას გავიარეთ და შევჩერდით.(1984 წელი. კ.კ.) დუნაი არ შეცვლილა. კომპოზიცია ისეთი თანამედროვეა დღესაც კი. ანარეკლები წყალზე ძალინ კარგად არის გამოსული, მიუხედავად იმისა, რომ მე მაშინ არ ვიცნობდი მონეს შემოქმედებას. ის სურათი 1914 წელს არის გადაღებული.

თქვენ მხოლოდ თინეიჯერი იყავით, როცა ის ფოტოები გადაიღეთ, რომლებიც დღეს გამოფენებისა და ფოტოგრაფიული ალბომების შემადგენელი ნაწილია. რომელიმე ფოტოს მაგალითზე, შეგიძლიათ აგვიხსნათ თქვენი მუშაობის მეთოდები?

ეს ბოჩკაის მოედანია (ბუდაში), სადაც მე ხშირად დავეხეტებოდი მარტო და ერთხელაც გადავწყვიტე მისი გადაღება.  ჩემი უმცროსი ძმა წავიყვანე, რომელიც ამქვეყნად საუკეთესო დამხმარე იყო  და ჩვენ საოცრად კარგად ვეწყობოდით ერთმანეთს. მოედნის ცენტრში ერთი განათების ბოძი იდგა: ის იყო განათების ერთადერთი წყარო. ვიცოდი, რომ მხოლოდ დიაფრაგმის გახსნა არ იქნებოდა საკმარისი და ფოტოს მაინც ბნელი უკანა პლანი ექნებოდა, ამიტომ გამოვიყენე ხანგრძლივი ექსპოზიცია. გადავიღე სამი კადრი. პირველის ექსპოზიციის დრო 6 წუთი იყო, მეორის 8 და მესამის 10 წუთი. ერთერთი ამ სამიდან, ჩავთვალე, რომ ჩემს იმედს გაამართლებდა და სწორედ მას გამოვიყენებდი დასაბეჭდად.  ახლა, ნამდვილად აღარ მახსოვს, რომელია ის საუკეთესო, მაგრამ ნახეთ ფოტოს უკანა პლანი - ყველა დეტალი კარგად იკითხება.  ჩემი ძმა კი, იქ იდგა გაუნძრევლად 6, 8 და 10 წუთის მანძილზე ისეთ პოზაში თითქოს მიდიოდა.  ის დიდებული სპორტსმენი იყო და მისთვის ეს პრობლემას არ წარმოადგენდა. მე ადრე ავირჩიე ეს ადგილი და ჩემ ძმას ვუთხარი: „გამომყევი, შენ სურათზე იქნები“  ვიცოდი, რომ თუ ნათელი ნაწილი სწორად იქნებოდა ექსპონირებული , უკანა პლანი ძალიან ჩამიბნელდებოდა. ეს ვიცოდი თეორიული მოსაზრებით, რაგან მაშინ სინათლის საზომები არ არსებობდა, ამიტომ აუცილებელი იყო 2-3 კადრის გადაღება. ჩვეულებრივ მე ორ კადრს ვიღებდი, მაგრამ შემდეგ, სრულიად შემთხვევით, გავიგე, რომ  თუ მინის ფირფიტას წითელი საღებავით დაფარავდი, ეს შველოდა იმათ, რომელებიც ზედმეტად ექსპონირებული იყო. ასე მოვახერხე ამ მშვენიერი ტონის შენარჩუნება. ეს ხუმრობა არ არის. ეს ერთგვარი დახმარება იყო და მაძლევდა საშუალებას  ისე დამეკოპირებინა სურათები, როგორაც  იდეაში მქონდა, როცა ვიღებდი. ვიცოდი, რომ სურათი უკეთესი იქნებოდა, თუ მასზე ჩემი ძმა იქნებოდა.  მანამდეც გადავიღე ეს ადგილი. ველოდებოდი,  როცა კადრში ვიღაც შემოვიდოდა და შემდეგ საუკეთესო მომენტით ვსარგებლობდი. სიტუაციას თავისი გზით განვითარების საშუალებას ვაძლევდი და ამიტომ არის ეს ფოტოები ძალიან ბუნებრივი.



