Tuesday, September 6, 2011

Warren Bolster

უორენ ბოლსტერი. 11.06.1947-6.09.2006
   
                უორენ ბოლსტერი

                ავტობიოგრაფია

33 წელია  „ეგრედწოდებული“ პროფესიონალი ვარ და ბოლო წლებში შევეცადე საკუთარი თავისთვის მესიამოვნებინა და შემექმნა მთელი ჩემი ცხოვრების ნამუშევრების კოლექცია. თითქმის სამოცი წლის ვარ და ალბათ, ეს ჩემი ბოლო მცდელობაა. მე ნამდვილად მადლიერი ვარ იმ შესაძლებლობებისთვის , რაც მომეცა და იმ ცხოვრებისთვის, რომელიც გავატარე. ყოველთვის მინდოდა რაღაც ჩემგანაც ჰქონოდა ოკეანეს, რომელიც ასე ძალიან მიყვარდა და ბოლსტერის კოლექცია არის ჩემი საჩუქარიც და ჩემი ცხოვრებაც.
მე, ჯეკ ვეინ სტივენსი, დავიბადე 1947 წლის 11 ივნისს. ერთი წლის ასაკში ედუარდ და ელიზაბეტ ბოლსტერებმა შვილად ამიყვანეს. მე ძალიან იღბლიანი ბავშვი აღმოვჩნდი არა მხოლოდ იმიტომ, რომ არაჩვეულებრივი მშობლები მყავდა, არამედ იმიტომაც, რომ მამაჩემი სახელმწიფო დეპარტამენტის დიპლომატი იყო და  ჩვენ მოგვეცა შესაძლებლობა გვენახა მსოფლიო.
მე ვაშინგტონის რაიონში ვიზრდებოდი და ხანდახან დავდიოდი ჩისპიკის ყურესა და ვირჯინიაში. მოგვიანებით იმ წელს ჰავაიში ვნახე არამარტო იქაური სილამაზე და კამკამა წყალი, არამედ გავეცანი სერფინგსაც. სერფინგით გატაცება და ოკეანისადმი სიყვარული მაშინ დაიბადა ჩემს გულში. საშუალო სკოლაში სწავლის პირველ წელს, მამაჩემის სამსახურის გამო, ავსტრალიაში გადავედით, სადაც სერფინგის შესწავლას სერიოზულად მივყავი ხელი. მე კარგი მოცეკვავე, მორბენალი და ბურთის მოთამაშე ვიყავი, მაგრამ როცა სერფინგში ვარჯიში დავიწყე, ერთადერთი, რაც მაინტერესებდა ტალღებზე ცეკვა იყო. სპორტის ამ სახეობით, სხვა ბევრის მსგავსად, მაშინვე მოვიხიბლე. მალე გამიჩნდა სურვილი აღმებეჭდა ჩემი შთაბეჭდილებები და დავიწყე გადაღება მამაჩემის ფოტოაპარატებით, მაგრამ მათი მოკლე ლინზების გამო, მიწევდა ნაპირიდან გამეცურა, გადამეღო და უკან დავბრუნებულიყავი. როცა სერფინგი კარგად შევისწავლე, აპარატს პირით ვიჭერდი რომ არ დამსველებოდა. ეს აპარატები იყო პირველები იმ უამრავს  შორის, რომელებიც  შემდეგ ოთხი ათწლეულის მანძილზე დავკარგე ოკეანეში.
გარკვეული პერიოდის შემდეგ  მამაჩემის სამუშაო დასრულდა და ჩვენ სამშობლოში დავბრუნდით. მახსოვს დალესის აეროპორტში ჩაფრენილები, ალოჰა პერანგითა და ალოჰაა ჩოგბურთის ფეხსაცმელებით თოვლში როგორ ვიდექით. საშუალო სკოლის დამთავრების საშინელი წელიც მახსოვს, როგორც ერთ ძველ სიმღერაშია, „ ერთადერთი სერფერი ბიჭი ვარ მთელს ქალაქში“ (“being the only surfer boy in town”)
