Wednesday, October 5, 2011

Elliott Erwitt's best shot


 ელიოტ ერვიტის საუკეთესო კადრი
















ეს ფოტო ბეიკერსფილდში, კალოფორნიაში გადავიღე, სადაც მისტერ და მის ნუდისტები უნდა გამოევლინათ. მე იქ რვა თუ ცხრა დღის მანძილზე დავრჩი და ვმუშაობდი ფილმზე, სათაურით: „Good Nudes“. პარალელურად კი, ჩემი არათვალშისაცემი 35 მმ-იანი ლეიკით ფოტოებსაც ვიღებდი. ყველა შიშველი იყო ჟიურისა და ჩემი გადამღები ჯგუფის გარდა.
            ნუდისტები მეგობრული ხალხია. ისენი უმეტესწილად ეგზიბიციონისტები და ექსცენტრულები არიან და შეიძლება ისინი აღაშფოთოს ჩემმა აზრმა, მაგრამ ვფიქრობ ცოტათი სასაცილონიც არიან. ინგლისელი ნუდისტები კი, ყველაზე სასაცილოები. ვფიქრობ, ანგლო-საქსები  ცოტათი შეშფოთებულებიც არიან ამით.            სიშიშვლე მათთვის ერთგვარი განაცხადია, მაშინ როცა, ეს ძალიან ბუნებრივია გერმანელებისთვის და შვედებისთვის.
            კალიფორნიელი ნუდისტები კი, ძალინ სულელები არიან. მიუხედავად იმისა, რომ ისინი კეთილგანწყობილები და სოციალურად გაცნობიერებულები არიან, მაინც აშკარად სულელი ხალხია. მისტერ და მის ნუდისტი ისეთივე ჩვეულებრივი სილამაზის კონკურსია, როგორც მის ამერიკა, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ მონაწილეები აქ შიშვლები არიან. კონკურსზე მათ უნდა გამოევლინათ თავიანთი არტისტიზმიც. ამიტომ ხშირად ნახავდით როგომღეროდნენ და ხატავდნენ შიშვლები, მაგრამ ყველაზე სასაცილო მაინც მათი განცხადებები იყო, როცა ამბობდნენ, რას ფიქრობდნენ ნუდიზმზე, რომ ის მშვენიერია, რომ მან გაათავისუფლა ისინი და შეცვალა მათი ცხოვრება. მათ შორის იყვნენ ნუდისტი პარაშუტისტებიც, მაგრამ დიდი არაფერი,  ეს   ხომ ოლიმპიური თამაშები არ იყო.
            ხანდახან გგონია, რომ კარგი ფოტო გადაიღე და იმედი არ გიმართლდება, მაგრამ როცა კონტაქტზე ეს კადრი ვნახე ძალიან მესიამოვნა. ეს ორი ქალი ჟიურის წევრები იყვნენ. მახსოვს,  მე მათ გავესაუბრე და იქვე გვერდზე დავდექი. ეს კაცი კი, მათ ესაუბრებოდა და ცდილობდა მათზე გავლენა მოეხდინა. ყველა მათგანი ძალიან გულითადად იყო განწყობილი და სიამოვნებდა ყურადღება.
ბოლოს, როგორც მახსოვს, საკმაოდ ლამაზმა მამაკაცმა და მშვენიერმა ქალბატონმა გაიმარჯვეს. ეს კაცი დამარცხდა.


No comments:

Post a Comment