Thursday, November 10, 2011

Interview With Sebastião Salgado


              ინტერვიუ სებასტიო სალგადოსთან
                            
                                (ჯონ ბოუი. 2011წელი. ივნისი)






















არქტიკული ველური ბუნების ნაკრძალი, სადაც თქვენ ფოტოები გადაიღეთ, საკმაოდ მოწყვეტილი ადგილია. როგრ მოხვდით იქ და როგორ ახერხებდით  იქ გადაადგილებას?

პარიზიდან პირდაპირი ფრენით ჩავედი სიეტლში, შემდეგ ფაირბანკსში, რომელიც ალიასკაზე, მდინარე ჩენაზე მდებარე დიდი ქალაქია. ვერტმფრენების ფრენა შეზღუდულია ნაკრძალის ველურ ნაწილში. თვითმფრინავები დაშვებულია, თუმცა ეს არის ძალიან პატარა ზომის თვითმფრინავები, რომელთაც განსაკუთრებული ცოდნის მფრინავები მართავენ.  ვერც კი წარმოიიდგენთ, ეს ბიჭები როგორ რთულ ადგილებზე ახერხებენ ხმელეთზე დაშვებას. იქ არ არის ნამდვილი საფრენი ბილიკები - ისინი შუაგულ ბუნებაშია და იქ დაშვება პატარა, ძალიან პატარა თვითმფრინავებით ნამდვილი ხელოვნებაა.

მაინც რა ტიპის თვითმფრინავებია?

ჩემი მფრინავი კერკ სვიტსირი მართავდა 185 Cessna-ს. ამ ტიპის თვითმფრინავებს წინ ბორბალი არ აქვთ. მათ  ორი ბორბალი აქვთ ფრთების ქვეშ და ერთი უკან. ეს თვითმფრინავები სასოფლო ტიპის არის და მფრინავებმა , რომლებიც მთელ  ცხოვრებას აქ ატარებენ, იციან როგორ და სად ჩააყენონ  ეს ბორბლები.

პირველად სად დაფრინდით და საიდან დაიწყეთ მოგზაურობა ნაკრძალში?

პირველი, სადაც ამ პატარა თვითმფრინავით დავეშვით იყო ადგილი, სახელად  კაკტოვიკი. რუკაზე ის ბარტერის კუნძულის სახელით არის დატანილი, მაგრამ ესკიმოსები მას კაკტოვიკს ეძახიან. აქედან კი, ერთ ესკიმოს ბიჭთან ერთად განვაგრძე მოგზაურობა. ერთმა მეგობარმა მირჩია მასთან ერთად მემოგზაურა.  ის კარგად იცნობს ნაკრძალს - იქ ცხოვრობს, იქ დაიბადა. მისი სახელი რობერტ ტომსონია. დედამისი ესკიმოსი იყო, მამა კი ირლანდიელი წარმოშობის.

კაკტოვიკში დაბანაკდით და იქედან ახორციელებდით სამუშაოს?

ჩემს მფრინავს კაკტოვიკიდან ყოველ დილით დავყავდით მდინარე ჰულაჰულას მიმდებარე ტერიტორიებზე. არასწორი შთბეჭდილება გექმნებათ თითქოს  ჰავაიზე ხართ. მერწმუნეთ, ეს ნამდვილად ალიასკაა. გადავწყვიტეთ იქ ერთ კვირაზე მეტი დავრჩენილიყავით. მთებზე დავცოცავდით,  მწვერვალებზე ავდიოდით. ეს ზღაპრული ადგილი იყო, ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი, რაც კი ოდესმე მინახავს.

რა წაიღეთ თან, დაგჭირდათ სპეციალური აღჭურვილობა?

ჩვენ თვად დაგვქონდა ჩვენი საბანაკო აღჭურვილობა. მე რობერტის მოცემული პატარა კარავი მქონდა. ეს იყო კარავი  North Face . ის ძალიან დაბალი იყო, რადგან ამ ადგილებისთვის ძლიერი ქარებია დამახასიათებელი. ის მხოლოდ ერთ კაციანი იყო და თან მქონდა საძილე ტომარაც.
      ოთხი მდინარე უნდა გადაგვეკვეთა პატარა გასაბერი რეზინის ნავებით. თან გვქონდა უამრავი თოკები მთებზე საცოცავად, თუმცა ბოლოს აღმოჩნდა, რომ არც გვჭირდებოდა.
       მე, რა თქმა უნდა, თან მქონდა ჩემი ფოტოგრაფიული აღჭურვილობა, რაც ძალიან კარგად მაქვს ხოლმე ორგანიზებული. მე მაქვს ორი კარგი მზის დამტენი  ბატარეების დასამუხტად. დღის განმავლობაში ერთს ვტოვებ დასამუხტად, ღამით კი ყველას ვმუხტავ.
        საყოფაცხოვრებო ნივთები ასევე ძალიან მნიშვნელოვანია. ძალიან კარგი საძილე ტომარა მაქვს და ძალიან, ძალიან კარგი ფეხსაცმელი. მე ამერიკულ სანდალს ვატარებ, რომელსაც Keens ქვია. ძალაინ კარგებია. როცა ისინი გაცვია მდინარესაც ადვილად  გადალახავ. ფოტოგრაფისთვის კარგი ფეხსაცმელი ფოტო აპარატზე მნიშვნელოვანიც  კი არის, რადგან ის  დადის, დადის, დადის... ძალიან ბევრს!