 
ბევრი თქვენი ადრეული ფოტო ომის დროს არის გადაღებული. როგორ აკეთებდით არჩევანს, როდის აგეღოთ იარაღი და როდის დაგეჭირათ აპარატის ღილაკზე?

ოცი წლის ასაკში, გორიციაში, იტალიაში, ოფიცერთა კოლეჯში დავიწყე სწავლა. მაგრამ ტიფი შემეყარა და როცა ჰოსპიტალიდან  გამომწერეს, ჩემ ამხანაგებს გამოცდები უკვე ჩაბარებული ქონდათ. მე კი , ვერ შევძელი ეს ავადმყოფობის გამო. კომანდორ-ოფიცერი ჩეხი იყო და ყველანაირად ცდილობდა უნგრელებისთვის საქმე გაერთულებინა. მხოლოდ ოთხი უნგრელი  ვიყავით და ოთხივე შობის ღამეს გვამორიგევა. 20 წლის ვიყავი, როცა წინა ხაზზე აღმოვჩნდი. აპარატი თან მქონდა და მჯეროდა, რომ გადარჩენაში დამეხმარებოდა. ვიღებდი პოლონეთში, რუსულ ფრონტზე, ყველგან, სადაც რამე საინტერესოს დავინახავდი. შემდეგ ვითხოვე ესტერგომში გავეშვით, მაგრამ იქ არ მომეცა საშუალება ოფიცერთა კურსები დამემთავრებინა და ისევ ფრონტზე დავბრუნდი. – „მეფისა და მამულისათვის.“ მე მძულდა ომი. თუკი გავისროდი, მხოლოდ ჰაერში, სანაცვლოდ კი, დამჭრეს - ასე გადამიხადეს მადლობა.

აპარატი ყოველთვის თან დაგაქვთ?