სკოლის დამთავრების შემდეგ სერფინგის შესწავლა ფლორიდაში, კოლეჯში გავაგრძელე, სადაც პირველი ვიყავი ჩემს ჯგუფში, მოგვიანებით კი, მთლიანად ვებერის სერფინგის გუნდებში. მაგრამ პატარა ტალღები და წყლის გამჭვირვალობა არ მაკმაყოფილებდა  და ერთი წლის შემდეგ კალიფორნიაში, კერძოდ სან დიეგოში გადავედი და მეგონა სამოთხე აღმოვაჩინე დადამიწაზე. შემდეგ ყველაფერი სწრაფად განვითარდა. მქონდა ოკეანეში გადაღებისთვის შესაბამისი აღჭურვილობა და მალევე გადავიღე ორი გარეკანის ფოტო და კიდევ უამრავი, რომლებიც ჟურნალში დაიბეჭდა. ერთი თუ ორი გამოცემის შემდეგ , მე თანარედაქტორი გავხდი და რამდენადაც შესაძლებელი იყო, ყველგან ფოტოებს ვიღებდი. ჩემი ოცნება ფრთებს ისხამდა - ოკეანეში!
SURFER MAGAZINE -ში ამიყვანეს, როგორც ასოცირებული რედაქტორი. რეკლამების განთავსების შესაძლებლობამ მნიშვნელოვნად გაზარდა ჩემი შემოსავლები და მე ისე მეპყრობოდნენ, როგორც არაერთხელ მიოცნებია. როგორც ფოტოგრაფს, მქონდა შესაძლებლობა გადამეღო სერფერების ცხოვრების სტილი და ვიზუალური ექსტრემები, რაც ასე ძალიან მიყვარდა. ღამის ორ-სამ საათზე ვიღვიძებდი და გავდიოდი ჩემი ახალი სახლიდან, რომელიც კარდიფში, ჩრდილოეთით, სან დიეგოში მდებარეობდა და მანქანით ჩავდიოდი SURFER-ის ოფისებში და შემდეგ ლაგუნა ბიჩზე, რომ მზის ამოსვლები გადამეღო.
1975 წლიდან სკეიტბორდმა ჩემი ცხოვრებაში უდიდესი ადგილი დაიკავა. SURFER -ში მთხოვეს სკეიტბორდის ჟურნალ SKATEBOARDER-ზე დამეწყო მუშაობა და მალე ეს უკანასკნელი სამჯერ უფრო დიდი მოცულობის ჟურნალი გახდა, ვიდრე ჩემი ნამდვილი სიყვარული - SURFER. მიყვარდა სკეიტბორდისა და სერფინგის მსგავსებები, მაგრამ დრო რომელიც ჟურნალებს მიჰქონდათ, მძიმედ მაწვა მხრებზე. თუმცა დროს მაინც ვპოულობდი, რომ ზაფხულსა და ზამთარში გადამეღო ჰავაი. ყოველდღიურად 18 საათი, კვირაში შვიდი დღე ვმუშაობდი, მაგრამ SURFER - ს და  SKATEBOARDER-ს ვეუბნებოდი, რომ 24 საათის მანძილზე, შეეძლოთ ნებისმიერ დროს დაერეკათ.
სერფინგი და ოკეანის იდუმალება იყო ჩემი ნამდვილი სიყვარული და მე ვაგრძელებდი, რამდენადაც შემეძლო, უდიდესი დროის ჩადებას ამ საქმეში. ამ დროისათვის პროფესიული სერფინგის ტურს არსებობიდან მეორე წელი უსრულდებოდა და მისმა ორგანიზატორმა რენდი რარიკმა მეც მიმიწვია მონაწილეობის მისაღებად. მე მეოთხედფინალში გავედი და იქ ½ ქულით დავმარცხდი მომდევნო წლის მსოფლიო ჩემპიონატ რებით ბართლომიუსთან. წლის ბოლოს, როცა რეიტინგი გამოვიდა, მე 45-ე ადგილზე ვიყავი მსოფლიოში. 