Thursday, October 27, 2011

David McCabe's best shot

























          დევიდ მაკკეიბის საუკეთესო კადრი

მე ნიუ იორკში ვმუშაობდი Condé Nast - ში და ჟურნალისათვის Mademoiselle. რეპორტაჟული გადაღების სტილი მქონდა და  მოდის ფოტოგრაფიასაც კი ასეთი მანერით ვიღებდი. ამან ენდი უორჰოლის ყურადღება მიიპყრო. მას უნდოდა თანმხლები პირი, რომელიც მას წვეულებებზე გაყვებოდა,  გადაიღებდა, როგორ ქმნიდა ის სილკსკრინებს და ფილმებს და საერთოდ, აღბეჭდავდა მის ყოველდღიურ ცხოვრებას.
24 წლის ინგლისელი ბიჭისთვის ეს თავბრუდამხვევი იყო. წარმოდგენაც კი არ მქონდა, რომ ადამიანს შეიძლება მათსავით ეცხოვრა. ნებისმიერ დროს, დღე თუ ღამე, რაღაც გიჟური ხდებოდა. მე მთლიანად ჩემს სამუშაოზე ვიყავი ფოკუსირებული, ამიტომ მათ ცხოვრებას მხოლოდ გარედან ვაკვირდებოდი. ბევრ რამეს ვერც ვიღებდი - უბრალოდ იმ ფოტოებს არავინ გამოაქვეყნებდა.
ეს კონკრეტული შემთხვევა 1964-65 წლების ზამთარში მოხდა. დამირეკეს და მითხრეს, რომ სასტუმრო St Regis-ში უნდა მივსულიყავი. შემდეგ კი, მე და ენდი ჩემს გმირს, სალვადორ დალის უნდა ვწვეოდით მის სუიტაში. ძალიან ვღელავდი. როცა მასთან მივედით დალიმ თავისი ხელჯოხი გამოგვდო და შინ ისე შეგვიყვანა. ხმა არ ამოგვიღია. საოპერო მოსიკა ისე ხმამაღლა უკრავდა ოთახი ზანზარებდა. მან ხელი სტაცა ენდის და სავარძელისკენ უბიძგა, მე კი მანიშნა აპარატი მომემზადებინა. შემდეგ ინკების თავის მოსართავი აიღო და მკვეთრი მოძრაობით დაადგა თავზე ენდის.
ეს ძალიან თეატრალური იყო. დალის მწყობრიდან გამოყავდა ენდი, რაც ძალიან უჩვეულო იყო, ჩვეულებრივ ეს პირიქით ხდებოდა ხოლმე - ენდი უშლიდა ყველას ნერვებს. ბევრი ღვინო დალია. ისეთი მთვრალი არ მენახა. კარებს ისე მიჩერებოდა, თითქოს მზად იყო გასაქცევად. ბოლოს კი , მითხრა: „ დევიდ, ჩვენი წასვლის დროა“
ამ  სურათში დადგმული არაფერია. ყველაფერი ისე სწრაფად მოხდა, რომ თითქმის ომის ფოტოგრაფივით ვმოქმედებდი. ჩვენ იქ მხოლოდ ხუთი წუთი დავყავით, მაგრამ,  ამაზე არასოდეს გვისაუბრია. ვფიქრობ, ენდი ძალინ შეძრა ამ შეხვედრამ. თითქოს უეცრად ყველაფერი აირია, მე იმ მომენტში აღარ ვიყავი ფოტოგრაფი, იქ მხოლოდ დალი და უორჰოლი იყვნენ.



Curriculum vitae    

 დევიდ მაკკეიბი

დაბადების ადგილი: ლიკესტერი,1940 წელი
განათლება: ლიკესტერის ხელოვნების კოლეჯი
გავლენა:   ჯაკ ლარტიგი, კარტიე-ბრესონი, ბილ ბრანდტი
სასარგებლო რჩევა: „არაფერი გადაყაროთ. ვერ გეტყვით, როცა ენდი უორჰოლის სურათების დასტას ვუყურებდი, რამდენჯერ დავაპირე ისინი თვიდან მომეშორებია“
უმაღლესი შეფასება: „დაჯილდოვება წიგნისათვის „Warhol
სინანული: „როცა ღილაკს მაშინ არ დავაჭირე, როცა საჭირო იყო. გადაიღე და მერე იფიქრე ეთიკაზე“



No comments:

Post a Comment