კი, იქ წინა ხაზზეც დავატარებდი ნეგატივების ფირფიტებს მეტალის კორპუსით. ბიჭები მეუბნებოდნენ, რომ გიჟი ვიყავი. „რატომ? თუკი აქედან გავაღწევ მათ გამჟღავნებას შევძლებ.“ ვამბობდი მე. ჩემ უმცროს ძმას მშვენიერი იდეა მოუვიდა: „წაიღე 9X12 ფირფიტები და დაჭერი ისინი ოთხად.“ - მირჩია მან. შემდეგ კი ღამით, სადმე სოფელში ან სადაც გაჩერება მოგვიხდებოდა, მოვძებნიდი ხოლმე ბნელ ადგილს და მინის საჭრელით, რომელიც სულ თან მქონდა, ფირფიტებს ოთხად ვყოფდი. ეს გენიალური იყო, რადგან ეს ნიშნავდა, რომ კამერა, რომელშიც 12 ფირფიტა თავსდებოდა უკვე 48 ფოტოს იტევდა. და რა ზომის იყო კამერა?  ის იყო 4X5 სმ. ბრტყელი , ლამაზი და საკმაოდ პატარა - ადვილად შემეძლო ჩამეცურებინა ჯიბეში. ჩვენი პოლკის ნაწილი ტყვედ ჩაუვარდა რუსებს. ისინი სასწრაფოდ უნდა ჩანაცვლებულიყვნენ და ჩვენ 48 საათის მანძილზე შეუჩერებლად ვმარშირებდით, მხოლოდ რამდენიმე წუთით თუ შევჩერდებოდით, რომ ფეხზე მდგომებს ცოტა დაგვეძინა, სული მოგვეთქვა ან 1-2 ლუკმა საჭმელი აგვეღო და გზა ისევ გაგვეგრძელებინა. მეც უბრალოდ ერთერთი ვიყავი სხვა მრავალს შორის. ომის მსვლელობისას ბევრ გადაღებას ვერ ვახერხებდი, მხოლოდ იმას ვიღებდი, რაც ჩემს გარშემო ხდებოდა. ჩვენ ყოველთვის წინა ხაზზე ვიყავით ან იქვე ახლოს. მე ყოველთვის მქონდა ჩემი მინიატურული კამერა თან, იმ შემთხვევისთვის, რომ გადამეღო არაოფოციალური ფოტოები, განსხვავებით პროფესიონალებისაგან, რომლებიც თავიანთი გიგანტური აპარატებითა და შტატივებით დადიოდნენ და როგორც კი, ბრძოლა დამთავრდებოდა იღებდნენ ნგრევის ამსახველ ფოტოებს. მაგრამ,  მე მაგალითად, გადავიღე ოთხი ჯარისკაცი, რომლებიც საპირფარეშოსთან ისხდნენ და ერთერთი მათგანი მოგვიანებით მოკლეს. მე მის მეუღლეს გადავეცი მისი უკანასკნელი ფოტო. ქალმა გამიგო და მადლობა გადამიხადა.