Wednesday, September 14, 2011

Sarah Moon's best shot


  სარა მუნის საუკეთესო კადრი



"სინამდვილეში  ეს შემთხვევითობა იყო. ეს კადრი  1998 წელს გადავიღე, როცა სანტ მალოში,  ჩრდილოეთ საფრანგეთში,  შვებულებაში ვიყავი. დილით ადრე ავდექი. ციოდა. სურათებს ვუღებდი სანაპიროს, ცას და თოლიებს, რომლებიც იქვე პურს ჭამდნენ და უეცრად ერთმა თოლიამ ჩაიქროლა.
ეს არ იყო შოკი. ერთადერთი ის მახსოვს, რომ არ მინდოდა თოლიები ცის ფონზე გადამეღო და ამიტომ სივრცე ჩარჩოში მოვაქციე. უეცრად მან ჩაიქროლა და მეც დავაჩხაკუნე. იმ მომენტში არ ჩამითვლია, რომ რაღაც განსაკუთრებული გადავიღე. კადრი პოლაროიდით გადავიღე და ნეგატივი ჯიბეში ისე ჩავიდე, არც კი დამიხედავს და გადაღება განვაგრძე ფირის დამთავრებამდე.
იმ დღეს მხოლოდ მოგვიანებით, ალბათ სანამ ლანჩს მივირთმევდი, გამახსენდა, რომ ნეგატივი ისევ ჯიბეში მქონდა. კადრი რომ ვნახე გავვოცდი. ის თოლია წესიერად ვერც კი დავინახე ყველაფერი ისე სწრაფად მოხდა. სურათი, კი საჩუქარივით იყო, თოლია თითქოს მეუბნებოდა: “მე აქ ვარ შენთვის. შეგიძლია გადამიღო!“ აი, რატომ მიყვარს მე ის, უბრალოდ იმიტომ, რომ  მე გადამხდა.
ვფიქრობ, ეს კარგი ფოტოა! ასეთ რამეს ხშირად არ ვამბობ. სურათი ძალიან ძლიერი და დრამატულია. მას აქვს მუქარის განწყობა, რაც ჩემთვის მოულოდნელი იყო, რადგან გადაღების  მომენტში საერთოდ არ შემშინებია. ეს არის იშვიათი შემთვევის გაყინული წამი - წამი, როდესაც თოლია პირდაპირ თქვენ გიყურებთ."


Curriculum vitae

Sarah  Moon


დაბადების ადგილი : ვერნონი, საფრანგეთი. 1941 წელი
განათლება : „მხოლოდ მეგობრებისგან ვსწავლობდი.“
შთაგონება : „ კინემატოგრაფები, როგორებიც არიან გეორგ პაბსტი, სერგეი ეიზენშტაინი, ბასტერ კიტონი, ერიხ ფონ შტროჰეიმი, ჩარლზ ლოუტონი.
უმაღლესი შეფასება : “თოლია ჯიბეში. რა იშვიათია გადაიღო ფოტო, რომლითაც სრულიად ბედნიერი ხარ.“
დაბალი შეფასება  : „როცა უფრო მეტია სათქმელი, ვიდრე შემიძლია ვთქვა - განსაკუთრებით ეს მოდის სფეროს ეხება, სადაც ორიოდე დღე გაქვს, რომ წარმატებული იყო ან მარცხი განიცადო.“
არ უყვარს : პრეტენზიულობა. ათი მეტრის სიდიდეზე დაბეჭდილი ძალიან დიდი ფოტოები.
ოცნება  : „ტურინის Teatro Regio-ს კულისებში ყოფნა.“

 

წყარო: http://www.guardian.co.uk

No comments:

Post a Comment