1980-იან წლებში ჩემი გარეკანის ფოტოების სათვალავი მერეოდა უკვე, 600ზე მეტი ფოტო იყო და ამასთანავე მე ვწერდი სტატიებს ჟურნალებისათვის Surfing, Surfer და სხვა მრავალისათვის. როგორც წარმატებული წყლის ფოტოგრაფისთვის 1972 წლიდან, ჩემი მთავარი აქცენტი ტალღები და მათი ყველანაირ პერსპექტივასა და სიტუაციაში გადაღება იყო. ამ მიზნით მე გადვედი ხმელეთიდან წყალში გადაღებაზე და ვიყავი ერთ-ერთი პირველი, ვინც ვერტმფრენიდან იღებდა (1976 წელი),რათა ტალღების კრიტიკულ მდებარეობამდე მიმეღწია.
ბოლო ათი წელი, მქონდა ბედნიერება, გამეტარებინა მომაჯადოებელ ადგილზე, ტავარუას კუნძულებზე, ფიჯიში. მქონდა დრო შემექმნა აპრატის დისტანციური მართვის ბორდი და გადამეღო ულამაზესი ტალღები. ტალღები, ადამიანებისაგან განსხვავებით მარადიულებია . მე ვიყენებდი ორ დიდ სპეციალურ წყლის აღჭურვილობას, რომ გადამეღო ფოტოები ზემოდან და ქვემოდან, რაც შესაძლებელს ხდის ნახოთ წყლის ზედა და წყალქვეშა ნაწილები ერთდროულად ფოკუსში. ერთდროულად ზედა და ქვედა ნაწილზე ფოკუსირება განსაკუთრებით რთულად მისაღწევია, მაგრამ როგორც ტინა ტერნერი ამბობს თავისი სიმღერის შესავალში: “ კარგი ადვიალად არასოდეს არაფერი გამიკეთებია“.(“I never do anything nice and easy”.) ასე მგონია ეს ფრაზა ჩემზეა.
მინდა დაგტოვოთ დევიდ ბეილის სიტყვებით: „კარგი ფოტოგრაფი რომ გახდე წარმოსახვის უდიდესი ნიჭია საჭირო. ნაკლები ფანტაზია ჭირდებათ მხატვრებს, რადგან მხატვრობაში შეგიძლია რაღაცეები გამოიგონო. ფოტოგრაფიაში ყველაფერი ძალიან ჩვეულებრივია.  ჩვეულებრივის დანახვას, კი დიდხანს სწავლა სჭირდება“
გმადლობთ,რომ დრო დამითმეთ.
ალოჰა
უორენ

უორენ ბოლსტერი შტატგარეშე ფოტოგრაფად მუშაობდა და ხშირად ქონდა ფინანსური პრობლემები. ყოველთვის ერთი დავალებიდან მეორეს შესასრულებლად გარბოდა. ის ცნობილი იყო, როგორც უშიშარი ადამიანი, რომელიც ძალიან ახლოს მიდიოდა მოქმედების გადასაღებად. მან გადაიტანა ათობით ქირურგიული ოპერაცია და და ქონდა უამრავი ძვლის მოტეხილობა. შედეგად, ძლიერი ტკივილებით იტანჯებოდა, რადგან მისი ორგანიზმი გარკვეული პერიოდის შემდეგ ტკივილგამაყუჩებლებსაც მიეჩვია.ბუნებრივია , ამას ხანგრძლივი დეპრესიაც დაერთო. გარდაცვალებამდე ცხრა  დღით ადრე ის ავტოავარიაში მოხვდა და დაშავდა. 2006 წლის 6 სექტემბერს მან, 59 წლის ასაკში, ცეცხლსასროლი იარაღით მოიკლა თავი.

წყარო: http://www.warrenbolster.com


























No comments:

Post a Comment