Thursday, October 20, 2011

Robert McCabe's best shot


    რობერტ მაკკეიბის საუკეთესო კადრი

                                                                                                                              
პირველად იმპერატორი პინგვინი როს აილენდზე ვნახე, ჩემს ქოხში, ანტარქტიკაზე. ის ერთი მეტრის სიმაღლის იქნებოდა და ყველას ძალიან მეგობრულად გვიყურებდა. 1959 წელი იყო  და მე ფლოტთან ერთად ვმოგზაურობდი ანტარქტიკაზე ოქტომბრის მიწურულიდან, როცა იქ ზაფხული იწყება. ჩვენ ბევრი ფოტოები გადავიღეთ მათი მეგობრული განწყობის წყალობით. ერთ კადრზე ის ფლოტის სხვა წევრებთან ერთად დგას ბართან და ისინი მის სადღეგრძელოს სვამენ. ის ძალიან თანამშრომლური იყო, მაგრამ ცოტათი შეცბუნებული. ის ისე აგრძელებდა თავისი როლის თამაშს, თითქოს უნდოდა რაც შეიძლება მეტი ფოტო გადაგვეღო. მოგვიანებით ის ჩვენ გარეთ გამოვიყვანეთ და მარტო დავტოვეთ, მაგრამ მას წასვლა არ უნდოდა, ბოლოს კი აეროპორტისკენ მიომავალ გზას დაადგა. მე მას ვუყურებდი და ფოტოებს ვუღებდი. ეს კადრიც სწორედ მაშინ გადავიღე. პირადაპირ მზის სხივებზე ვიღებდი, მაგრამ მხოლოდ ოდნავი გადანათებაა, რაც ჩემი როლეიფლექსის დამსახურებაა.
            ეს იყო ჩემი პირველი ფსიქოლოგიური შეხვედრა პინგვინთან. მე გაოცებული ვიყავი მათი ჰუმანურობით, ცნობისმოყვარეობით და სიარულის მანერით. ის ბიზნესმენს გავს რომელიც თავისი კეისით შეხვედრაზე მიემართება. ასეთ კადრს დღეს უკვე ვეღარ გადაიღებ: მკაცრი წესების დაცვაა საჭირო იმპერატორ პინგვინთან მიახლოებისას. ძირითადად ესაა  აბსოლუტური სისუფთავეა!

No comments:

Post a Comment