რას ჭამდით?

ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია თან მქონდეს ჩემი ბურღულეული. ასევე რძე, მიუსლი და ყველი. ეს არის და ეს. მადას არ ვუჩივი. უამრავ ბურღულეულს ვჭამ დღის განმავლობაში.  მთელ დედამიწაზე დავდივარ და დამაქვს ჩემი ბურღულეული.

თქვენი ბურღულეულის დიეტას ნანადირევითაც ხომ არ ავსებდით?

რობერტი ძალიან კარგი მეთევზე იყო. ჩვენ ყოველთვის გვქონდა ძალიან კარგი თევზი სადილად. მერწმუნეთ, მე საფრანგეთში ვცხოვრობ და  და ჩვენ ძალიან კარგი სამზარეული გვაქვს, მაგრამ რობერტი იყო საუკეთესო მზარეული მთელ ჩრდილოეთ ამერიკაში.  ის იყო ნამდვილად ძალიან, ძალიან კარგი. არაჩვეულებრივად ვცხოვრობდით იქ.

რამდენად შორს დადიოდით სამოგზაუროდ ყოველ დღე?

რობერტი მიჩვენებდა გზას და მე წინ მივდიოდი. ორი - სამი საათის შემდეგ კი წამომეწეოდა ხოლმე. ზოგჯერ ნახევარ მილზე მეტს მივცოცავდით, რომ სურათი გადაგვეღო.

თქვენი ჩასვლა ალიასკაზე დროში გამიზნულად დაემთხვა კარიბუების მიგრაციას სანაპიროს დაბლობებისაკენ მაისსა და ივნისში. როგორ გაჰყევით მათ კვალს?

ნაკრძალში კარიბუები კანადიდან, მდინარე პორკუპინეს სანაპიროებიდან მოდიან. იქ ერთი პატარა თვითმფრინავიდან აკვირდებოდნენ მათ გადაადგილებას და კვირაში ერთხელ ინფორმაციას გვაწვდიდნენ. როგორც კი მოგვიახლოვდნენ, ჩემი მფრინავი კერკი მოვიდა  და მაშინვე იქ გადავფრინდით. ორი კვირა ველოდით მათ გამოჩენას. ბოლოს კი,  ბევრი, ძალიან ბევრი ერთად მოვიდა. გადავიღე უამრავი ფოტო. ერთ დღეს კი ეუცრად გაუჩინარდნენ. ჩრდილოეთით წავიდნენ. შემდეგ კერკი ისევ მოვიდა ჩვენს წასაყვანად. რობერტმა ამიხსნა, რომ  მთებისკენ მივდიოდით, სადაც კარიბუების ძალიან დიდი ჯგუფი გველოდა. ეს გაცილებით უფრო რთული იყო და თვითმფრინავი, რამდენადაც შეიძლებოდა მსუბუქი უნდა ყოფილიყო, რომ ხმელეთზე დაშვება შეძლებოდა, ამიტომ რობერტი კაკტოვიკში დავტოვეთ.

ესე იგი მარტო დარჩით

მე დავრჩი მარტო იმ ადგილას, სადაც მითხრეს , რომ კარიბუები გაივლიდნენ. ათი დღე სრულიად მარტომ გავატარე და ეს დიდებული იყო. ცოტა პოლარული დათვების მეშინოდა, რადგან საერთოდ დათვების  შიში მაქვს. ერთხელ, რუსეთში ვიყავი გადასაღებად და იქ დათვებმა ორი ფოტოგრაფი მოკლეს.ისინი მოუთვინიერებლები არიან, მაგრამ იმედი მქონდა, რომ აქ ათასობით კარიბუს შორის ვერც კი შემამჩნევდნენ. კარიბუები აშკარად მეტი იყვნენ, ვიდრე ადამიანები - ისინი ათასობით, ადამიანი კი, ერთი, მხოლოდ ერთი.

ყოველთვის მარტო მოგზაურობთ?

უმეტეს შემთხვევაში, როცა ვმოგზაურობ, ჩემი მეუღლე თან მახლავს ხოლმე, მოგზაურობის რაღაც ნაწილში მაინც. ის ძალიან კარგი კომპანიონია. როდესაც ჩრდილოეთ ეთიოპიაში ვიყავი დაახლოებით 600 კმ გავიარე. ის შემხვდა  და ჩვენ ერთად 250 კმ გავიარეთ, მაგრამ შემდეგ დარჩენა მოუწია, თვითმფრინავის წონის შეზღუდვის გამო. ასე რომ, რაც ნამდვილად მენატრება, ეს ჩემი ოჯახია. მე ორი შვილი მყავს. ჩემს ერთ შვილს დაუნის სინდრომი აქვს. მე ის ძალიან მიყვარს, ისევე როგორც ჩემი ცოლი.


