Tuesday, October 4, 2011

Grace Robertson's best shot


  გრეის რობერტსონის საუკეთესო კადრი



ეს იყო  ჩემი ქალაქგარეთ გასეირნების ისტორიებიდან გადაღებული მეორე ფოტო. პირველი გადავიღე Picture Post-ისთვის, ეს კი Life-ისთვის იყო.
ეს სერია ჩემი იდეა იყო: ერთხელ პაბში ვიყავი და გავიგონე ქალების საუბარი. ისინი საშუალო ფენის წარმომადგენლები იყვნენ, რომელთაც თანხა დაეზოგათ მოგზაურობებისათვის და განზრახული ჰქონდათ საკუთარი თავისთვის ესიამოვნებინათ. ისეთი გრძნობა გამიჩნდა , რომ ისინი მიხვდნენ, რომ ეს დაიმსახურეს ამდენი წლის შრომის შემდეგ. ქალბატონები საშუალო ასაკს გადაშორებულები იყვნენ და  მათ ორი მსოფლიო ომი და დიდი დეპრესია გამოიარეს. მეორე, რაც თვალში მომხვდა იყო მათი კორსეტები - ჩემი თაობა რეზინის კორსეტებს ატარებდა, მათ კი ვეშაპის ულვაშის თასმებიანი კორსეტები ეცვათ.
ჟურნალ ლაიფისთვის ყველაფრის გრანდიოზულად გაკეთება იყო დამახასიათებელი. მითხრეს რომ ჩემთვის მანქანა იყო გამოგზავნილი : ეს იყო ვერცხლისფერი როლს როისი ფორმაში გამოწყობილი მძღოლით. მან დაჟინებით მოითხოვა, გამოგვყოლოდა მარგეითში, სადაც ჩვენ სანაპიროზე ვსეირნობდით. ქალებმა ის შეამჩნიეს, მაგრამ საბედნიეროდ ამას გადაღებაზე არ უმოქმედია, რადგან ჩვენ ძალიან კარგად შევეწყვეთ ერთმანეთს.
ეს სურათი კურტ ჰატონის ძალინ ცნობილი ფოტოს მიხედვით გადავიღე. მან ახალგაზრდა და ლამაზი მოდელები გამოიყენა, რომელთაც კაბები უფრიალებდათ. ჩემი ქალები უფროსები არიან და მიუხედავად იმისა, რომ მათ წინდები და წვივსაკრავები უჩანთ, ეს ფოტო მაინც არ არის გლამური. მახსოვს რას ვფიქრობდი, როცა გადავირე: ეს შენთვის არის კურტ! მას მშვენიერეი ხედვა ჰქონდა, ნაზი ხედვა.  ასეთი ნაზი ფოტოების დრო წავიდა და ისინი გადაშენებული ფრინველებივით იშვიათობა გახდა დღეს, მაგრამ მაშინ სულ სხვა იყო. ეს ძალიან ადამიანური ისტორია იყო - ის კვეთდა კლასური სისტემის საზღვრებს.
ქალებზე ბევრი ფოტო გადავიღე. ჩემთვის საინტერესო იყო ჩემი საკუთარი სქესისთვის დამახასიათებელი თვისებების კვლევა. ეს ქალები ყველა საკუთარი თავის შეგრძნებით იყვნენ გაჯერებულები. ისინი ერთმანეთს გვერდით უდგნენ და ამან მათ მისცათ საოცარი ერთიანობა.
იმ დღეს, როცა იქ ვიყავი, მესმოდა ახალგაზრდა ქალების საუბარი ლონდონის შემოგარენის მაღალსართულიან ბინებზე და მაშინ მე ვიფიქრე, რომ ამ ქალების გადაღებით, მე ვიღებდი ისეთ რამეს , რაც კვდება და სულ მალე გაქრება. ჩვენ სოციალური ცვლილებების ზღვარზე ვიდექით.


  Curriculum vitae

       

დაბადების ადგილი: მანჩესტერი. 1930 წელი
განათლება: თვითნასწავლი. „16  წლის , რომ ვიყავი გავიგონე ვიღაც ორი ქალი, როგორ საუბრობდა ფოტოზე. გადავწყვიტე ხელში აპარატი ამეღო.“
შთაგონება: „კურტ ჰატონი, ჯორჯ როჯერი, ჰამფრი სპენდერი.“
უმაღლესი შეფასება: „როცა უარი ვთქვი Picture Post და  Life-ში მუშაობაძზე. არ მინდოდა ოჯახურ ცხოვრებაზე უარი მეთქვა. მიხარია, რომ ასე მოვიქეცი.“
სასარგებლო რჩევა: „არ გააკეთო, თუკი ეს სიამოვნებას არ განიჭებს.“

No comments:

Post a Comment