Tuesday, October 11, 2011

Jacob Holdt's best shot


             იაკობ ჰოლდტის საუკეთესო კადრი


 
ჩემი მაწანწალობის პერიოდში, ადრეულ 70-იან წლებში, ჩვეულებრივ ავტოსტოპით ვმოგზაურობდი, მაგარმ 1975 წელს მანქანა ვინათხოვრე და ბუნებრივია გზაზე მგზავრიც ავიყვანე. ის ძლიან ღარიბი, ახლაგაზრდა და საშინლად მოუწესრიგებელი იყო. მაგრამ ამერიკის გრძელი სწორი გზების უპირატესობა ის არის, რომ საკმაო დრო გაქვს  ადამიანებთან სასაუბროთ.
კარგა ხნის შემდეგ გავიგე, რომ ის კუ კლუქს კლანის წევრი იყო. ისინი მიჩვეულები არიან, რომ ადამიანები მათ თავს არიდებენ, რადგან სხეული ტატუირებებით აქვთ დაფარული და მოძალადეებს გვანან. მაგრამ საუბარში ისინი იხსნებიან. ის ბავშვობაში სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ყოფილა, რაც , როგორც გავიგე, რასიზმის ერთ-ერთი მთავარი განმსაზღვრელია.
როცა მას ჩემი გადაღებული შავკანიანების ფოტოები ვაჩვენე, მან მითხრა: „კლანის შეკრებაზე მივდივარ. ჩვენ არ გვაქვს კლანის ფოტოები.“ ასე რომ, მე დავთანხმდი გავყოლოდი პირველად დღის ღია შეხვედრაზე და შემდეგ საიდუმლო შეკრებაზე ღამით ტყეში. შეხვედრა მხოლოდ კლანის წევრებისთვის იყო და მე მომიხდა თეთრი ლაბადის ჩაცმა, რომელიც კლანის კოსტიუმს გავდა. ბნელოდა, ამიტომ ისინი ამას ვერ შეამჩნევდნენ ან იფიქრებდნენ, რომ ახალი წევრი ვიყავი, რომელსაც ჯერ თავისი სამოსი არ მიუღია.
მაგრამ ძალიან კი შევშინდი, როცა იქ ცეცხლმოკიდებული ჯვრის გარშემო წრეში ჩამდგარი  თითქმის  50 კაცი დამხვდა. არ ვიცი რა მოხდებოდა, თუკი მიპოვიდნენ. იმასაც ვფიქრობდი, იყო თუ არა სანდო ის ბიჭი, რომელიც  ამ მთვარეულებთან  შესახვედრად მოდიოდა ღამით, მაგარ მე მჩვეოდა დავთანხმებულიყავი ასეთ სიტუაციებზე. ჩემი მგზავრი დამპირდა , რომ ფირებს დამალავდა , თუ ისინი უეცრად წამასწრებდნენ ფოტოების გადაღებისას.
ორი თუ სამი ფირი გადავიღე. უმეტესობაზე წრეში ჩამდგარი ადამიანები არიან დაფიქსირებული, მაგრამ ეს კადრი ყველას მირჩევნია, რადგან აქ მხოლოდ ორი წევრია, რომლებიც დგანან და თაყვანს სცემენ დიდ ჯვარს. ჩემი გამოცდილებით, ისინი უკიდურესად მარტოსულები არიან.


Curriculum vitae                                 

დაბადების ადგილი: კოპენჰაგენი. 1947 წელი
განათლება: „არანაირი. ჩემმა მშობლებმა დაბადების დღისთვის ყველაზე იაფიანი აპარატი მიყიდეს, რისი შოვნაც კი მოახერხეს და ჩემი ავტოსტოპით მოგზაურობების პერიოდში, დაახლოებით 5 წლის მანძილზე,  15.000 კადრი გადავიღე.“
შთაგონება: „არავინ მყავს მასეთი. ფოტოგრაფია ჩემთვის მხოლოდ რასიზმთან ბრძოლის საშუალებაა.“
წარმატება:  „ როცა ერთმა ებრაელმა ბიზნესმენმა 36 ფირი მაჩუქა. ეს ნიშნავდა, რომ ფულისთვის სისხლის ჩაბარება არ მომიხდებოდა რამდენიმე კვირა.“
წარუმატებლობა: “ შიმშილი. საკვებისა და ფულის გარეშე გატარებული დღეები.“
არ უყვარს: „ტექნიკური რამეები. არაფერი ვიცი მათ შესახებ“
ოცნება: „ ვნახო ახალი ქვეყნები: ჩინეთი, ინდოეთი და რაც იქნება.“

       წყარო:http://www.guardian.co.uk                                                   


 


No comments:

Post a Comment