უბედური შემთხვევის ან რაიმე გაუთვალისწინებელი გართულებების მსხვერპლი თუ გამხდარხართ?

ალიასკაში მოგზაურობისას გართულებები ამინდმა გამოიწვია. ჩვენ აღმოვჩნდით იქ სადაც არქტიკიდან წამოსული ცივი ჰაერის მასები და ალიასკას შიგა ტერიტორიიდან მომდინარე თბილი ჰაერი ერთმანეთს ხვდება. ეს კი ძალიან ართულებს ამინდს. ხანდახან 2-3 დღე საერთოდ შეუძლებელი იყო ფოტოს გადაღება. ტემპერატურა ხშირად მინუს 11 იყო მაისში, ივნისში და ივლისის დასაწყისშიც კი. დილით წყალი გაყინული გვხვდებოდა და გალღობას მხოლოდ 11 საათის შემდეგ იწყებდა. მომდევნო დღეს კი, ძალიან ცხელოდა, მაგრამ ამის გამო უამრავი კოღო ირეოდა ჰაერში. ერთხელ, ასე ორი თუ სამი დღე გაგრძელდა  და ეს ნამდვილი ჯოჯოხეთი იყო. მაგრამ ძირითადად, ძალიან ციოდა.

ფოტოგრაფიული თვალსაზრისით, რით არის ალიასკა გამორჩეული?

იქ განსაკუთრებული განათებაა. საოცრად, წარმოუდგენლად ლამაზი.  მთელი პროექტი შავ-თეთრად გადავიღე.  ხანდახან ცაზე საოცარი ფიგურები იხატებოდა ღრუბლებით.  ეს იყო ძალიან ცივი და ძალიან ცხელი ამინდის ბრძოლის შედეგი- ნახევრად წვიმს , ნახევრად თოვს, ნახევრად მზეა და ეს განათება ერთმანეთს ერწყმის ფოტოზე. მე საოცრად გამიმართლა ამ ფოტოგრაფიულ სამოთხეში  რომ აღმოვჩნდი.

ბევრ ადამიანს, ვინც თქვენს ფოტოებს ნახავს აუცილებლად მოაგონდება ანსელ ადამსის იოსემიტის  შავ-თეთრი სურათები ან შეიძლება ედვარდ კერტესის ამერიკელი ინდიელების ცხოვრების დოკუმენტაცია.

მე ვიცნობ ანსელ ადამსის ნამუშევრებს, ვიცნობ ედვარდ კერტესს და მათი ფანი ვარ.სანამ ამ პროექტს დავიწყებდი პეიზაჟები და ცხოველები არასოდეს გადამიღია. მაგრამ როცა დავიწყე მივხვდი, რამდენად დიდი პირადულობის და ინდივიდუალურობის ჩადება შეიძლება მათში. ჩემთვის ამის ღმოჩენა დიდი,  უდიდესი ცვლილების საბაბი იყო.  როცა მივუბრუნდი ადამსისა და კერტესის ნამუშევრებს, მივხვდი, რომ მათაც იგივე გზა გაიარეს. როცა , კერტესი ამერიკელი ინდიელების სურათებს იღებდა, ვფიქრობ, მან ორი რამ გააკეთა. ის იღებდა გარდამავალ ერას, რომელიც ქრებოდა და ამით საჩუქარს უკეთებდა მათ. როცა დავიწყე პროექტი Genesis, ისეთი შთაბეჭდილება მქონდა, თითქოს პლანეტის უდიდესი ნაწილი უკვე აღარ არსებობდა, მაგრამ ჩემი კვლევის დროს მივხვდი, რომ საოცარი მრავალფეროვნება იყო დედამიწაზე.  უამრავი ადგილია ჯერ კიდევ, სადაც ფეხი არავის დაუბიჯებია. ბევრი ტროპიკული ტყეებია ასეთი.  უმეტესად, 3000 მეტრს ზევით განვითარება არ არსებობს და ეს ადგილები ისევ ისეთია, როგორც ოდესღაც.

რა არის თქვენი მომდევნო დიდი ფოტოგრაფიული პროექტი?

მე 67 წლის ვარ. ამ პროექტს რომ დავამთავრებ 70-ის ვიქნები. რა თქმა უნდა, გავაგრძელებ ფოტოების გადაღებას, მაგრამ როცა ასაკში ხარ, ეს უკვე მეტისმეტია. Genesis-ს ერთი ისტორიისთვის 850 კმ. გავიარე 55 დღეში. ვიცი, ეს ალბათ ჩემი ბოლო დიდი, ლამაზი, ხანგრძლივი პროექტია. იმედი კი მაქვს, რომ არა, მაგრამ, ალბათ ასეა.

წყარო: http://www.nytimes.com/2011/06/09/magazine/an-interview-with-sebastiao-salgado.html?_r=1&pagewanted=all



















 



























No comments:

Post a Comment