ომის მსვლელობისას, სატირულმა ჟურნალმა Borsszem Jankó-მ (ჯეკ პეპერკომი) გამოაცხადა ფოტო კონკურსიხუმრობით, მე გავაგზავნე სურათ , რომელშიც  თავად ვზივარ წყაროსთან, ფეხები წყალში მიდევს და ტილებს ვანადგურებ.. ეს ფოტო საკმაოდ ტრაგიკულ ვითარებაში გადავიღე. ჩვენი ჯგუფი პოზიციას ვერ ტოვებდა, რადგან უწყვეტად გვესროდნენ დღე და ღამე. ყელში ამომივიდა და ვიფიქრე, რაც არ უნდა მოხდეს, ხოხვით მივალ წყაროსთან და დავიბან. თან ჩემი პატარა შტატივიც წავიღე და ისე გადავიღე ეს სურათი. შემდეგ კონკურსზე გავაგზავნე და დავივიწყე მის შესახებ. რამდენიმე თვის შემდეგ ერთი მეგობრისგან შეტყობინება მივიღე, რომ დაჭრილი იყო და ჰოსპიტალში იწვა. მე მას ვესტუმრე და საუბრისას ტუმბოზე გაზეთი შევნიშნე, რომელზეც ჩემი სახელი ეწერა.ეს იყო კონკურსის გამარჯვებულების გამოცხადება და მე პირველი ადგილი მერგო. პირველი პრიზი იყო კალენდარი მარსელ ვერტეს (Marcell Vértes) ადრეული ნახატებით. მოგვიანებით, როცა მე მას პარიზში შევხვდი, ვუთხარი: „ვერასოდეს გამოიცნობ რა მაქვს“ „მომცემ?“ „არა, არანაირად.“

თქვენ სერიოზული ჭრილობა მიიღეთ მკერდის არეში,ზლოკოვში,გალიციაში, რის გამოც თქვენი მარცხენა ხელი კარგა ხანს პარალიზებული იყო. თქვენს სიცოცხლეს საფრთხე ხომ არ ემუქრებოდა?

პირველად, 1915 წელს დამჭრა რუსმა ჯარის კაცმა ტყვიით. აი, რა მივიღე „მეფისა და მამულისათვის.“ ჩვენ კლდის პირზე მივდიოდით და ტყვია ინჩის მეოთხედით აცდა ჩემს გულს. ეს საოცარი გამართლება იყო. როცა მარცხენა ხელი მქონდა პარალიზებული, ის საზიზღარი არტაშანით გამიკრეს. ძალიან მიჭირდა ფირფიტების ჩადება კამერაში, მაგრა,მ ვარჯიშის შემდეგ მაინც მოვახერხე ეს. ჩვენ, ყველას, დაჭრილ პაციენტებს გვიკეთდებოდა მასაჟები და გვიტარდებოდა ჰიდროთერაპია. წყალი საცურაო აუზში ლურჯად ლივლივებდა. მე  კიდეზე ვიჯექი სხვა ბიჭებთან ერთად, როვა უეცრად შევამჩნიე, ზედაპირზე ანარეკლები და წყლის საოცარი ლიცლიცი, რომელიც უჩვეულო დისტორციებს ქმნიდა. დავიწყე გადაღება. ბიჭებს, რა თქმა უნდა , უნდოდათ მათთვის გადამეღო და შეყვარებულებისთვის გაეგზავნათ სურათები და მითხრეს, რომ გიჟი ვიყავი ასეთ  რაღაცეებს რომ ვიღებდი. შეიძლება მართლაც გიჟი ვიყავი , მაგრამ მაინც ბევრს ვიღებდი. მოგვიანებით მსგავსი ფოტოები წითელი ჯვრის მიერ გამოვემულ წიგნში შევიდა. საუბედუროდ ისინი დაიკარგა, მაგრამ რაც გადარჩა არც ისინია ცუდები.


თქვენ 30 წლის იყავით, როცა უნგრეთი დატოვეთ დაპარიზში წახვედით. რატომ აირჩიეთ სწორედ ეს ქალაქი?

ალბათ, იმიტომ რომ, ასე უნდა მომხდარიყო. მე მქონდა ცოტაოდენი ფული, რომ პირველ ეტაპზე თავი გამეტანა, მქონდა ჩემი შემოქმედებითი შემართება და ჩემი ოცნებები. ჩვენ სამი ძმა ვიყავით. მამის გარდაცვალების შემდეგ, დედას არ უნდოდა ერთმანეთს დავშორებოდით, თუმცა 1925 წელს მან მითხრა, რომ თუ სურვილი მქონდა შემეძლო წავსულიყავი. არ უნდოდა ჩემთვის ხელი შეეშალა. ის ხედავდა, რომ უნგრეთი არ იყო ის ადგილი, სადაც მე იმის გაკეთებას შევძლებდი, რაც მინდოდა. ერთ დღეს მან მითხრა: „მართალი ხარ შვილო, აქ შენი ადგილი არ არის, რისი გაკეთებაც გინდა, იმის საშუალება არ გაქვს. წადი ბიჭუნა!“ ასეც მოვიქეცი. გავემართე პარიზში 25 აგვისტოს თუ სექტემბერს. ჩემი ნამუშევრები ხელიოდან ხელში გადადიოდა კაფეებში და მათ უფრო და უფრო მეტი ადამიანი ეცნობოდა. მაშინ ძალიან მიხაროდა ჩემი ნაცნობები დამესაჩუქრებინა  ფოტოებით, რომლებიც ახლა 15-20 ათას დოლარად გაიყიდებოდა. 14 თვის შემდეგ ერთმა დილერმა ჩემი ნამუშევრების გამოფენა მოაწყო. გმადლობთ!  თანდათნ დაიწყეს ჩემი სხვადასხვა ადგილებზე მიწვევა. საქმე კარგად მიდიოდა. მე ვაგრძელებდი იმას, რაც ბუდაპეშტში ავითვისე და ეს კარგად მოერგო ფრანგულ სულსაც. ყველაფერი რასაც ვაკეთებდი პარიზულ განწყობამდე დაიყვანეს და  არ იცოდნენ, რომ ეს ნახევრად  პარიზი იყო, ნახევრად ბუდაპეშტი.  აი, მაგალითად ავიღოთ დივანზე წამოწოლილი მოცეკვავის ფოტო. მას მაგდა ფორსთნერი ერქვა და ის ძალიან კარგად ცეკვავდა.  ის პირველად  კაბარე, Vigadó-ში გამოჩნდა ბუდაპეშტში  და უკვე ცნობილი იყო, როცა პარიზში გადმოვიდა.  მე მას შევხვდი, როცა პარიზში ჩამოვიდა და ვუთხარი: „მაგდა, წამოდი  Beöthy-ის  სტუდიაში ხვალ მინდა სურათები გადაგიღო.“ ის მართლაც მოვიდა. ჩვენ ბევრი ვისაუბრეთ. შემდეგ ვკითხე რამე იდეა ხომ არ ქონდა პოზირების შესახებ, მითხრა, რომ არავითარი შეზღუდვები არ მქონდა, შემეძლო, როგორც მსურდა ისე გადამეღო. პირველი კადრის გადაღებიდსან რამდენიმე წუთის შემდეგ მითხრა, რომ ქონდა ერთი იდეა და დივანთან მივიდა და მეც მაშინვე გადავიღე. მივხვდი, რომ ეს სრულყოფილი კადრი იყო და აღარ იყო საჭირო ექსპერიმენტები. მე ასევე ვიღებდი ფოტოებს Vogue და Vu-სთვის, რომელსაც ლუსიენ ვოგელი გამოსცემდა და რომელმაც გრაფ მიჰაილ კაროლი რეპორტიორად გააგზავნა საბჭოთა კავშირში. ფოტოჟურნალისტები ითვისებდნენ იმას, რაც მე კარგა ხნით ადრე მქონდა შემუშავებული არა ერთმა ადამიანმა აღნიშნა, მათ შორის საუკეთესო ამერიკელმა ფოტო კრიტიკოსმა ჰილტონ  კრამერმა,  რომ ის, რასაც მე ადრეულ წლებში ვაკეთებდი პარიზში, მთელი ფოტოგრაფიული ეპოქის საწყის წერტილად იქცა.


 
ბრასაი თქვენი კარგი მეგობარი იყო, მაგრამ მსმენია, რომ რაღაც მიზეზის გამო თქვენი ურთიერთობა შეწყდა. რა იყო ეს მიზეზი?

გაინტერესებთ, რა მოხდა ბრასაითან დაკავშირებით? მე ის ძალიან მიყვარდა. ის გენიოსი იყო. ის გენიოსი იყო: დიდებული მხატვარი, და კარიკატურისტი, კარგი მწერალი.. მე ის პარიზში გავიცანიო. მამამისი ჟურნალისტი იყო ტრანსილვანიაში, ბრასოში. ის იქედან ბერლინში წავიდა და შემდეგ, როგორც ვიცი, პარიზში ჩამოვიდა  და მუშაობდა და მუშაობდა.ის ძალიან ჭკვიანი იყო. მე ის მიყვარდა, ის ძალინ სასიამოვნო ახლაგაზრდა კაცი იყო. მაგრამ მას ფინანსური პრობლემები შეექმნა, რაღაცეები ისე არ აეწყო. ფული არ ქონდა, რომ ბინის ქირა გადაეხადა. ერთ დღეს ვუთხარი: „მისმინე, რასაც შენ აკეთებ სიგიჟეა. ფოტოგრაფიას მიჰყავი ხელი, ფული გაგიჩნედება დააღარ მოგიწევს ყველაფრისთვის ნერვიულობა, თან შეგეძლება  ის საქმეც აკეთო, რაც გინდა: ხატო აქანდაკო, ამას ყველაფერს ადვილად შეძლებ ფოტოგრაფიასთან ერთად.“ „არა, არა და არა“ შემდეგ ვუთხარი:“იარე ჩემეთან ერთად და ყველაფერს გასწავლი.“ ასე რომ, მე ის დამყავდა რეპორტაჟული დავალებებისას და ვუხსნიდი აბსოლუტურად ყველაფერს, რისი ცოდნაც არის საჭირო, როგორც საკუთარ ძმას - ეს იქნებოდა კომპოზიციური თუ ტექნიკური საკითხები, ერთი სიტყვით, ყველაფერს. ვეუბნებოდი:  „შენ ნიჭიერი ხარ და კარგი გემოვნება გაქვს.ისწავლი და ნახავ , რომ ეს საქმე ბევრ ფულს მოგიტანს.“  ეს რაღაც პერიოდი გაგრძელდა შემდეგ კი, გავუშვი მარტო, რომ დამოუკიდებლად, თავისი რაღაც გაეკეთებინა. დაბრუნდა და მოტანილი ფოტოები 100 პროცენტით „კერტესის ფოტოები“ იყო. „კარგია, წადი ისევ, განაგრძე, ეცადე!“ მშვენიერია, ის მზად იყო. მე ასევე ვაჩვენე მას, როგორ გადაეღო ღამის კადრები. ძველი კაპარჭი იყო გადაკეთებული ღამის გასათევ ადგილათ და მე ამ საკითხზე ფოტო რეპორტაჟს ვაკეთებდი. იმ დროს არ იყო გამოგონილი მაშუქი და მე მე ხანგრძლივ ექსპოზიციებს ვიყენებდი. ავედით ხიდზე Pont des Arts, მოვეწყვე იქ ჩემი აპატარით და შევუდექი ექსპოზიციის დაყენებას. დამჭირდებოდა 8-10 წუთი სავარაუდოდ, მაგრამ თუ უფრო განათებული იქნებოდა მაშინ 6 წუთი.ძალიან ბნელოდა  და არ ვიცოდი, რა გამოვიდოდა, რადგან მაშინ არანაირი სინათლის საზომი ხელსაწყოები არ არსებობდა. გადავწყვიტე სხვადასხვა ექსპოზიციებით გადამეღო და შემდეგ ამერჩია საუკეთესო კადრი, მაგრამ მისთვის ამის ახსნა დამავიწყდა. გულითადად ვსაუბრობდით, როცა მან მკითხა: „სურათების გადაღებას არ აპირებ?“ “რასაკვირველია, სწორედ მაგას ვაკეთებ.“ შემდეგ კამერა გადავეცი და მანაც გადიღო რაღაც , რამაც ფანტასტიური წარმატება მოუტანა. მე მასთან გავწყვიტე ურთიერთობა, რაგნა ბინძური ხრიკი გამიკეთა.მან იცოდა მე რა მასალებიც მქონდა - ყველაფერი დეტალურად მქონდა ახსნილი. ის სამი კვირით გაუჩინარდა. იმავდროულად ტიჰანი (მხატვარი, Lajos Tihanyi 1885- 1938- კკ.)მითხრა, რომ მათ რაღაც მასალები წიგნისათვის. მან ის მასლაები მიუტანა გამომცემელს, რომლებზეც შემოთავაზების მიღებას მე არ მინდოდა, რადგან პირველი გამოფენის შემდეგ მან რაღაც შემომთავაზა , მაგრამ ეს უნამუსო შემოთავაზება იყო, რომლის თანახმადაც ფოტოგრაფს მხოლიდ 10 პროცენტი ეკუთვნოდა, მას კი, 90. მე ეს ყველა ჩემს მეგობარს ვუთხარი, მაგრამ ბრასაიმ ჩემ ზურგს უკან იმოქმედა, წავიდა და დააკოპირა ჩემი მასალები. როცა მე მას შევხვდი  სამი კვირის შემდეგ, ვუთხარი: „გავიგე, რაც გააკეთე, უნდა გრცხვენოდეს!“ კი, მასე მოვიქეცი, მოგწონს ეს შენ თუ არა.“ ასეთი იყო მისი პასუხი. რამდენიმე კვირის შემდეგ მთელი ეს ამბავი დავივიწყე და ის წარვადგინე ჟურნალებთან, სადაც ვმუშაობდი და ვთხოვე მათ, მისთვის სამუშაო მიეცათ. ამაზე მეტი რა უნდა მექნა? როცა პრობლემები ქონდა , ყოველთვის ვეხმარებოდი.

როდესმე გიფიქრიათ, რომ ის რაც იცით, ისწავლეთ და გრძნობთ ფოტოგრაფიის მიმართ სხვებისთვის გადაგეცათ?

ლასლო მოჰოი ნადი იყო ნამდვილი გენიოსი. ის პარიზში ჩამოვიდა პირველი ბაუჰაუს (Bauhaus) გამოფენაზე და ბუნებრივია ჩვენ შევხვდით. მან მაჩვენათავისი კინეტიკური სკულპტურები (მობილური სკულპტურები) და მათი გადაღება მთხოვა. მე ხუმრობით ვკითხე, რატომ თავად არ იღებდა მათ, რადგან ის თავადაც ფოტოგრაფი იყო. მან მიპასუხა: მე ვთამაშობ ფოტოგრაფიით“ მართლაც ასე იქცეოდა: ის თამაშობდა ფოტოებით. ის დიდებული ადამიანი იყო. როცა ამერიკაში ჩავედი, მან შემომთავაზე ჩიკაგოში, New Bauhaus-ში მესწავლებინა, მაგრამ მე უარი ვთქვი. არ ვარ ბუნებით მასწავლებელი. თეორია და ასეთი რამეები არ არის ჩემი გაქანება. არც ამქვს არანაირი თეორია, ყველაფერს ინსტიქტით ვაკეთებ, ვგრძნობ რა არის საჭირო და ისე ვიქცევი - სულ ეგ არის.

დიდი ხნის მანძილზე გეგონათ, რომ თქვენი ნეგატივები, რომლებიც საფრანგეთში დატოვეთ, ფაქტიურად მთელი თქვენი შემოქმედება, უკვალოდ გაქრა, მაგრამ ომის შემდეგ ისინი გამოჩნდა.

ისე მოხდა, რომ ქალი, რომელსაც მთელი ჩემი ნაშრომები გადავეცი, რომ უსაფრთხოდ შეენახა, თავად გაუჩინარდა ომის დროს. ეს დაუჯერებელი ისტორიაა. 15 წლის შემდეგ, 1963 წელს, ვენეციაში  ფოტოგრიის  მეოთხე საერთაშორისო ბიენალეზე  მიმიწვიეს. იქ  Le Monde-ს ჟურნალისტს შევხვდი და მას ჩემი ძველი ნეგატივები ამბავი გავანდე. ჟურნალისტმა დაწერა სტატია ამ საუბრის შესახებ და აღნიშნა, რომ კერტესმა თავისი ძველი ნეგატივები დაკარგა და ახლა ეძებს მათო. სრულიად შემთხვევით, ეს ინტერვიუ იმ ქალმა წაიკითხა, რომელსაც ნეგატივები ვანდე. ოთხი დღის შემდეგ ის თავად შემეხმიანა და მე მაშინვე გავეშურე მასთან შესახვედრად სამხრეთ საფრანგეთში. მან მომიყვა, რომ როცა ომი დაიწყო მოკრიბა თავისი ოჯახის წევრები, აიღო აუცილებელი ნივთები და ჩემი ნეგატივები და მატარებლ გაემგზავრა, რამდენადაც შეეძლო შორს, ასე გრძელდებოდა მთელი ომის მანძილზე, სანამ ბოლოს სამხრეთ საფრანგეთის ერთ პატარა სოფელში არ აღმოჩნდა. იქ მან პატარა, ძველი ციხე იყოდა, იმ იმედით, რომ ომის დასრულების შემდეგ ტურისტები გარკვეულ შემოსავლს მოტანდნენ და იქვე დასახლდა პანსიონატში. საინნტერესოა, რომ მან ჩემი ფოტოები ციხე სიმაგრის საიდუმლო სამალავში შეინახა და თავზე ძველი ფრანგულუ გაზეთების დასტები დააწყო , იმ შემთხვევისთვის, თუ მას გერმანელები ნახავდნენ. როცა ბოლოს და ბოლოს, მომეცა მათი გახსნის შესაძლებლობა, აღმოჩნდა, რომ ფირფიტების 60  პროცენტი დამტვრეული იყო, მაგრამ ბედნიერი უნდა ვიყო იმისთვისაც, რაც ასე სასწაულისამებრ  გადარჩა.

წყარო: http://www.hungarianquarterly.com/no181/8.shtml 














  



















__________________________________________________________




 მეუღლის გარდაცვალების შემდეგ, ხანშიშესული ფოტოგრაფი სახლიდან თითქმის არ გამოდიოდა და საყვარელი საქმის კეთებას პოლაროიდით აგრძელებდა:







 


 

























No comments:

Post a Comment